Skip to main content

ავსტრია სექციების სია სახელწოდება | გეოგრაფია | ისტორია | სახელმწიფო | ადმინისტრაციული დაყოფა | ქალაქები | დემოგრაფია | ეკონომიკა | მემკვიდრეობა | ცნობილი ავსტრიელები | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ48°12′ ჩ. გ. 16°21′ ა. გ. / 48.200° ჩ. გ. 16.350° ა. გ. / 48.200; 16.350Kommission für Migrations und Integrationsforschung der Österreichischen Akademie der WissenschaftenAustriaGini coefficient of equivalised disposable income (source: SILC)Human Development Report 2011AustriaThe World Factbook – AustriaUniversity of Klagenfurtრრრ

ავსტრიაევროპის ქვეყნებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიგაეროს წევრი სახელმწიფოებიგერმანულენოვანი ქვეყნებიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები


გერმ.ფედერალური სახელმწიფოცენტრალურ ევროპაშიარ გააჩნია ზღვაზე გასასვლელიგერმანიაჩეხეთიუნგრეთისლოვაკეთისლოვენიაიტალიაშვეიცარიალიხტენშტაინივენაგერმანულიგრადიშიულ-ხორვატიულიუნგრულისლოვენური26 ოქტომბერიცენტრალურ ევროპაშიხმელთაშუა ზღვამდეგერმანიაჩეხეთისლოვაკეთიუნგრეთისლოვენიაიტალიაშვეიცარიალიხტენშტაინიალპებსდუნაისXIV—XV საუკუნეებშიჰაბსბურგებმა1438ალბრეხტ II ჰაბსბურგისიგიზმუნდ I ლუქსემბურგის1477ფრიდრიხ IIIერცჰერცოგი მაქსიმილიანინიდერლანდებისფილიპე Iკასტილიისაარაგონისხუანა I შეშლილზეესპანეთიიტალიააფრიკაახალი მსოფლიო1526მოჰაჩის ბრძოლაშიბოჰემიისუნგრეთისხშირი კონფლიქტებიცამეტწლიანი ომი უნგრეთში1593—16061918ავსტრია-უნგრეთის1919სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების191919334 მარტს1938ნაცისტურ გერმანიასთანანშლუსი1945194527 აპრილს19454 ივლისს194525 ნოემბერს19451919სამშვიდობო ხელშეკრულებაზე1947195515 მაისს25 ოქტომბერსმხარედვენავენაშივენის ტყელინციგრაციზალცბურგიინსბრუკიშავი მეტალურგიისა„ფესტალპინეში“მოცარტიმესაქონლეობამარცვლეულიკარტოფილიშაქრის ჭარხალი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შემქნით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ავსტრია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






















































































































ავსტრიის რესპუბლიკა
Republik Österreich

ავსტრია





ავსტრიის
დროშა გერბი

ჰიმნი: Land der Berge, Land am Strome
Land of Mountains, Land by the River


ავსტრიის მდებარეობა ევროპაში

ავსტრიის მდებარეობა ევროპაში





დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი

ვენა
48°12′ ჩ. გ. 16°21′ ა. გ. / 48.200° ჩ. გ. 16.350° ა. გ. / 48.200; 16.350
ოფიციალური ენა
გერმანული [ა]

ეთნიკური ჯგუფები (2012)
  • 81,1 % ავსტრიელები[1]

  • 5,1 % ექს-იუგოსლავები[2]

  • 2,7 % გერმანელები

  • 2,2 % თურქები

  • 8,9 % სხვა

ეთნოქორონიმი ავსტრიელი
მთავრობა
ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი
 -  კანცლერი სებასტიან კურცი (SPÖ)
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა ფედერალური საბჭო
 -  ქვედა პალატა ეროვნული საბჭო
დამოუკიდებლობა
 -  აღმოსავლეთი მარკა 976 
 -  ავსტრიის საჰერცოგო 1156 
 -  ავსტრიის საერცჰერცოგო 1453 
 -  ავსტრიის იმპერია 1804 
 -  ავსტრია-უნგრეთის იმპერია 1867 
 -  პირველი რესპუბლიკა 1918 
 -  ფედერალური სახელმწიფო 1934 
 -  ანშლუსი 1938 
 -  მეორე რესპუბლიკა 1945-დან 
 - 
სახელმწიფო ხელშეკრულება ძალაში
27 ივლისი, 1955 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 იანვარი, 1995 
ფართობი
 -  სულ 83 871 კმ2 (115-ე)
 -  წყალი (%) 1.7
მოსახლეობა
 -  2014 აღწერა 8 504 850 (94-ე)
 -  სიმჭიდროვე 101,4 კაცი/კმ2 (107-ე)

მშპ (მუპ)
2014 შეფასება
 -  სულ $373.133 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $43 796[3]

მშპ (ნომინალი)
2014 შეფასება
 -  სულ $444.867 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $52 216[3]

ჯინი (2011)
26.3[4]
დაბალი

აგი (2013)

Steady2.svg 0.881[5]
ძალიან მაღალი · 21-ე
ვალუტა
ევრო (€)[ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი
UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST)
UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +43
ინტერნეტ-დომენი
.at[გ]
ა.
^  ხორვატული, ჩეხური, უნგრული, რომანი, სლოვაკური, და სლოვენური ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
ბ.
^  ავსტრიული შილინგი 1999 წლამდე; ვირტუალური ევრო 1999 წლის 1 იანვრიდან; ევრო 2002 წლის 1 იანვრიდან.
გ.
^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული.[6] ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური.[7] დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).




სექციების სია





  • 1 სახელწოდება


  • 2 გეოგრაფია


  • 3 ისტორია


  • 4 სახელმწიფო


  • 5 ადმინისტრაციული დაყოფა


  • 6 ქალაქები


  • 7 დემოგრაფია


  • 8 ეკონომიკა

    • 8.1 ტურიზმი



  • 9 მემკვიდრეობა


  • 10 ცნობილი ავსტრიელები


  • 11 სქოლიო




სახელწოდება |




996 წლის დოკუმენტი Ostarrîchi document. სადაც პირველად იყო გამოყენებული ტერმინი: Ostarrîchi



  • ოფიციალური: ქართულად — ავსტრიის რესპუბლიკა; გერმანულად — გერმ. Republik Österreich.


  • ეტიმოლოგია — IX საუკუნეში იგი ფრანკთა იმპერიის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას Ostarrîchi-ს უწოდებდა, რაც „აღმოსავლეთის ქვეყანას“ ნიშნავს. პირველად ეს ტერმინი გამოყენებულ იყო 996[8] წელს, დოკუმენტში: Ostarrîchi document. XI საუკუნეში გამოჩნდა ტერმინი Ostarrichi. აქედანაა მიღებული მისი დღევანდელი სახელი Osterreich — გერმანულად, Autriche — ფრანგულად და Austria — ლათინურად.


  • ქვეყნის კოდი — AT.


გეოგრაფია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ავსტრიის გეოგრაფია.



ავსტრიის ფედერაცია


ავსტრია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ბალტიის სანაპიროებიდან ხმელთაშუა ზღვამდე გამავალ მნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი.


ავსტრიის ბუნება მრავალფეროვანია. ევროპის ყველაზე დიდი მდინარე დუნაი გადის ავსტრიაში. ავსტრიის თითქმის ¾ უჭირავთ აღმოსავლეთ ალპებს (გროსგლოკნერის მწვერვალი 3797 მ-ია). ბევრი მწვერვალი მუდმივი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, ქვევით გადაშლილია ალპური და სუბალპური მდელოები, რომლებიც შესანიშნავი საძოვრებია. 2000-2200 მ სიმაღლემდე მთის ფერდობები ტყითაა დაფარული. მხოლოდ ფინეთსა და შვედეთს ჩამორჩება ავსტრია ტყის სიმდიდრით.


ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილში მთები დაბლდება. აქ იჭრება შუა დუნაის დაბლობის ნაწილი — ვენის აუზი. ჩრდილო-აღმოსავლეთის ვაკე და გორაკიანი ტერიტორია უფრო დასახლებული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რაიონია. ავსტრია მდინარეებიტ მდიდარი ქვეყანაა, რომლებზეც არაერტი ჰიდროელექტროსადგურია აგებული. სანაოსნოდ მხოლოდ დუნაია გამოყენებული. ბოდენისა და ნოიზიდლერ-ზეეს დიდი ტბების მხოლოდ ნაწილი ეკუთვნის ავსტრიას.


ავსტრია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ იღებენ ნავთობს (ჩრდილო-აღმოსავლეთში), მურა ნახშირს, რკინის მადანს, მაგნეზიტს (მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგითა და მოპოვებით), გრაფიტს. არის ფერადი ლითონების მცირე საბადოებიც.



  • ფართობი — 83 900 კმ².


  • ბუნება: ქვეყნის ¾ ალპებს უკავია. უმაღ. მწვერვალი — გროსგლოკნერი 3 797 მ; უდიდესი მდინარეები (კმ) — დუნაი 350 (სულ 2860), მური 348 (სულ 444), ინი 280 (სულ 510); უდიდესი ტბა — (კმ²) - ნოიზიდლერზეე 132 (სულ 152); კლიმატი — კონტინენტური, ალპური.


  • ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ნავთობი, საშენი ხე-ტყე, მაგნეზიტი, ტყვია, ქვანახშირი, სპილენძი, ჰიდროენერგია.


ისტორია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ავსტრიის ისტორია.

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ. წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.


XIV—XV საუკუნეებში ჰაბსბურგებმა დაიწყეს ავსტრიის საჰერცოგოს პროვინციების შემოერთება. 1438 წელს ჰერცოგი ალბრეხტ II ჰაბსბურგი მისი სიმამრის, სიგიზმუნდ I ლუქსემბურგის მემკვიდრედ აირჩიეს, თუმცა ალბერტმა მხოლოდ ერთი წელი იმეფა. ამ დროიდან საღვთო რომის იმპერიის ყველა იმპერატორი ჰაბსბურგების გვარიდან იყო, გარდა ერთი გამონაკლისისა.


აგრეთვე ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობითი მიწების გარდა სხვა მიწების შემოერთებაც. 1477 წელს ფრიდრიხ III-ს ერთადერთი შვილი, ერცჰერცოგი მაქსიმილიანი დაქორწინდა მარია ბურგუნდიელზე, რის წლაბითაც ჰაბსბურგების საკუთრებაში გადავიდა ნიდერლანდების ნაწილი.[9][10] მაქსიმილიანის ვაჟი, ფილიპე I დაქორწინდა კასტილიისა და არაგონის დედოფალზე, ხუანა I შეშლილზე, რისი საშუალებითაც ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობით მიიღეს ესპანეთი, იტალია, აფრიკა და ახალი მსოფლიო.[9][10]


1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში ოსმალეთმა ვერ მოახდინა ბოჰემიის და უნგრეთის ნაწილის უკუპირება ავსტრიის მმართველობის გამო.[11] ოსმალეთის ექსპანსიამ უნგრეთში გამოიწვია ხშირი კონფლიქტები ორ დიდ იმპერიას შორის, რომელთა შორის გამოირჩევა ცამეტწლიანი ომი უნგრეთში, რომელიც 1593—1606 წლებში მიმდინარეობდა.


ავსტრიის რესუპუბლიკა შეიქმნა 1918 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ავსტრია-უნგრეთის მონარქია დაიშალა. მაშინ გამოცხადდა გერმანულ-ავსტრიული რესპუბლიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო გერმანიის ნაწილი. თუმცა 1919 წლის სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების შედეგად, ავსტრიას აეკრძალა გერმანიასთან შეერთება, ამიტომ ავსტრიის რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.


1919 წელს მიღებული იქნა ფედერალური კონსტიტუციური კანონი, რომელმაც ავსტრია ფედერაციულ დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკად გამოაცხადა, ხოლო ფედერაციული საბჭო, რომელიც შედგებოდა ფედერალური და ეროვნული საბჭოსაგან, ფედრალური პრეზიდენტისაგან, ფედერალური კანცლერისაგან და ფედერალური მთვრობისაგან საკანონმდებლოდ ორგანოდ იქნა აღიარებული.


1933 წლის 4 მარტს ქრისტიან-სოციალისტი ფედერალური კანცლერი ელჰელბერტ დოლფუსმა დაშალა ფედერალური კრება და ერთი წლის შემდეგ გამოსცა ე. წ. „მაისის კონსტიტუცია“, რომელიც ამარტივებდა ფედერალურ კრებას. „მაისის კონსტიტუცია“ შეცვალა კორპორატიულმა სახალხო წარმომადგენლობამ.


1938 წელს მოხდა მისი შეერთება ნაცისტურ გერმანიასთან (ანშლუსი), ხოლო ავსტრიის მიწები გერმანიის რეიხის შემადგენლობაში შევიდა.


1945 წლის აპრილში ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ჯარებმა ავსტრიიდან განდევნეს ვერმახტი, ფაშისი გუბერნატორები გადააყენეს, რის შედეგადაც ხელისუფლება გადაეცა ფაშიზმის მოწინააღმდეგე ხელისუფლებას და 1945 წლის 27 აპრილს შეიქმნა დროებითი სახელმწიფო ხელისუფლება სოციალ დემოკრატებისაგან, კომუნისტებისა და ქრისტიან სოციალისტებისგან, რომლის სათავეში სტატს-კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი კარლ რენერი მოვიდა. დაიწყო დენაციფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც ავსტრია ანტიჰიტლერული კოალიციის 4 წევრ-სახელმწიფოს ჯარებით იქნა ოკუპირებული და დაიყო ოკუპაციის 4 ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონებად. 1945 წლის 4 ივლისს უშუალოდ დენაციფიკაციის კონტროლისათვის შეიქმნა მოკავშირეთა საკონტროლო კომისია, რომელიც შესდგებოდა ავსტრიის კომუნისტური და დემოკრატიული პარტიებისგან, ხოლო 1945 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა ეროვნული საბჟოს არჩევნები. 1945 წლის შემოდგომაზე აღდგა 1919 წლის ფედერალური კონსტიტუციური კანონი. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დაიწყო 1947 წელს, მაგრამ ის 1955 წლის 15 მაისს დაიდო. იმავე წლის ოქტომბერში მიიღეს კანონი ავსტრიის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელსაც იგი იცავს დღემდე. 25 ოქტომბერს მოკავშირეთა ჯარები გაიყვანეს ავსტრიის ტერიტორიიდან.



სახელმწიფო |




კანცლერის რეზიდენცია



  • პოლიტიკური სისტემა — დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.


  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი.


  • მთავრობის მეთაური — კანცლერი.


  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).


  • ეროვნული დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).


ადმინისტრაციული დაყოფა |


ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):



  1. ვენა (ვენა)


  2. ბურგენლანდი (აიზენშტატი)


  3. ზალცბურგი (მიწა) (ზალცბურგი)


  4. ზემო ავსტრია (ლინცი)


  5. კარინტია (კლაგენფურტი)


  6. ტიროლი (ინსბრუკი)


  7. ფორარლბერგი (ბრეგენცი)


  8. ქვემო ავსტრია (სანქტ პიოლტენი)


  9. შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)


ქალაქები |


მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ვენაში ცხოვრობს. ქალაქი ლამაზადაა გაშენებული დუნაის ნაპირზე. ვენას მჭიდროდ ეკვრის ალპების ერთ-ერთი განშტოება — ვენის ტყე. მისი სიმაღლიდან იშლება ქალაქის ფართო პანორამა: ცენტრიდან რადიუსებით მიემართებიან მთავარი ქუჩები, რომლებსაც წრიული მაგისტრალები კვეთს. მოჩანს ეკლესიების გოთური კოშკები, პარკები. ვენა მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. ქალაქის ცენტრში არის ავსტრიელ ხუროთმოძღვართა უძველესი ქმნილებები: წმინდა სტეფანეს ტაძარი, იმპერატორის ყოფილი სასახლე და სხვა ისტორიული ნაგებობანი. რინგშტრასეზე განლაგებულია პარლამენტი, ქალაქის რატუშა, მუზეუმები, თეატრები და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.


ვენის გარდა ავსტრიაში კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი ქალაქია: ლინცი, გრაცი, ზალცბურგი და ინსბრუკი. ლინცი ზემო ავსტრიის მხარის მთავარი ქალაქია. იგი შავი მეტალურგიისა და კოქსქიმიის ცენტრია. ფოლადჩამომსხმელი ქარხნები და საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობას მეტალურგიულ, ქიმიურ და სხვა ქალაქებისათვის, გაერთიანებულია მძლავრ კონცერნ „ფესტალპინეში“. იგი ერთ-ერთი უდიდესი კონცერნია ევროპაში. გრაცი შტირიის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის და კვების მრეწველობის მსხვილი ცენტრია. გრაცი ცნობილია თავისი სასწავლებლებით, განსაკუთრებით ძველი უნივერსიტეტით. ზალცბურგი ამავე სახელწოდების მხარის ცენტრია. იგი ცნობილია თავისი ძველი მუსიკალური ტრადიციებით. ზალცბურგში დაიბადა მოცარტი. მდინარე ინის ხეობაში მდებარეობს ტიროლის ცენტრი ინსბრუკი. იგი არის ევროპული მნიშვნელობის დიდი სატრანსპორტო კვანძი და საერტაშორისო ტურიზმის ცენტრი, ალპინისტებისა და სამთომეთხილამურეთა „დედაქალაქი“.



დემოგრაფია |


მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ავსტრიელებია. ლაპარაკობენ გერმანულ დიალექტებზე. კარინტიასა და შტირიაში ცხოვრობენ სლოვენები, აღმოსავლეთით კი ხორვატები და უნგრელები. ავსტრიის ერი ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნებებისა და ტომების შერევის შედეგად, რომლებშიც თუმცა ჭარბობდნენ გერმანელები, მაგრამ არანაკლები როლი ითამაშეს კელტებმა, რეტებმა, ილირიელებმა, მოგვიანებით კი სლავებმა.



  • მოსახლეობა — 8 414 638 (2010), მათ შორის ავსტრიელები 91 %, გერმანელები 3 %, დანარჩენი — ხორვატები, სლოვენები, უნგრელები, ჩეხები, სლოვაკები, ბოშები.


  • ენა — გერმანული.


  • რელიგია — კათოლიციზმი 84 %, პროტესტანტიზმი 6 %.


  • ქალაქები (ათ.) — ვენა (1 523, აგლომ. — 2 041), გრაცი (219), ლინცი (185), ზალცბურგი (145), ინსბრუკი (116), კლაგენფურტი (90).


ეკონომიკა |


ავსტრიას ექსპორტზე გააქვს მაგნეტიზი, გრაფიტი, დახერხილი ხე-ტყე, ქაღალდი, ცელულოზა. ექსპორტზე მოდის ქიმიური პროდუქციის მეოთხედი.


სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებებს. გამოყენებულია მიწის ფართობის თითქმის ნახევარი, აქედან 40 % სათესია, ხოლო 60 % საათიბი და საძოვარია. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგია მესაქონლეობა. აშენებენ მსხვილ რქოსან საქონელს და ღორებს. მოჰყავთ მარცვლეული, კარტოფილი, შაქრის ჭარხალი. ავსტრიაში ბევრი ბაღი და ვენახია. ჭარბობს მსხვილი მემამულური მიწათმფლობელობა.


ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს. ალპების ულამაზესი პეიზაჟი, დუნაის ხეობა, ვენის და სხვა ქალაქების მრავალი არქიტექტურული ძეგლი, მთის მცხოვრებთა თავისებური ყოფა ავსტრიაში ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტ ტურისტს იზიდავს.


ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უკავია.



  • წამყვანი დარგები - შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური და ელექტროენერგეტიკული მრეწველობა.


  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 2, მრეწველობა - 40, მომსახურება - 67;


  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 27 920 $.


  • ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქაღალდი და ცელულოზა, ლითონი, ფოლადი.


  • უდიდესი კომპანიები - აუსტრიან ეირლაინზი, ბანკი რაიფაიზენი.


  • ბიუჯეტი - 53 000 მლნ $.


  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ავსტრიული შილინგი.


ტურიზმი |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ავსტრიის ტურიზმი.


მემკვიდრეობა |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ავსტრიაში.


  • ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);


  • ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;


  • გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);


  • ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).


ცნობილი ავსტრიელები |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ცნობილი ავსტრიელები.

  • კომპოზიტორები და მუსიკოსები – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, იოჰან შტრაუსი (მამა), იოჰან შტრაუს II, ფრანც შუბერტი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ჯო ზავინული;

  • მსახიობები - რომი შნაიდერი, არნოლდ შვარცენეგერი;

  • მეცნიერები - ლუდვიგ ბოლცმანი, ქრისტიან დოპლერი, გრეგორ მენდელი, ერვინ შრიოდინგერი;

  • ფილოსოფოსები – რუდოლფ შტაინერი, ზიგმუნდ ფროიდი;

  • მხატვარი - ოსკარ კოკოშკა, გუსტავ კლიმტი, ეგონ შილე, რუდოლფ ჰაუსნერი, ჰერმან ნიჩი, არნულფ რაინდერი;

  • მწერლები - შტეფან ცვაიგი, ბერტა ფონ ზუტნერი;

  • პოლიტიკოსები - მარი ანტუანეტი, ადოლფ ჰიტლერი, ბრუნო კრაისკი, კურტ ვალდჰაიმი, თეოდორ ჰერცლი (ისრაელის დამაარსებელი), იორგ ჰაიდერი.

  • სპორტსმენი - ნიკი ლაუდა (ავტორბოლა).


სქოლიო |




  1. Kommission für Migrations und Integrationsforschung der Österreichischen Akademie der Wissenschaften (PDF). Statistik Austria (2012).


  2. including indigenous Burgenland Croats and Carinthian Slovenes

  3. 3.03.13.23.3Austria. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 26 April 2014.


  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.


  5. Human Development Report 2011 (PDF). United Nations (2011). წაკითხვის თარიღი: 8 November 2011.


  6. Austria. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online (31 May 2009). წაკითხვის თარიღი: 31 May 2009.


  7. The World Factbook – Austria. Central Intelligence Agency (14 May 2009). წაკითხვის თარიღი: 31 May 2009.


  8. University of Klagenfurt.

  9. 9.09.1Lonnie Johnson 25

  10. 10.010.1Brook-Shepherd 11


  11. Lonnie Johnson 26




Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ავსტრია







Austria Bundesadler.svg

ავსტრიის პორტალი – დაათვალიერეთ სტატიები ავსტრიის შესახებ.






(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ავსტრია&oldid=3600452“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.712","walltime":"1.228","ppvisitednodes":"value":8119,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":214958,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":105030,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":9,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":5633,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 851.504 1 -total"," 71.09% 605.319 3 თარგი:ნავდაფა"," 41.04% 349.455 1 თარგი:ევროპის_კავშირის_წევრები"," 25.39% 216.237 1 თარგი:ევროპის_ქვეყნები"," 24.48% 208.475 19 თარგი:Country"," 23.96% 204.040 19 თარგი:Country_flagcountry"," 23.47% 199.868 51 თარგი:დროშა"," 17.25% 146.909 1 თარგი:ინფოდაფა_ქვეყანა2"," 6.38% 54.355 1 თარგი:ავსტრიის_კანცლერები"," 4.87% 41.482 1 თარგი:სქოლიო"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.007","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":786902,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1268","timestamp":"20190331183733","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":222,"wgHostname":"mw1332"););

Popular posts from this blog

Wikipedia:Contact us Navigation menu Navigation menuLeave a Reply Cancel reply Post navigationRecent PostsRecent CommentsArchivesCategoriesMeta

Farafra Inhaltsverzeichnis Geschichte | Badr-Museum Farafra | Nationalpark Weiße Wüste (as-Sahra al-baida) | Literatur | Weblinks | Navigationsmenü27° 3′ N, 27° 58′ OCommons: Farafra

Tórshavn Kliima | Partnerstääden | Luke uk diar | Nawigatsjuun62° 1′ N, 6° 46′ W62° 1′ 0″ N, 6° 46′ 0″ WWMOTórshavn