Skip to main content

ედუარდ შევარდნაძე სექციების სია ოჯახი და ადრეული წლები მოღვაწეობა საქართველოს სსრ-ში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დაბრუნება გადადგომა ოჯახი გარდაცვალება ლიტერატურა რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუედუარდ შევარდნაძის მშობლიური სახლი მამათშიედუარდ შევარდნაძე — ქართველი ავტორებისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალაცსკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადაედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალაგარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძეშევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალესრრ

ზვიად გამსახურდიაედუარდ შევარდნაძენინო ბურჯანაძემიხეილ სააკაშვილინინო ბურჯანაძემიხეილ სააკაშვილიგიორგი მარგველაშვილისალომე ზურაბიშვილი


ქართველი პოლიტიკოსებისსრკ-ის პოლიტიკოსებისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებისაქართველოს პრეზიდენტებილანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაბადებულებითბილისის საპატიო მოქალაქეები (1985)საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივნებისაქართველოს სსრ-ის პოლიტიკოსებისსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებიდაბადებული 25 იანვარიდაბადებული 1928გარდაცვლილი 7 ივლისიგარდაცვლილი 2014


25 იანვარი1928მამათილანჩხუთის მუნიციპალიტეტი7 ივლისი2014თბილისიქართველისაქართველოს პრეზიდენტისაქართველოს სსრმიხეილ გორბაჩოვისვაშინგტონშიჯეიმზ ბეიკერთანბერინგის ზღვის„ვარდების რევოლუციის“1928ოზურგეთის მაზრაშიმამათშილანჩხუთის მუნიციპალიტეტიპოლიომიელიტითსტალინური რეპრესიების1937შინსახკომისდიდი სამამულო ომისთბილისის სამედიცინო ტექნიკუმიტუბერკულოზითბახმაროშითბილისის პარტიულ სკოლაში1959ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი1946კომკავშირში1948კომპარტიაში1957–1961საქართველოს სსრ1961–1964მცხეთის რაიონული1958196419651965–1972საქართველოს სსრ19721985კორუფციაშივასილ მჟავანაძესოციალისტური შრომის გმირის19761985„გარდაქმნის“მიხეილ გორბაჩოვისმოსკოვში1990ვაშინგტონშიაშშ-ის სახელმწიფო მდივანთანჯეიმზ ბეიკერთანაშშბერინგის ზღვისაკვატორიის1990საბჭოთა კავშირის დაშლამდე1991ბელოვეჟის შეთანხმებაში1992საქართველოს პირველი პრეზიდენტიზვიად გამსახურდიაპუტჩისეროვნულმა გვარდიამსახელმწიფო საბჭოსმხედრიონისჯაბა იოსელიანმა7 მარტს1992საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის1995საქართველოს მოქმედი კონსტიტუციისდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში1995საქართველოს მოქალაქეთა კავშირი199520009 აპრილს2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში2003საპარლამენტო არჩევნებშიდემოკრატიული აღორძინების კავშირისამოქალაქო დაუმორჩილებლობა22 ნოემბერსსაგანგებო მდგომარეობა23 ნოემბერსასკანიდანდათიკო შევარდნაძე2004იუნესკოსსატელევიზიო ფილმების სტუდიის2014










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შემქნით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ედუარდ შევარდნაძე




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search

































ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე


Flag of Georgia (1990–2004).svg

საქართველოს მე-2 პრეზიდენტი
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg

თანამდებობაზე ყოფნის დრო

26 მაისი, 1995 – 23 ნოემბერი, 2003
წინამორბედიზვიად გამსახურდია
მემკვიდრე
ნინო ბურჯანაძე (დროებითი)
მიხეილ სააკაშვილი



სსრკ

სსრკ

საბჭოთა კავშირის
მე-6 საგარეო საქმეთა მინისტრი

თანამდებობაზე ყოფნის დრო

6 ივლისი, 1985 – 20 დეკემბერი, 1990
წინამორბედიანდრეი გრომიკო
მემკვიდრეალექსანდრე ბესმერტნიხი



საქართველოს სსრ

საქართველოს სსრ

საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ მე-15 პირველი მდივანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო

29 სექტემბერი, 1972 – 6 ივლისი, 1985
წინამორბედივასილ მჟავანაძე
მემკვიდრეჯუმბერ პატიაშვილი

დაბადებული
25 იანვარი, 1928
მამათი, ოზურგეთის მაზრა, საქართველოს სსრ
გარდაცვლილი
7 ივლისი, 2014 (86 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტია
კომპარტია (1948-1991)
სმკ (1993-2003)
მეუღლენანული ცაგარეიშვილი
შვილებიპაატა შევარდნაძე
მანანა შევარდნაძე
რელიგია
მართლმადიდებელი
(1992 წლიდან)
ხელმოწერაEduard Shevardnadze signature.svg

ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი, დღევანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.


სკკპ წევრი 1948 წლიდან. 1946 წლის ივლის-ოქტომბერში მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორად. IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი (1981). სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი (1978), წევრი 1985 წლის ივლისიდან. 1957–1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961–1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964–1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965–1972 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად.[1]


1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992–1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.[2]


„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.[3]




სექციების სია





  • 1 ოჯახი და ადრეული წლები


  • 2 მოღვაწეობა საქართველოს სსრ-ში


  • 3 საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი


  • 4 საქართველოში დაბრუნება


  • 5 გადადგომა


  • 6 ოჯახი


  • 7 გარდაცვალება


  • 8 ლიტერატურა


  • 9 რესურსები ინტერნეტში


  • 10 სქოლიო




ოჯახი და ადრეული წლები


ედუარდ შევარდნაძე დაიბადა 1928 წლის 25 იანვარს, ოზურგეთის მაზრაში, სოფელ მამათში (ამჟამად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ამბროსი შევარდნაძისა და სოფიო პატეიშვილის ოჯახში. მისი მამა პედაგოგი იყო და მამათის სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ხოლო დედა აზნაურ გლახუნა პატეიშვილის ქალიშვილი. ჰყავდა და და სამი ძმა: ევგრაფი, აკაკი და იპოკრატე. უფროსი ძმა, ევგრაფი, პოლიომიელიტით დაავადდა და ადრეულ ასაკში შეეზღუდა მოძრაობის უნარი. მისი მამა დააპატიმრეს სტალინური რეპრესიების დროს 1937 წელს, მაგრამ გათავისუფლდა მისი ნამოწაფარის დახმარებით, რომელიც შინსახკომის თანამშრომელი იყო. 1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ ფრონტზე გაიწვიეს აკაკი შევარდნაძე. ის დაიღუპა ომის ადრეულ წლებში, ბრესტის ციხესიმაგრის დაცვისას.


სოფელ მამათის რვაკლასიანი სკოლის დასრულების შემდეგ შევარდნაძემ სწავლა გააგრძელა და დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი. მას, ახლობლების რჩევით, სურდა ექიმი გამხდარიყო. თბილისში ცხოვრბოდა ფასანაურის ქუჩაზე, თავის დასთან, ძველ სახლში, სარდაფის მსგავს ოთახში. ახალგაზრდა ასაკში შევარდნაძე ტუბერკულოზით დაავადდა და რამდენიმე თვე ბახმაროში მკურნალობდა. შემდეგ სწავლობდა თბილისის პარტიულ სკოლაში, ხოლო 1959 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად.



მოღვაწეობა საქართველოს სსრ-ში



Ceausescu in Tbilisi. 1976.jpg


1946 წელს შევიდა კომკავშირში, 1948 წელს, 20 წლის ასაკში კი კომპარტიაში. 1957–1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი. 1961–1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.


1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965–1972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო კამპანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. კამპანია კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.


1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მუშაობდა 1985 წლამდე. მან შეცვალა კორუფციაში მხილებული ვასილ მჟავანაძე. პარტიაში მუშაობისას დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით.



საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი


1976 წლიდან შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. 1985 წელს საბჭოთა „გარდაქმნის“ წამომწყების, მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში და მოულოდნელად დანიშნეს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. ის მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.


1990 წელს გადადგა, „მოსალოდნელი დიქტატურისადმი“ პროტესტის ნიშნად, იმავე წელს დატოვა პარტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა ბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.



საქართველოში დაბრუნება


1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პუტჩის შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდო ეროვნულმა გვარდიამ. პუტჩისტებმა შევარდნაძე მოისწვიეს მათ მიერ შექმნილი ორგანოს — სახელმწიფო საბჭოს — ხელმძღვანელად. სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესებში მხედრიონის ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა. მან თანამდებობა 1992 წლის 7 მარტს დაიკავა.


1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993–1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა პარტია — საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995–2002 წლებში.


შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა:


  • 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში;

  • 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში;

  • 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.



გადადგომა


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ვარდების რევოლუცია.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“ ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი "დემოკრატიული აღორძინების კავშირი” ხმათა 18.84 %-ით.[4] საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.



ოჯახი


შევარდნაძის ოჯახი წარმოშობით იყო სოფელ ასკანიდან. მისი მამის ბიძაშვილი იყო ცნობილი ფირალი დათიკო შევარდნაძე.


ედუარდ შევარდნაძეს ჰყავდა მეუღლე — ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. შევარდნაძის ვაჟიშვილი, პაატა, იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელია, ხოლო ქალიშვილი, მანანა, სატელევიზიო ფილმების სტუდიის დირექტორია.



გარდაცვალება


ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[5][6]. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში, თავისი მეუღლის გვერდით[7].



ლიტერატურა



  • ედუარდ შევარდნაძე, „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“, — თბილისი, 2006


რესურსები ინტერნეტში



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ედუარდ შევარდნაძე



  • ედუარდ შევარდნაძის მშობლიური სახლი მამათში


სქოლიო




  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 702, თბ., 1986 წელი.


  2. ედუარდ შევარდნაძე — ქართველი ავტორები


  3. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა


  4. ცსკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა


  5. ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა


  6. გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე. „რადიო თავისუფლება“. 07.07.2014


  7. შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს. Civil Georgia. 14 ივლისი, 2014.












წინამორბედი:
ვასილ მჟავანაძე

საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი
1972 – 1985
შემდეგი:
ჯუმბერ პატიაშვილი
წინამორბედი:
ანდრეი გრომიკო

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი
1985 – 1991
შემდეგი:
ალექსანდრ ბესმერტნიხი
წინამორბედი:
ზვიად გამსახურდია

საქართველოს პრეზიდენტი
1995 – 2003
შემდეგი:
მიხეილ სააკაშვილი

(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ედუარდ_შევარდნაძე&oldid=3589045“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.284","walltime":"0.407","ppvisitednodes":"value":2323,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":54274,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":18760,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":2952,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 274.017 1 -total"," 25.88% 70.902 2 თარგი:ნავდაფა"," 23.74% 65.054 1 თარგი:საქართველოს_პრეზიდენტები"," 19.49% 53.408 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 15.24% 41.767 1 თარგი:ინფოდაფა_ლიდერი"," 12.09% 33.135 3 თარგი:მემკვიდრეობის_ყუთი"," 7.52% 20.616 1 თარგი:დაბადების_თარიღი"," 7.39% 20.252 2 თარგი:MONTHNAME"," 6.12% 16.762 1 თარგი:საბჭოთა_საქართველოს_მმართველები"," 5.57% 15.274 1 თარგი:Commonscat"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.005","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535491,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1333","timestamp":"20190404124358","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d4u10d3u10e3u10d0u10e0u10d3 u10e8u10d4u10d5u10d0u10e0u10d3u10dcu10d0u10ebu10d4","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93_%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q151929","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q151929","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2004-02-24T21:10:55Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/78/Eduard_shevardnadze.jpg","headline":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10deu10ddu10dau10d8u10e2u10d8u10d9u10ddu10e1u10d8 u10d3u10d0 u10d3u10d8u10deu10dau10ddu10dbu10d0u10e2u10d8"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":126,"wgHostname":"mw1252"););

Popular posts from this blog

Wikipedia:Contact us Navigation menu Navigation menuLeave a Reply Cancel reply Post navigationRecent PostsRecent CommentsArchivesCategoriesMeta

Farafra Inhaltsverzeichnis Geschichte | Badr-Museum Farafra | Nationalpark Weiße Wüste (as-Sahra al-baida) | Literatur | Weblinks | Navigationsmenü27° 3′ N, 27° 58′ OCommons: Farafra

Tórshavn Kliima | Partnerstääden | Luke uk diar | Nawigatsjuun62° 1′ N, 6° 46′ W62° 1′ 0″ N, 6° 46′ 0″ WWMOTórshavn