Skip to main content

თავდგირიძეები სექციების სია მამუკა თავდგირიძე | ალი-ფაშა თავდგირიძე | ჰასან-ბეგ თავდგირიძე | გალერეა | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუალი ფაშა თავდგირიძე

საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები


XIV საუკუნიდანიოანე ბატონიშვილისჩორჩანელსსამცხე-საათაბაგოსქართლიიმერეთიგურიაგიორგი III გურიელმაქაიხოსრო I გურიელისგიორგი III გურიელმამაჭუტაძისბოქაულთუხუცესისროგორც გურიისასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი ნაკაშიძეების ბერიძეებისისლამიოსმალეთის1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომისქობულეთისსოლომონ IIქუჩუქ-კაინარჯის ზავისსაჯავახოშიმამია IV გურიელმააკეთიმაცხოვრის ტაძარითეთროსნისრუსეთისგრიგოლ გურიელსლაზმაყირიმის ომში1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომისქუთაისის გუბერნატორს„ალი-ფაშა“კვირიკეთშიბაილეთშიგურიის სამთავროსგურიის აჯანყებაშიქრთამისნიგოითის ბრძოლაში„ხასანბეგურა“










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




თავდგირიძეები




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
















თავდგირიძეები
პერიოდი
XIV საუკუნე - XIX საუკუნე
წარმოშობის ადგილი
სამცხე-საათაბაგო
ქვეშევრდომობა
ოსმალეთის იმპერია, გურიის სამთავრო
სამფლობელოები
გონიოს სანჯაყი, ქვემო გურია, ქვემო აჭარა
სასახლეები
მამუკას ციხე
სამოქალაქო საქმიანობა
ქობულეთის სანჯაყის გამგებელი, ბათუმის მუთესარიფი, გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესი,
სამხედრო საქმიანობა
ქობულეთის სარდალ-მოურავი

თავდგირიძეები — ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში. წერილობით წყაროებში იხსენიება XIV საუკუნიდან (ზოგჯერ თავდირიძე, თაქთირიძე). იოანე ბატონიშვილის ცნობით, მათი წინაპარი იყო ვინმე „თადგირ“, ვანის თავადი 1211 წელს. სხვა ვერსიით გვარი იწარმოება თავზე გვირგვინის დადგმისაგან შემდეგ თავდგირიძენი დასახლდნენ ახალციხეში. ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „სახელოვანნი თავადნი სამცხე-საათაბაგოსა“. ისინი ფლობდნენ სოფელ ჩორჩანელს სასაფლაოთი, მონასტრით და კარის ეკლესიით.


ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ თავდგირიძეების საგვარეულო საქართველოს სხვა მხარეებში (ქართლი, იმერეთი, გურია) გაიფანტა. გიორგი III გურიელმა თავდგირიძეებს ქვემო გურიაში უბოძა ყმა-მამული. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში იხსენიებიან გიორგი და მიზარბეგ თავდგირიძეები. გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო ქაიხოსრო I გურიელის ასული დარეჯანი. მიზარბეგ თავდგირიძეს გიორგი III გურიელმა უბოძა მაჭუტაძის ყოფილი მამულები, თითქმის მთელი ქვემო გურია: აჭყვისთავი, ჭახათა, ჩაქვი, ქობულეთი და ალამბარი. ალამბარში მათ ააგეს საგვარეულო ციხე-სიმაგრე. თავდგირიძეებმა ასევე მიიღეს გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესის თანამდებობა. თავდგირიძეებს, როგორც გურიის ერთ-ერთ თავადურ გვარს ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი ნაკაშიძეების, შარვაშიძეების, ბერეჟიანების, ბერიძეების, კვერღელიძეების გვერდით.


გვარის რამდენიმე წარმომადგენელმა ისლამი და ოსმალეთის სულთნის მფარველობა მიიღო. 1718 წელს აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთან მაჰმუდისგან მიიღეს ბათუმის მხარე, გონიოს სანჯაყი, ანარია, ქისტაური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.




სექციების სია





  • 1 მამუკა თავდგირიძე


  • 2 ალი-ფაშა თავდგირიძე


  • 3 ჰასან-ბეგ თავდგირიძე


  • 4 გალერეა


  • 5 ლიტერატურა


  • 6 რესურსები ინტერნეტში




მამუკა თავდგირიძე |


1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავდგირიძეების ორი შტო ერთმანეთს დაუპირისპირდა. მირზაბეგ თავდგირიძის ვაჟი, მამუკა თავდგირიძე, ქობულეთის სარდალ-მოურავი და სოლომონ II-ის სიძე, აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ, როდესაც ქვემო გურია ოსმალებმა დაიკავეს, მამუკა 400-კაციანი ამალით საჯავახოში გადავიდა, ცოლ-შვილი კი მძევლად დატოვა. მამუკას ვაჟი, მაქსიმე, რომელსაც ოსმალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გამაჰმადიანდა, სულეიმანად იწოდა და თურქებმა ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. მამუკა თავდგირიძეს მამია IV გურიელმა უბოძა სოფელი აკეთი. მამუკა თავდგირიძემ ცოლად შეირთო მაქსიმელიშვილის ასული და ეყოლა ექვსი ვაჟი: გიორგი, მირზაბეგ, სოლომონ, ალექსანდრე, ფრიდონ, ალმასხან. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი. 1817 წელს გიორგი თავდგირიძე გარდა ბოქაულთუხუცესობისა, ასევე ფლობდა გურიის სამთავროს სარდლისა და მდივანბეგის სახელოებსაც. 1850 წელს თავდგირიძეებს რუსეთის მთავრობამ თავადთა წოდება დაუმტკიცა.



ალი-ფაშა თავდგირიძე |


ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ თავდგირიძეთაგან პირველმა ისლამი მამუკა თავდგირიძის ვაჟმა, მაქსიმემ მიიღო. ის სულეიმანად იწოდა და თურქებმა ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. სულეიმანის შვილი იყო მემედ-ბეგი, ხოლო მემედ-ბეგის შვილები ოსმან-ბეგი და ალი-ფაშა. წლების მანძილზე ცდილობდნენ თავდგირიძეები ფაშის ტიტული მიეღოთ, თუმცა ეს მხოლოდ ალი თავდგირიძემ შეძლო, რომელიც ისტორიას ალი-ფაშა თავდგირიძის სახელით შემორჩა.


ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბოლში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ მხარეში, ქვემო გურიაში, რომელიც უკვე ჩურუქ-სუს სახით ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.


ალი-ფაშას ფაშად გახდომაში დიდი როლი ითამაშა მისმა დედამ, ლაზმა ქალმა დინდინ ხანუმმა. დინდინ ხანუმი ძლიერი და გაბედული ქალი იყო, აქტიურად იბრძოდა ყირიმის ომში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის სულთნის კარამდე ჩავიდა შვილისთვის ფაშას ტიტულის სათხოვნელად. მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ფაშობა მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“.


1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში. ალი-ფაშა მოლაპარაკებებისას შეხვდა ქუთაისის გუბერნატორს და შესთავაზა ქობულეთის მხარის მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ რუსეთი ომში გამარჯვების შემდეგ ქვემო გურიას მას დაუმტკიცებდა სამფლობელოდ. სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს მისი ღალატი. სწორედ ოსმალეთისადმი ღალატის ეს ფაქტია ასახული მასზე შექმნილ ხალხურ სიმღერაში „ალი-ფაშა“.




ალი-ფაშა მუჰაჯირებთან ერთად


ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეშვი

ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეთში

იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში

კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში

მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში


ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა წყაროების ცნობით ეს ფაქტი არ დასტუდება. ომის შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიამ აჭარა შეიერთაქართველი მუსლიმი გადასახლდა ოსმალეთში, ბევრი სწორედ ალი ფაშას დიდი ძალისხმევით. ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწაში. ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და მოუწოდებდა, არ დარჩენილიყვნენ, მუსლიმობა ცუდ დღეში ჩავარდება და ყველას გაგაქართველებენო. ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო. როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბოლში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა. ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით. ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.



ჰასან-ბეგ თავდგირიძე |


ჰასან-ბეგ თავდგირიძე იყო წარმოსადეგი, მოხდენილი კაცი. მისი მამა იყო მემედი, რომელიც ოსმალეთის მიერ დანიშნული იყო ქობულეთის სანჯაყის მმართველად. მფარველობდა ტყვეებით მოვაჭრეებს. ოსმალეთის ხელისუფლებამ ის გადააყენა და მის ადგილას დანიშნა ჰასან-ბეგი. ჰასან-ბგ თავდგირიძის ძმები იყვნენ საულ-ბეგი, ჰუსეინ-ბეგი და ისმალ ბეგი; ბიძები: ასლან და საიდა ბეგები. ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებამ იმავე მიზეზით გადააყენა ჰასანი, რის გამოც მამაისი ქობულეთის სანჯაყი მის ძმას, სულეიმან ბეგს მისცა. ჰასან-ბეგს ტყვეთა სყიდვის არეალი შეუზღუდა გურიის სამთავროს გაუქმებამ და მისმა შესვლამ რუსეთის იმპერიაში. ამიტომ ის აქტიურად ჩაერთო 1841 წლის გურიის აჯანყებაში საწყის ეტაპზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, ქრთამის სანაცვლოდ, მიატოვა აჯანყებულები. მონაწილეობდა 1853-1856 წლებში ყირიმის ომში, გურიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. წარმატების შემთხვევაში მას ფაშის ტიტულის მიღებაზე ექნებოდა პრეტენზია. მოკლეს ომის დროს, 1854 წელს, ნიგოითის ბრძოლაში. მასზე შექმნილია სიმღერა „ხასანბეგურა“.


1877-1878 წლებში ბათუმის მუთესარიფი იყო ოსმან-ფაშა, „აჭარელ ოსმალ-ფაშად“ წოდებული, რომელიც 1878 წელს თურქეთში გადასახლდა.



გალერეა |



ლიტერატურა |





  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 564, თბ., 1979 წელი.


  • ზაქარია ჭიჭინაძე, „თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე“ — თბილისი, გურიის სულიერი და კულტურული ფასეულობების შესწავლისა და პოპულარიზაციის კურსი , 2007 ISBN 9789994069804


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
თავდგირიძეები



  • ალი ფაშა თავდგირიძე

(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თავდგირიძეები&oldid=3630386“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.196","walltime":"0.238","ppvisitednodes":"value":3720,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":15043,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":5791,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":3886,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 188.234 1 -total"," 78.47% 147.715 1 თარგი:ინფოდაფა_საგვარეულო"," 74.76% 140.718 1 თარგი:ინფოდაფა"," 16.79% 31.600 165 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 16.54% 31.131 1 თარგი:PAGENAMEBASE"," 14.14% 26.619 1 თარგი:Str_find"," 6.95% 13.075 1 თარგი:Commonscat"," 5.66% 10.661 1 თარგი:ქსე"," 2.65% 4.988 1 თარგი:Commons"," 1.91% 3.601 1 თარგი:Comment"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":555647,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1270","timestamp":"20190311024550","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d7u10d0u10d5u10d3u10d2u10d8u10e0u10d8u10ebu10d4u10d4u10d1u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q7689045","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q7689045","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2007-07-05T18:23:45Z"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":125,"wgHostname":"mw1243"););

Popular posts from this blog

Wikipedia:Contact us Navigation menu Navigation menuLeave a Reply Cancel reply Post navigationRecent PostsRecent CommentsArchivesCategoriesMeta

Farafra Inhaltsverzeichnis Geschichte | Badr-Museum Farafra | Nationalpark Weiße Wüste (as-Sahra al-baida) | Literatur | Weblinks | Navigationsmenü27° 3′ N, 27° 58′ OCommons: Farafra

Tórshavn Kliima | Partnerstääden | Luke uk diar | Nawigatsjuun62° 1′ N, 6° 46′ W62° 1′ 0″ N, 6° 46′ 0″ WWMOTórshavn