Skip to main content

ერწო (მხარე) სექციების სია მხარის აღწერა | ისტორია | საისტორიო წყაროები | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ"ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955ბაგრატიონი, იოანე, „ქართლ–კახეთის აღწერა“, გვ. 65-66რ

აბაზგიაარგვეთიარტაანიაფხაზეთიაჭარაბაზალეთიბაიდარიბამბაკიბასიანიბორჩალოგაგიგარდაბანიგარეკახეთიგაღმამხარი (კახეთი)გაღმამხარი (ქართლი)გაჩიანიგუდამაყარიგურიაგუჯარეთიდვალეთიდიღმისხევიდმანისხევიეგრისიელისენიერუშეთიერწოერწო-თიანეთივაკეზემო აჭარაზემო ქართლიზენა სოფელიზურტაკეტითაკვერითორთომითორითრიალეთითუშეთიიმერეთიკამბეჩოვანიკანგარიკახეთიკლარჯეთიკოლაკოლბოფორიკუხეთილაზიკალეჩხუმილორემაღრანდვალეთიმაჭახელიმესხეთიმთიულეთიმუხრანიმუხურისინარიმანინიგალიოდიშიოკრიბაპალაკაციოპარხალირაჭასაარიშიანოსაბედიანოსაინგილოსამაჩაბლოსამეგრელოსამურზაყანოსამცხესანიგეთისაჩინოსაჯავახოსვანეთისპერისურებიტაოტაშირიფოსოფშავიფხოვიქართლიქვემო ქართლიქიზიყიქსნისხევიშავშეთიშიდა ქართლიშუასოფელიცხავატიცხრაძმისხევიწანარეთიწებელდაწილკანიწობენიწოფოფორიჭანეთიჭარ-ბელაქანიჭართალიხადახანდოხევიხევსურეთიხერკიხორტევანიხორძენეხორხიხუნანიჯავახეთიჯიქეთიჰერეთი


საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები


საქართველოსიორისუჯარმის ციხესასიონის წყალსაცავსერწო-თიანეთიკახეთის სამთავროშიკახეთის სამეფოშიაძეზი1930ნადოკრაქართლისკახოსდედაციხეკუხოსსკუხეთისკახეთკუხეთჰერეთისკახეთის სამეფოს1614შაჰ-აბასის ლაშქრობის1929ერწო-თიანეთის რაიონი1932თიანეთის რაიონისვახუშტი ბატონიშვილიიოანე ბატონიშვილი17941799„ქართლ-კახეთის აღწერაში“










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ერწო (მხარე)




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერწო.

ერწო — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე იორის ზემო წელზე, უჯარმის ციხესა და სიონის წყალსაცავს შორის.




სექციების სია





  • 1 მხარის აღწერა


  • 2 ისტორია


  • 3 საისტორიო წყაროები


  • 4 ლიტერატურა


  • 5 სქოლიო




მხარის აღწერა |


ეს მხარე მოიცავს ივრის ხეობას უჯარმის ზემოთ. ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. უძველეს წყაროებში ერწოსთან ერთად მოიხსენიება თიანეთი (ერწო-თიანეთი). ადმინისტრაციულად კახეთის სამთავროში შედიოდა, შემდეგ კი კახეთის სამეფოში.


რეგიონი მოიცავს ერწოს ქვაბულს, რომელზეც იორი გაედინება და მისი მარჯვენა შენაკადი აძეზი. ქვაბული მიემართება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, რომლის სიგრძე 15 კმ-ია, სიგანე კი 7 კმ. ვახუშტი მას ერწოსწყალს უწოდებს, რომელზედაც უსახელოდ აღნიშნავს მონასტერს. ეს უნდა იყოს ნოკორნა. ნოკორნა იყო სოფელი და მონასტერი სწორედ ამ ხევზე. 1930 წლის რუკაზე ნოკორნა არის აღნიშული. ახლა მას ნადოკრა ჰქვია. სოფლიდან 2 კმ-ზე, სიონის გორაზე, დგას XVI საუკუნის ეკლესია. აქვე ყოფილა მონასტერი რომელიც ვახუშტის რუკაზეა დატანილი. ერწოსწყალზე კი მჭიდრო დასახლებას აჩვენებს. აქვე დატანილია იმერლიანთკარი. ერწო-თიანეთში მსაზღვრული კარი დაერთვის რამდენიმე ტოპონიმს. ეს სახელი იოანე ბაგრატინის ნაშრომშიც არის დასახელებული. იგი დღევანდელი ბაღებისხევი უნდა იყოს. კვერნიული ახლა კვერნულას სახელით არის. იგი ნაწარმოებია ულ სუფიქსით. აქვე იყო სოფელი ამატანი. ეს სახელწოდება რამდენიმე სახელით იყო ცნობილი: ამტანი, ამატანი, ამტნისხევი. ჯ. ლომაშვილის მიხედვით ამტნისხევი „ანტონის ხევს“ ნიშნავს. თვით სახელწოდება დღეს შემორჩენილი არ არის. იგი ეწოდებოდა ახლანდელ ღულელებს. ამ სოფელში ღულიდან (ხევსურეთი) ჩამოსახლებულან და უწოდებიათ ღულელები. აქვე ახლოს ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე დატანილია თილთუბანი. იგი ახლანდელი ტოლათსოფელი უნდა იყოს. გარდა ამისა მდინარე ერწოსწყლის ქვემო ნაწილში მდებარეობდა სოფლები: ვარგანეთი და წიაბეთი. ორივე სახელწოდება ეთ ადგილის მანიშნებელი სუფიქსით არის ნაწარმოები. ვაგრანეთი დღევანდელი მარგანეთის სახეცვლილება უნდა იყოს. მაღრანი სულხან საბას მიხედვით ფრინველია. წიაბეთი ახლანდელი დორეულებია. XIX საუკუნეში ჭურჭლანთკარის სახელსაც ატარებდა (თოფჩიშვილი, 1979, გვ. 60).


მდინარე ერწოსწყლის შესართავს ზემოთ იორის მარჯვენა მხარეზე ვახუშტის რუკაზე დატანილია სოფლები: უგანაძე, ბორტაძე, ქინქლაძე, ჯანგირანი. ოთხივე დასახლების სახელწოდება გვარ-სახელთან არის დაკავშირებული (მსგავსი წარმოშობის სახელები თიანეთში მრავლად გვხვდება). ამჟამად ეს სახელები შენარჩუნებული არ არის. არც 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში და რუკაზეა დატანილი. XIX საუკუნეში ხევსურეთიდან გადმოსახლებულმა მოსახლეობამ თავისებურად გარდაქმნა ერწოს ტოპონიმია.


უგანაძე დღევანდელი ვეძათხევაა, ბორტაძე, ქინქლაძე და ჯანგირანი ნასოფლარებია. ივრის ამავე მხარეზე მდებარეობდნენ სოფლები: ნადირანი, მერეკანი და არჩევაანთხევი. ნადირაანი ახლანდელი ხევსურთსოფელია, მერეკანი — საყდრიონი, ხოლო არჩევანთხევი — თოლენჯი. ნადირაანი შეიძლება გვარტან იყოს დაკავშირებული, მერეკანი კი მდინარის სანაპირო ვაკესთან. ამ სახელწოდებით ძველ თრიალეთში ორი პუნზტი იყო. ტერმინი მერე სხვა დასახლებული პუნქტების სახელებშიც გვხვდება. 1601-1603 წლებში რუს ელჩებს ეს სახელწოდება „მორკანის“ სახით აქვთ აღნიშნული (ვეიდენბაუმი, 1894, გვ. 27).


მდინარე ივრის მარჯვენა მხარეზე განლაგებლი სოფლები — ჩეკური, გორანა, ახლაც არის, ოღონდ ჩეკური ჩეკურიანთგორის სახელითაა. გორანა ორი სოფელი იყო. 1930 წლის რუკაზე უკვე ერთი გორანაა. შესაძლოა რომ ისინი გაერთიანდა და ერთ სოფლად იქცა.


სახელწოდება ჩეკური მრავალ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული. მათ შორის მცხეთის საკათალიკოსო მამულების გუჯარში(კაკაბაძე, 1914, გვ. 4), XVIII საუკუნის მოსახლეობის აღწერაში, 1398, 1579, 1647 წლების საბუთებში და XIX საუკუნის რუკებზე.


მდინარე ივრის მარცხენა მხარეზე განლაგებული იყო რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ბოჭორმის ზემოთ, მდინარე ივრის აყოლებით მკერვალიანი იყო, ახლა იგი ყუდროს სახელს ატარებს. ივრის აყოლებით, შემდეგ ორხევი მდებარეობდა. ამ სახელწოდების პუნქტი ეხლაც შენარჩუნებულია, ოღონდ სოფელ ორხევის ფარგლებში მოქცეულია ძველი ბუშატის ერთი სოფელი. ორხევი ბუნებრივი პირობების მიხედვით არის შერქმეული. აქ მდინარე იორს ორივე მხრიდან ერთვის ხევები.


ორხევთან მდებარეობდა ბერ ანუ ჩელეთი. ჯ ლომაშვილის მიხედვით ბერ ნიშნავს შუას. ანტიკური ქალაქი ჩელეთის ძველი სახელწოდება ყოფილა ბერ. იგი მდებარეობდა იქ სადაც დრეს სოფელი ნაქალაქარია. ეს ადგილი მართლაც ორ ხევს შორის მდებარეობს.


რაც შეეხება მეორე ბუშატს იგი შემდგომი ხუცურაული უნდა იყოს. ჟალეთამდე კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი ახალკალო მდებარეობდა. იგი სიონის სანახებს მიუყვება. იოანე ბაგრატიონი შრომაში ერწოს სოფლების ჩამოთვლას სოფელ ერწოთი იწყებს. ახლა ამ დასახლების პუნქტი აღარ არის. ერწო დასახლებული პუნქტი იყო, აგრეთვე ქვემო ქართლში. ნიკო ბერძენიშვილმა ერწოდან მოსახლეობის მიგრაციას დაუკავშირა ეს სახელი. ჩეკურიშვილები ორსავე ერწოშია. ერწო-თიანეთის ტოპონიმებს მონოგრაფია მიუძღვნა გურამ ბედოშვილმა (1980), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია მხარის ისტორიული და დღევანდელი ტოპონიმები.


ნიკო ბერძენიშვილის შეხედულებით საზღვარი გვიანდელი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დანაყოფისაა.



ისტორია |


თავდაპირველად წარმოადგენდა ქართლის ნაწილს, შემდეგ ქართლის დანაწილების შედეგად სამართავად გადაეცა კახოს, რომლის დედაქალაქი წარმოადგენდა დედაციხე (ბოჭორმის ციხე). კახოსის დროსვე აღნიშნული მხარე დაეთმო მის ძმას კუხოსს, ივრის დინების ზემო ყელზე არსებული მხარის — თიანეთში მისი ახალი დედაქალაქის — ჩელეთის (ჟალეთი) აშენების სანაცვლოდ.







ვიკიციტატა

„ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყე-ტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა[1].“



მას შემდეგ ერწო წარმოადგენდა კუხეთის ტერიტორიის ნაწილს. მოგვიანებით კი კახეთ, კუხეთ, ჰერეთის ერთ სამეფოდ გაერთიანების შემდეგ გახდა კახეთის სამეფოს ნაწილი.


1614 წლის მარტს შაჰ-აბასის ლაშქრობის შედეგად, ირანის ლაშქარი კახეთში ორი მხრით — სამხრეთ-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოიჭრა. კახეთის თავადობამ, რომლის ნაწილიც აბას I-ს წინასწარ ჰყავდა მოსყიდული, ბრძოლა არ ინდომა. უჯაროდ დარჩენილმა თეიმურაზ I-მა მცირე რაზმით ჟალეთთან ბრძოლაში ალყა გაარღვია და ქართლში გადავიდა. თავდაცვისათვის მზად არც ქართლის მეფე ლუარსაბ II აღმოჩნდა და ისინი იძულებული გახდნენ იმერეთის მეფეს გიორგი III-ს შეჰხიზნოდნენ. აბას I-ის ლაშქარი 50 დღე აოხრებდა და ძარცვავდა კახეთს. მტერმა ხელთ იგდო თორღას ციხეში გადამალული სამეფო განძი, მრავალი ტყვე და დიდძალი ქონება; მარტო ერწო-თიანეთიდან 30 ათასი ტყვე და 40 ათასი სული საქონელი წაასხა, ტყვედ წაიყვანა აგრეთვე კახეთში მცხოვრები სომხები, ებრაელები და შირვანდელი გლეხების დიდი ნაწილი


შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად ერწო-თიანეთი დაცარიელდა იქ მცხოვრები ძირძველი მოსახლეობისაგან, შესაბამისად დაცარიელებული სოფლები შეივსო მთიდან მიგრაციის შედეგად. სწორედ ამიტომ არის რომ ერწოს სოფლების უმეტესობა ატარებს ხევსურეთის სოფლის სახელებს, რადგანაც ის ძირითადად შევსებულია ხევსურეთიდან ბარში დასახლებული მოსახლეობით.


1929 წელს შეიქმნა ერწო-თიანეთის რაიონი, რომელიც 1932 წელს თიანეთის რაიონის სახელით შეიცვალა.



საისტორიო წყაროები |




ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი. ერწო მონიშნულია მწვანე ფრად


ვახუშტი ბატონიშვილი მის გეოგრაფიულ აღწერაში ერწოს აღწერს შემდეგნაირად:







ვიკიციტატა

„უჯარმას ზეით, ჩდილოთ, და იორის აღმოსავლით არს ბოჭორმა ციხე. ბოჭორმიდამ უჯარმამდე არს ხეობა ფრიად მაგარი, მთოვანი, კლდოვანი ძუელად შენობიან-ეკლესიანი. ხოლო ბოჭორმა აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედა-ციხე. ესე არს მაღალს კლდესა ზედა. გამოდის ციხესა შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი (ესე არს რომელი წილად ხუდა კახოსს და შენებასა ჩელეთისასა მისცა კუხოსს, და შეეწია კუხოს შენებასა ჩელეთისასა კახოსს), შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: „ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა“. მერმე უწოდეს ბოჭორმა. ხოლო ბოჭორმას ზეით ერთვის იორს დასავლეთიდამ ერწოს წყალი. გამოსდის ხერკისა და ერწო-თიანეთის შუას მთას და მოდის აღმოსავლეთ სამჴრეთს შუა. ამ წყალზედ არს მონასტერი მცირე, შვენიერი, შვენიერს ადგილას, და აწ ხუცის ამარ. და არს ჴეობა ესე იმიერ და ამიერ შენობა-დაბნებიანი. კვალად ამავ წყლის შესართავს ზეით, იორის პირზედ, არს აღმოსავლით კერძ ჟალეთი, შენობა დიდი და შემუსვრილი, ვგონებთ ამას ჩელეთად, რომელი აღაშენა კახოს ქალაქი, რომელსა პირველ ბერ ერქვა. შემდგომად გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილ-შვენიერი, გუნბათიანი, და დასვა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთისა და ჴერკისა. ხოლო ჟალეთს ზეით მოვიწროვდების იორი ჴერკის მთიდამ წარმოსრულის მცირეს მთით, და ამას ქვეით ბოჭორმამდე არს ერწო. და მზღვრის: აღმოსავლით მთა კახეთისა, საყდრიონსა და მას შორისი; სამხრით, მთა კუხეთისა, იალონიდამ წამოსული უჯარმამდე; ჩდილოთ, მთა მცირე, თიანეთსა და მას შორისი, ჴერკის მთიდამ ჩამოსული; დასავლით, მთა ჴერკისა.“



იოანე ბატონიშვილი, რომელიც ვახუშტის თანამედროვე იყო, თავის 1794-1799 წლების „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ერწოში შეჰყავს შემდეგი დასახლებული პუნქტები:







ქ. რომელიც მოებმის ამ თიანეთს, ხეობა იორის მდინარეზედ, რომელსა ეწოდების ერწოს ხეობა, რაც სოფლები არიან აქა სამეფო, სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო არიან შემდგომნი ესე:
  • ქ. ერწო (ნასოფლარი);

  • ქ. ჟალეთი (დღევანდელი ნაქალაქარი???);

  • ქ. ახალკალო

  • ქ. ბუშატი (შეუერთდა ორხევს);

  • ქ. ორხევი (დღევანდელი ორხევი);

  • ქ. მკერვალიანი (დღევანდელი ყუდრო);

  • ქ. ბოჭორმა

  • ქ. წიაბეთი (დღევანდელი დორეულები);

  • ქ. ვაგრანეთი (დღევანდელი მაგრანეთი);

  • ქ. თილთუბანი (დღევანდელი ტოლათსოფელი);

  • ქ. ამატანი (დრევანდელი ღულელები);

  • ქ. კვერნიული (დღევანდელი კვერნაულა);

  • ქ. იმერლიანთკარი (დღევანდელი ბალებისხევი);

  • ქ. მონასტერი

  • ქ. ნოკორნა (დღევანდელი ნადოკრა);

  • ქ. ჩეკური (დღევანდელი ჩეკურაანთგორი);

  • ქ. გორანა (დღევანდელი გორანა);

  • ქ. არჩევანთკარი (დღევანდელი თოლენჯი);

  • ქ. მერეკანი (დღევანდელი საყდრიონი);

  • ქ. ნადირანი (დღევანდელი ხევსურთსოფელი);

  • ქ. ქინქლაძე (ნასოფლარი);

  • ქ. ბორტაძე (ნასოფლარი);

  • ქ. ჯანგირაობა (ნასოფლარი);

  • ქ. ყორაეთი

  • ქ. იქმნა ჯამი ამ ხეობის სოფლებისა[2].



ლიტერატურა |


  • კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 104-109


სქოლიო |




  1. "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955


  2. ბაგრატიონი, იოანე, „ქართლ–კახეთის აღწერა“, გვ. 65-66




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ერწო_(მხარე)&oldid=3397975“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.136","walltime":"0.182","ppvisitednodes":"value":616,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":40009,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":17906,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":923,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 100.437 1 -total"," 42.57% 42.752 1 თარგი:საქართველოს_ისტორიული_მხარეები"," 36.65% 36.806 1 თარგი:ნავდაფა"," 28.45% 28.574 1 თარგი:სქოლიო"," 15.72% 15.787 2 თარგი:ციტატა"," 10.65% 10.699 1 თარგი:ფერი"," 6.75% 6.776 1 თარგი:მმ*"," 6.29% 6.319 1 თარგი:Tnavbar"," 5.89% 5.920 1 თარგი:ციტირება"," 4.27% 4.290 1 თარგი:Main_other"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535331,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1243","timestamp":"20190413091135","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d4u10e0u10ecu10dd (u10dbu10eeu10d0u10e0u10d4)","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9D_(%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94)","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q25543077","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q25543077","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2016-03-14T11:15:29Z"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":139,"wgHostname":"mw1329"););

Popular posts from this blog

Tórshavn Kliima | Partnerstääden | Luke uk diar | Nawigatsjuun62° 1′ N, 6° 46′ W62° 1′ 0″ N, 6° 46′ 0″ WWMOTórshavn

南部首創開放式體驗廚房 用智慧廚具做出好料理

大學姐愛和弟洗澡 突襲浴室求共浴