დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი) სექციების სია ისტორია სტადიონი ლოგოები ტიტულები კლუბის ფერები სპონსორები ფეხბურთელები 2017 წლის ტრანსფერები დინამოს ბომბარდირები დინამოს მწვრთნელები გუნდის პერსონალი გამოჩენილი ფეხბურთელები უეფა–ს კლუბების რეიტინგში სეზონები ევროთასებზე რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუოფიციალური საიტიკლუბის ოფიციალური საიტიკლუბის ოფიციალური ფანკლუბის „გლადიატორების“ საიტიკლუბის ოფიციალური Facebook-ის გვერდიდინამოს 20-იანი წლების ისტორიადინამოს 30-იანი წლების ისტორიადინამოს 40-50-იანი წლების ისტორიადინამოს 60-იანი წლების ისტორიადინამოს 70-იანი წლების ისტორიაTrofeo Santiago Bernabéu (Madrid-Spain) 1979-2008დინამოს 80-იანი წლების ისტორია"ფოთის „კოლხეთი-1913“ - წარსული და ახალი გუნდი"დინამოს 90-იანი წლების ისტორიაფეხბურთი: ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნაუმცროსი დუშან უჰრინი თბილისშიადუშან უჰრინი თბილისის დინამოდან პლზენში წავიდასტადიონის შესახებეროვნული სტადიონი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" 49 წლით გადაეცატიტულებიგუნდის პერსონალიუეფა–ს კლუბების რეიტინგი 2014რრრრრრრრრ
ლიმბეკიფაჩულიასოკოლოვიბუტუსოვიმინაევიალპერინიჟორდანიაბერძენიშვილიიაკუშინიპაიჭაძეჟორდანიაჯეჯელავაგაგუასოკოლოვიჟორდანიაღოღობერიძეიაკუშინიკაჩალინიკოტრიკაძესოლოვიოვიჩოხელიკაჩალინიკოტრიკაძეჩოხელიიაკუშინიახალკაციყიფიანიახალკაციასათიანიზონინიყიფიანიძოძუაშვილინოდიაჩხაიძეკუტივაძეჟვანიაყიფიანიაკობიახურცილავაბოსკამპიგეგუჩაძეკორღალიძეჩიმაკაძეარველაძეტყებუჩავანოდიაშუშაკიგეგუჩაძეცხადაძეჩერნიშოვიკაჭარავაუჰრინიცობელიკაჭარავაგარსიადევდარიანიმუმლაძეუჰრინიჟვანიაბილეკიგოგიჩაიშვილიგეგუჩაძეიარაბეკისპარტაკი (მოსკოვი)დინამო (კიევი)ტორპედო (მოსკოვი)დინამო (მოსკოვი)ცსკა (მოსკოვი)შახტარი (დონეცკი)დინამო (თბილისი)არარატი (ერევანი)ლოკომოტივი (მოსკოვი)ზენიტი (ლენინგრადი)სკა (დონის როსტოვი)მეტალისტი (ხარკოვი)კარპატი (ლვოვი)დნიპრო (დნეპროპეტროვსკი)1960–61ფიორენტინა1961–62ატლეტიკო მადრიდი1962–63ტოტენჰემ ჰოტსპური1963–64სპორტინგი ლისაბონი1964–65ვესტ ჰემ იუნაიტედი1965–66ბორუსია დორტმუნდი1966–67ბაიერნი1967–68მილანი1968–69სლოვანი1969–70მანჩესტერ სიტი1970–71ჩელსი1971–72რეინჯერსი1972–73მილანი1973–74მაგდებურგი1974–75დინამო კიევი1975–76ანდერლეხტი1976–77ჰამბურგი1977–78ანდერლეხტი1978–79ბარსელონა1979–80ვალენსია1980–81დინამო თბილისი1981–82ბარსელონა1982–83აბერდინი1983–84იუვენტუსი1984–85ევერტონი1985–86დინამო კიევი1986–87აიაქსი1987–88მეხელენი1988–89ბარსელონა1989–90სამპდორია1990–91მანჩესტერ იუნაიტედი1991–92ვერდერი1992–93პარმა1993–94არსენალი1994–95რეალ სარაგოსა1995–96პსჟ1996–97ბარსელონა1997–98ჩელსი1998–99ლაციო
რჩეული სტატიებისაქართველოს საფეხბურთო კლუბებიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
თბილისისსაქართველოს რესპუბლიკაში1981ევროპის თასების მფლობელთა თასისაღმოსავლეთ გერმანული„კარლ ცაისის“დიუსელდორფში„ლივერპულთან“ევროპის ჩემპიონთა თასისინგლისური„ვესტ ჰემისა“„კარდიფ სიტის“ნიდერლანდების„ფეიენოორდის“იტალიის„ნაპოლისა“„ინტერის“საბჭოთა კავშირის1964197819761979საქართველოს ჩემპიონატისსაქართველოს თასისსაქართველოს სუპერთასიბორის პაიჭაძეცენტრალური სტადიონიავთანდილ ღოღობერიძესლავა მეტრეველიმიხეილ მესხიმანუჩარ მაჩაიძევიტალი დარასელიავლადიმერ გუცაევიდავით ყიფიანირამაზ შენგელიაალექსანდრე ჩივაძერამაზ შენგელიასაბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელადდავით ყიფიანიალექსანდრე ჩივაძე1990საბჭოთა კავშირისსაქართველოს ჩემპიონატი19251926ანდრეი ჟორდანია19271927დინამოს სტადიონირუსეთის ფედერაციისაუკრაინის1936რიგით მეორესაბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში19367 სექტემბერსკიევის„დინამოსთან“ალექსანდრე დოროხოვიშოთა შავგულიძეედუარდ ნიკოლაიშვილიბუკა ბერძენიშვილინიკოლოზ ანიკინივლადიმერ ჯორბენაძეგრიგოლ გაგუაილია პანინიმიხეილ ბერძენიშვილიბორის პაიჭაძემიხეილ ასლამაზოვინიკოლოზ სომოვი25 სექტემბერსმოსკოვის„სპარტაკთან“1936საბჭოთა კავშირის თასისპირველი გათამაშებისმოსკოვში„სპარტაკს“16 აგვისტოს1936„ლოკომოტივთან“193724 ივლისს1941მეორე მსოფლიო ომის1941 წლის ჩემპიონატი1944ირანმა1944თეირანში20 ოქტომბერს1945გაიოზ ჯეჯელავანიაზ ძიაპშპაანდრეი ზაზროევივლადიმერ ელოშვილიავთანდილ ჭკუასელივლადიმერ მარღანიაგიორგი ანთაძეავთანდილ ღოღობერიძე1953195419581964შოთა იამანიძემვლადიმერ ბარქაიამსერგო კოტრიკაძემმიხეილ მესხმაბორის სიჭინავამგურამ პეტრიაშვილმაზაურ კალოევმაჯემალ ზეინკლიშვილმა1964გავრილ კაჩალინისმოსკოვის „ტორპედოსთან“196418 ნოემბერსტაშკენტშიილია დათუნაშვილმამიხეილ მესხმასლავა მეტრეველმასერგო კოტრიკაძებორის სიჭინავავახტანგ რეხვიაშვილიჯემალ ზეინკლიშვილიგურამ ცხოვრებოვიგიორგი სიჭინავაშოთა იამანიძესლავა მეტრეველივლადიმერ ბარქაიაილია დათუნაშვილიმიხეილ მესხიმიხეილ მესხისლავა მეტრეველიმურთაზ ხურცილავარევაზ ძოძუაშვილიკახი ასათიანიგოჩა გავაშელიგურამ პეტრიაშვილიფირუზ კანთელაძეგივილევან ნოდიებიდავით ყიფიანივლადიმერ გუცაევიშოთა ხინჩაგაშვილიმანუჩარ მაჩაიძე197213 სექტემბერს„ტვენტესთან“დავით გოგიარევაზ ძოძუაშვილივახტანგ ჭელიძემურთაზ ხურცილავაშოთა ხინჩაგაშვილიგურამ პეტრიაშვილიმანუჩარ მაჩაიძეკახი ასათიანივლადიმერ გუცაევილევან ნოდიაგივი ნოდიადავით ყიფიანი1973ესპანეთისუელვაშიმადრიდის „ატლეტიკო“ლისაბონის „ბენფიკა“„დერბი ქაუნთი“მადრიდის „ატლეტიკოს“დავით გოგიამლისაბონის1976ნოდარ ახალკაცი197619763 სექტემბერსერევნის„არარატს“დავით ყიფიანისფირუზ კანთელაძისრევაზ ჩელებაძის19771978დავით ყიფიანიალექსანდრე ჩივაძეშოთა ხინჩაგაშვილითამაზ კოსტავადავით გოგიავახტანგ ქორიძერამაზ შენგელიაფირუზ კანთელაძევიტალი დარასელიავლადიმერ გუცაევითენგიზ სულაქველიძერევაზ ჩელებაძეოთარ გაბელიანოდარ ხიზანიშვილი198113 მაისსთასების მფლობელთა თასსგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისდიუსელდორფშიგერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისკარლ ცაისივლადიმერ გუცაევისავიტალი დარასელიასმადრიდისსანტიაგო ბერნაბეუს თასზე198213 დეკემბერსვიტალი დარასელია1983198927 ოქტომბერსკიევის დინამოსთანუკრაინის19367 სექტემბერსკახი გოგიჩაიშვილმათემურ ქეცბაიამ1990საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაჩემპიონატში199030 მარტსფოთისკოლხეთი 1913გელა კეტაშვილმა1992საქართველოს თასსსოხუმისცხუმს1993საქართველოს199318 აგვისტოსბელფასტის„ლინფილდი“შოთა არველაძისაგელა ინალიშვილის„კოპენჰაგენთან“უეფამ1996დავით ყიფიანი„ბოავიშტასთან“1996სუპერთასის20002000ბადრი პატარკაციშვილმა200320042004ხორვატიივო შუშაკისმოსკოვშითანამეგობრობის თასილატვიისუეფას თასისგია გეგუჩაძე2008დუშან უჰრინი2009„ოლიმპი“2011რომან ფიფიამდინამო არენაზე2013ვიტალი დარასელიასუეფა-ს ევროპის ლიგის2012დუშან უჰრინი უმცროსისაქართველოს ჩემპიონობათასი2013ფარერის კუნძულების„ებ/სტრეიმური“რიმუნულ„სტიაუასთან“„ტოტენჰემთან“საქართველოს ჩემპიონატითასის ფინალშისაჩხერის „ჩიხურა“ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი1976გია ქურდიანილივერპულსსაქართველოსაგერმანიის1985საქართველოს ეროვნული ნაკრებიც1995ბორის პაიჭაძის201125 აგვისტოს„დინამოს“საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებშილიტოვჩენკომიშენკოთოთაძელოჩოშვილიჩადუნელიქარდავათავაძეარაბულიმიქელთაძეპაპუნაშვილიკიტეიშვილიკვერნაძეთევზაძემესხისალუქვაძებეგაშვილიჩაკვეტაძეზარიაკობოურიკუციარევიშვილიგველესიანინინუაგამცემლიძეკახა კაჭარავა
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შემქნით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
Jump to navigation
Jump to search
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | ლურჯ-თეთრები | ||
დაარსდა | 1925 წლის შემოდგომაზე | ||
სტადიონი | ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა თბილისი, საქართველო (ტევადობა: 55 000) | ||
პრეზიდენტი | რომან ფიფია | ||
მწვრთნელი | კახაბერ კაჭარავა | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2018 | მე-2 ადგილი (თეთრი ჯგუფი) | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
„დინამო“ — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1.
კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.
გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.
„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 16-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 13-გზის მფლობელი. გუნდს შვიდჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.
თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).
1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და „დინამოც“ მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.
სექციების სია
1 ისტორია
1.1 20-იანი წლები
1.2 30-იანი წლები
1.3 40-50-იანი წლები
1.4 60-იანი წლები
1.5 70-იანი წლები
1.6 80-იანი წლები
1.7 90-იანი წლები
1.8 2000-იანი წლები
1.9 2010-იანი წლები
2 სტადიონი
3 ლოგოები
4 ტიტულები
4.1 საქართველო
4.2 საბჭოთა კავშირი
4.3 ევროპა
5 კლუბის ფერები
6 სპონსორები
7 ფეხბურთელები
7.1 შემადგენლობა 2018
7.2 იჯარით წასული ფეხბურთელები
8 2017 წლის ტრანსფერები
8.1 მოვიდნენ
8.2 წავიდნენ
9 დინამოს ბომბარდირები
10 დინამოს მწვრთნელები
11 გუნდის პერსონალი
12 გამოჩენილი ფეხბურთელები
13 უეფა–ს კლუბების რეიტინგში
14 სეზონები
15 ევროთასებზე
15.1 ევროპული რეკორდი
16 რესურსები ინტერნეტში
17 სქოლიო
ისტორია
20-იანი წლები
თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს — ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.
თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე — 3:0.
ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა — ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ა. გალპერინი, ა. ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. „დინამოელთა“ პირველი კაპიტანი ანდრეი ჟორდანია იყო.
ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი იყო.
1926 წლის აგვისტოში „დინამოელებმა“ ერთთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.[1]
30-იანი წლები
1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, „დინამოსთვის“ კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან „დინამომ“ პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის „დინამოსთან“. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იყო: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება „დინამომ“ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან“ მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სადებიუტო სეზონში „დინამომ“ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.
იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში მოსკოვში ადგილობრივ „სპარტაკს“ 6:3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6:3.
1936 წელს „დინამო“ თასის გათამაშების ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:2 მარცხდება.
საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჯერ თასის ფინალში გავიდა.
1937 წელს თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. „დინამო“ ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.[2]
40-50-იანი წლები
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, მაშინ როდესაც თბილისისა და მოსკოვის დინამოელები გათამაშებას ლიდერობდნენ.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის „დინამო“ პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.
1944 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.
1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, „დინამო“ კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.
თბილისელთა შორის გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრეი ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.
სწორედ იმ წლებში გახდა „დინამოელი“ ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე „დინამოს“ მრავალგზის რეკორდსმენია.
ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის „დინამოში“ 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის დინამო ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში "ზემდგომი ორგანოები" ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და "ტენდენციური" მსაჯობის წყალობით „დინამოს“ ოქროს მედლები დააკარგვინეს.
საბოლოოდ „დინამო“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით „დინამო“ მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური „დინამოსათვის“ წარუმატებელ წლებში მოირგეს.[3]
60-იანი წლები
1964 წელს „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - შესანიშნავი რუსი სპეციალისტის, გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა „დინამომ“ ჩემპიონატში მოსკოვის „ტორპედოსთან“ ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.
საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. "ოქროს მატჩში" კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – „დინამომ“ „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. დინამომ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.
”ოქროს მატჩში” „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.
60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში „დინამოს“ რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.[4]
70-იანი წლები
სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა „დინამოში“ ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.
1972 წლის 13 სექტემბერს „დინამოელები“ ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ „ტვენტესთან“ ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა. გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.
1973 წელს თბილისის დინამო პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში შეიკრიბნენ ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“, პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის „ბენფიკა“, ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი“ და თბილისის „დინამო“. თბილისელები ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდნენ, ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დამთავრდა. თერთმეტრიანების სერიაში კი „დინამოს“ მეკარემ დავით გოგიამ 2 პენალტი მოიგერია და „დინამოს“ ანგარიშით 4-2 მოაგებინა. მეორე ნახევარფინალში ლისაბონის „ბენფიკამ“ „დერბი ქაუნთი“ დაამარცხა და ფინალში „დინამოს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, ბევრი ყვითელი დარიგდა, ხოლო „ბენფიკას“ ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათიც უჩვენეს. თბილისელებმა ფინალი ანგარიშით 3-1 მოიგეს, კოლუმბის კარაველას დაეუფლნენ და დიდი თასი თბილისში წამოიღეს.
1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი.
ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს „დინამო“ ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!
1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის „არარატს“ - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა „დინამოს“ პირველად არგუნა ბროლის თასი.
1977 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.
1978 წელს კი „დინამო“ მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
იმ დროს „დინამოში“ ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.[5]
80-იანი წლები
1981 წლის 13 მაისს დინამო თასების მფლობელთა თასს დაეუფლა – მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბი იენის კარლ ცაისი ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხეს – 2:1.
დინამო გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა. იმავე 1981 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.[6]
1982 წელს გუნდი კვლავ ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ დინამო ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია.
1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება — ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს.
1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა — კიევის დინამოსთან უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.[7]
90-იანი წლები
1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.
საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის კოლხეთი 1913-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ[8] - ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.
1992 წელს თბილისის დინამო პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ცხუმს ამარცხებენ.
1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.
1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის „ლინფილდი“ „დინამომ“ 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, დინამოც დანიურ „კოპენჰაგენთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.
უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.
გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ ახწევდა.
1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის „გრევენმახერის“ (4:0, 2:2), ნორვეგიული „მიოლდეს“ (2:1, 0:0) და მოსკოვის „ტორპედოს“ (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ „ბოავიშტასთან“ მარცხდებიან (1:0, 0:5).
იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.[9]
2000-იანი წლები
2000-იანი წლების დასაწყისში დინამო ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა — ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუნდმა წარმატებას საერთაშორისო არენაზეც მიაღწია. 2004 წელს დინამომ, ხორვატი მწვრთნელის ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. გუნდმა ფინალში ლატვიის „სკონტო“ დაამარცხა 3:1. იმავე წელს დინამოელებმა წარმატებით დასძლიეს უეფას თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. დინამოელებმა თანამიმდევრობით სძლიეს ბორისოვის „ბატეს“ (1:0, 3:2), პრაღის „სლავიასა“ (2:0, 1:3) და კრაკოვის „ვისლას“ (2:1, 3:4) და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“, ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“ და ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. საქართველოს ჩემპიონის მორიგი ტიტული „დინამომ“ 2008 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ავარჯიშებდა. 2009 წელს კლუბმა დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის „ოლიმპი“ და საქართველოს თასს დაეუფლა.
2010-იანი წლები
2011 წლის იანვარში დინამო ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა. „დინამოში“ ახალი მფლობელის მისვლის შემდეგ, მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია. განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. დინამოს საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. სტადიონზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2013 წლის ივლისში ფუნქციონირება დაიწყო დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის საბავშვო აკადემიამ.[10]
2011 წლის ზაფხულში გუნდმა წარმატებით დასძლია უეფა-ს ევროპის ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ პლეი–ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამატებით დროში დაუთმო ჯგუფური ეტაპის საგზური ათენის „აეკს“. საქართველოს ჩემპიონატის 2011–12 წლების სეზონი გუნდისათვის წარუმატებელი გამოდგა. დინამოელები მე-4 ადგილზე გავიდნენ და საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ.
2012 წლის ივნისში გუნდის თავკაცად დუშან უჰრინი უმცროსი დაინიშნა[11]. სადებიუტო სეზონშივე მან „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. საშინაო წარმატებების შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში, გუნდი ევროტურნირებზეც გააქტიურდა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების „ებ/სტრეიმური“ (6-1, 3-1) დაამარცხა, თუმცა მესამე ეტაპზე რიმუნულ „სტიაუასთან“ თამაში წარუმატებელი აღმოჩნდა (0-2, 1-1). „დინამომ“ მარცხი განიცადა უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფშიც, — განადგურდა ინგლისურ „ტოტენჰემთან“ (0-5, 0-3).
მომდევნო სეზონის შუა პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში, გუნდი დუშან უჰრინმა დატოვა[12], თუმცა ამას „დინამოსთვის“ ხელი არ შეუშლია ზედიზედ მეორე დუბლი შეესრულებინა, — საქართველოს ჩემპიონატი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო, თასის ფინალში კი საჩხერის „ჩიხურა“ 2-1 დაამარცხა.
სტადიონი
დინამოს სტადიონი (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) 1976 წელს გაიხსნა,[13] იგი არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევია, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.
მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35-ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებმა და შეხვედრებზე დასწრების მსურველების გაზრდამ აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.
პირველი თამაში „დინამოს“ ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს.
სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, დინამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ლივერპულს მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.
მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის.
ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს დინამოს სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.
მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან იყო დაკავშირებული, გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი ამჟამინდელი გენერალური დირექტორია ირაკლი მეძმარიაშვილი.[14]
2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[15].
ლოგოები
ტიტულები
საქართველო
უმაღლესი ლიგა- გამარჯვებული (16): 1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16
- ვიცე-ჩემპიონი (7): 2003-04, 2006-07, 2008-09, 2009-10, 2010-11, 2017, 2018
- გამარჯვებული (16): 1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16
საქართველოს თასი- გამარჯვებული (12): 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 2002-03, 2003-04, 2008-09, 2012-13, 2013-14, 2014-15
- ფინალისტი (2): 1997-98, 2009-10
- გამარჯვებული (12): 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 2002-03, 2003-04, 2008-09, 2012-13, 2013-14, 2014-15
საქართველოს სუპერთასი- გამარჯვებული (7): 1996, 1997, 1999, 2005, 2008, 2014, 2015
- ფინალისტი (3): 1998, 2009, 2013.
საბჭოთა კავშირი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი- გამარჯვებული (2): 1964, 1978
- ვიცე-ჩემპიონი (5): 1939, 1940, 1951, 1953, 1977
- ბრინჯაოს პრიზიორი (13): 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981
- გამარჯვებული (2): 1964, 1978
საბჭოთა კავშირის თასი- გამარჯვებული (2): 1976, 1979
- ფინალისტი (6): 1936, 1937, 1946, 1959-60, 1970, 1980
- გამარჯვებული (2): 1976, 1979
პროგრესის თასი- გამარჯვებული (1): 1984
ევროპა
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი- გამარჯვებული (1): 1980-81
- გამარჯვებული (1): 1980-81
თანამეგობრობის თასი- გამარჯვებული (1): 2004
- ფინალისტი (1): 1995
- გამარჯვებული (1): 2004
სანტიაგო ბერნაბეუს თასი- მესამე ადგილი (1): 1981[16]
კლუბის ფერები
ლურჯი | თეთრი |
სპონსორები
პერიოდი | ფორმის მწარმოებელი | სპონსორი |
---|---|---|
2001–2005 | 2K | ბორჯომი |
2005–2009 | Jako | BEKO |
2009–2011 | Saller | VTB |
2011–2012 | Adidas | PrivatBank |
2012–2013 | Nike | PrivatBank |
2013–2014 | Nike | |
2014– | Adidas |
ფეხბურთელები
შემადგენლობა 2018
მონაცემები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.
|
|
იჯარით წასული ფეხბურთელები
|
2017 წლის ტრანსფერები
მოვიდნენ
პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | გიორგი ბეგაშვილი** | დილა გორი |
მეკარე | ნუკრი რევიშვილი | დაჩია კიშინიოვი |
მეკარე | სერგეი ლიტოვჩენკო | ზუგდიდი |
მცველი | გია ჩადუნელი | გურია ლანჩხუთი |
მცველი | ლაშა სალუქვაძე | დილა გორი |
მცველი | ლაშა თოთაძე | სიონი ბოლნისი |
მცველი | ბოგდან მიშენკო | დესნა |
მცველი | გიორგი გველესიანი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | საბა თავაძე | შევარდენი-1906 |
ნახევარმცველი | გიორგი ჩაკვეტაძე | დინამო თბილისი 19 წლ. |
ნახევარმცველი | გიორგი კუცია | დინამო თბილისი 19 წლ. |
ნახევარმცველი | ნიკა ნინუა | დინამო თბილისი 19 წლ. |
ნახევარმცველი | ბაქარ ქარდავა | ცხინვალი |
ნახევარმცველი | ალეკო გამცემლიძე | დილა გორი |
ნახევარმცველი | ცოტნე მესხი | ტორპედო ქუთაისი |
ნახევარმცველი | საბა ლობჟანიძე** | ჩიხურა საჩხერე |
თავდამსხმელი | ბაჩანა არაბული** | სამტრედია |
თავდამსხმელი | დავით ვოლკოვი** | ჩიხურა საჩხერე |
თავდამსხმელი | ოთარ კვერნაძე | ტორპედო ქუთაისი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | ნუკრი რევიშვილი | თავისუფალი აგენტი |
მეკარე | გიორგი ლომაია | კარიერა დაასრულა |
მცველი | თორნიკე კირკიტაძე | თავისუფალი აგენტი |
მცველი | უჩა ლობჟანიძე | ატირაუ |
მცველი | რენე ფერეირა | ვიტორია სალვადორი |
მცველი | აკაკი ხუბუტია | გაზ მეთანი |
მცველი | ზაზა ჭელიძე | ჩიხურა საჩხერე |
ნახევარმცველი | მათე ცინცაძე | პოგონი შჩეცინი |
ნახევარმცველი | ჯაბა ჯიღაური | ვარდარი |
ნახევარმცველი | ვახტანგ ჭანტურიშვილი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | ლაშა პარუნაშვილი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | საბა ლობჟანიძე* | სამტრედია |
თავდამსხმელი | დავით ვოლკოვი | ზემუნი |
თავდამსხმელი | ვლადიმერ დვალიშვილი | ატირაუ |
* — იჯარით
** — იჯარიდან
დინამოს ბომბარდირები
წელი | ფეხბურთელი | ეროვნება | გოლები |
2016 | ოთარ კიტეიშვილი | საქართველო | 5 |
2015-16 | გიორგი ქვილითაია | საქართველო | 24 |
2014-15 | გიორგი პაპუნაშვილი | საქართველო | 14 |
2013-14 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 19 |
2012-13 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 24 |
2011-12 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 15 |
2010-11 | ალექსანდრე კოშკაძე ლევან ხმალაძე | საქართველო | 8 |
2009-10 | ჯორჯ აკირემი | გაბონი | 11 |
2008-09 | ილია სპასოევიჩი გიორგი მერებაშვილი | მონტენეგრო საქართველო | 13 |
2007-08 | მიხეილ ხუციშვილი | საქართველო | 16 |
2006-07 | სანდრო იაშვილი | საქართველო | 27 |
2005-06 | ჯაბა დვალი | საქართველო | 21 |
2004-05 | ლევან მელქაძე | საქართველო | 27 |
2003-04 | ლადო ახალაია | საქართველო | 12 |
2002-03 | ვიტალი დარასელია უმც. | საქართველო | 15 |
2001-02 | მიხეილ ბობოხიძე | საქართველო | 13 |
2000-01 | რობერტ ზირაქიშვილი | საქართველო | 21 |
1999-00 | რატი ალექსიძე მიხეილ აშვეთია | საქართველო | 12 |
1998-99 | მიხეილ აშვეთია | საქართველო | 26 |
1997-98 | ლევან ხომერიკი | საქართველო | 23 |
1996-97 | გიორგი დემეტრაძე | საქართველო | 26 |
1995-96 | ალექსანდრე იაშვილი | საქართველო | 26 |
1994-95 | ალექსანდრე იაშვილი | საქართველო | 24 |
1993-94 | ალექსანდრე იაშვილი მიხეილ ყაველაშვილი | საქართველო | 19 |
1992-93 | შოთა არველაძე | საქართველო | 18 |
1991-92 | კახაბერ კაჭარავა | საქართველო | 26 |
1990-91 | მიხეილ ყაველაშვილი | საქართველო | 12 |
1989-90 | გია გურული | საქართველო | 23 |
დინამოს მწვრთნელები
პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
---|---|---|---|
2016 — | კახა კაჭარავა | ||
2016 — 2017 | ვიაჩესლავ გროზნი | ||
2016 | იურაი იარაბეკი | 2 | 1 ჩემპიონატი, 1 თასი |
2015 — 2016 | გია გეგუჩაძე | 1 | 1 თასი |
2014 — 2015 | კახაბერ გოგიჩაიშვილი | ||
2014 | მიხალ ბილეკი | ||
2013—2014 | მალხაზ ჟვანია | 2 | 1 ჩემპიონატი 1 თასი |
2012 — 2013 | დუშან უჰრინი უმც. | 2 | 1 ჩემპიონატი 1 თასი |
2012 | ნესტორ მუმლაძე | ||
2012 — 2012 | გიორგი დევდარიანი | ||
2011 — 2012 | ალექს გარსია | ||
2009 — 2011 | კახა კაჭარავა | 1 | 1 თასი |
2008 — 2009 | რაინერ ცობელი | 1 | 1 სუპერთასი |
2006 — 2008 | დუშან უჰრინი უფრ. | 1 | 1 ჩემპიონატი |
2006 | კახა კაჭარავა | ||
2006 | ანდრეი ჩერნიშოვი | ||
2005 — 2006 | კახაბერ ცხადაძე | 2 | 1 ჩემპიონატი 1 სუპერთასი |
2004 — 2005 | გია გეგუჩაძე | 1 | 1 საქართველოს თასი |
2002 — 2004 | ივო შუშაკი | 3 | 1 ჩემპიონატი 1 თასი 1 თანამეგობრობის თასი |
2001 | გივი ნოდია | ||
2001 | გოჩა ტყებუჩავა | ||
2000 — 2001 | რევაზ არველაძე | ||
2000 | ჯემალ ჩიმაკაძე | ||
1999 — 2000 | ოთარ კორღალიძე | 1 | 1 სუპერთასი |
1999 | გია გეგუჩაძე | ||
1999 | იოჰან ბოსკამპი | 1 | 1 ჩემპიონატი |
1998 — 1999 | მურთაზ ხურცილავა | 1 | 1 სუპერთასი |
1998 | ნოდარ აკობია | ||
1996 — 1997 | დავით ყიფიანი | 7 | 3 ჩემპიონატი 2 საქართველოს თასი 2 სუპერთასი |
1995 | ვაჟა ჟვანია | ||
1994 — 1995 | სერგო კუტივაძე | ||
1994 | თემურ ჩხაიძე | ||
1992 — 1994 | გივი ნოდია | 3 | 2 ჩემპიონატი 1 საქართველოს თასი |
1992 | რევაზ ძოძუაშვილი | 2 | 1 ჩემპიონატი 1 საქართველოს თასი |
1988 — 1991 | დავით ყიფიანი | 4 | 2 ჩემპიონატი 2 საქართველოს თასი |
1987 — 1988 | გერმან ზონინი | ||
1987 — 1988 | კახი ასათიანი | ||
1985 — 1986 | ნოდარ ახალკაცი | ||
1984 — 1985 | დავით ყიფიანი | ||
1976 — 1983 | ნოდარ ახალკაცი | 4 | 1 საჭოთა კავშირის ჩემპიონატი 2 საბჭოთა კავშირის თასი ევროპის თასების თასი |
1974 — 1975 | მიხეილ იაკუშინი | ||
1974 | გივი ჩოხელი | ||
1973 | სერგო კოტრიკაძე | ||
1971 — 1972 | გავრილ კაჩალინი | ||
1967 — 1968 | ვიაჩესლავ სოლოვიოვი | ||
1966 | ალექსანდრე კოტრიკაძე | ||
1964 — 1965 | გავრილ კაჩალინი | 1 | 1 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი |
გუნდის პერსონალი
- აღმასრულებელი დირექტორი - ნიკოლოზ ჯღარკავა
- ტექნიკური დირექტორი - ლევან ზუხბაია
- გუნდის უფროსი - გია ჯიშკარიანი
- ადმინისტრატორი - ბესიკ ბერაძე
- პრეს ატაშე - გიგა გვენცაძე
- გუნდის ექიმი - დავით ხარაბაძე
- ოპერატორი - ნუკრი ოქიტაშვილი
- მასაჟისტი - ირაკლი სახვაძე
- მასაჟისტი - ირაკლი ყარსიმაშვილი[17]
გამოჩენილი ფეხბურთელები
სსრკ — საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებული აქვს სულ მცირე 1 მატჩი მაინც საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
|
|
|
უეფა–ს კლუბების რეიტინგში
განახლდა: 5 დეკემბერი 2013[18]
ადგილი | კლუბი | კოეფიციენტი |
---|---|---|
210 | ნეფთჩი ბაქო | 7.075 |
211 | ეკრანასი | 7.050 |
212 | პასჩინგი | 7.005 |
213 | რანდერსი | 6.980 |
214 | დინამო თბილისი | 6.975 |
215 | ჰაპოელი | 6.925 |
216 | ვოივოდინა | 6.825 |
217 | სიგმა | 6.820 |
217 | ტეპლიცე | 6.820 |
სეზონები
ევროთასებზე
სეზონი | შეჯიბრება | რაუნდი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
1972-73 | უეფა-ს თასი | 1/32 | ტვენტე | 3–2 | 0–2 | |
1973-74 | უეფა-ს თასი | 1/32 | სლავია | 4–1 | 0–2 | |
1/16 | ოფკ | 3–0 | 5–1 | |||
1/8 | ტოტენჰემი | 1–1 | 1–5 | |||
1976-77 | უეფა-ს თასების თასი | 1/16 | კარდიფ სიტი | 3–0 | 0–1 | |
1/8 | მტკ | 1–4 | 0–1 | |||
1977-78 | უეფა-ს თასი | 1/32 | ინტერი | 0–0 | 1–0 | |
1/16 | კბ | 2–1 | 4–1 | |||
1/8 | გრასჰოპერი | 1–0 | 0–4 | |||
1978-79 | უეფა-ს თასი | 1/32 | ნაპოლი | 2–0 | 1–1 | |
1/16 | ჰერტა | 1–0 | 0–2 | |||
1979-80 | უეფა-ს ჩემპიონთა თასი | 1/16 | ლივერპული | 3–0 | 1–2 | |
1/8 | ჰამბურგი | 2–3 | 1–3 | |||
1980-81 | უეფა-ს თასების თასი | 1/16 | კასტორია | 2–0 | 0–0 | |
1/8 | უოტერფორდი | 4–0 | 1–0 | |||
1/4 | ვესტ ჰემი | 0–1 | 4–1 | |||
1/2 | ფეიენორდი როტერდამი | 3–0 | 0–2 | |||
ფინალი | კარლ ცაისი | 2-1 | ||||
1981-82 | უეფა-ს თასების თასი | 1/16 | გრაცერი | 2–0 | 2–2 | |
1/8 | ბასტია | 3–1 | 1–1 | |||
1/4 | ლეგია ვარშავა | 1–0 | 1–0 | |||
1/2 | სტანდარდი | 0–1 | 0–1 | |||
1982-83 | უეფა-ს თასი | 1/32 | ნაპოლი | 2–1 | 0–1 | |
1987-88 | უეფა-ს თასი | 1/32 | ლოკომოტივი სოფია | 3–0 | 1–3 | |
1/16 | ვიქტორია ბუქარესტი | 2–1 | 0–0 | |||
1/8 | ვერდერი | 1–1 | 1–2 | |||
1993-94 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ლინფილდი | 2–1 | 1–1 | |
1994-95 | უეფა-ს თასი | 1Q | უნივერსიტეტი კრაიოვა | 2–0 | 2–1 | |
1/32 | ტიროლი | 1–0 | 1–5 | |||
1995-96 | უეფა-ს თასი | 1Q | ბოტევი | 0–1 | 0–1 | |
1996-97 | უეფა-ს თასი | 1Q | გრევენმახერი | 4–0 | 2–2 | |
2Q | მიოლდე | 2–1 | 0–0 | |||
1/32 | ტორპედო მოსკოვი | 1–1 | 1–0 | |||
1/16 | ბოავიშტა | 1–0 | 0–5 | |||
1997–98 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ქრუსეიდერსი | 5–1 | 3–1 | |
2Q | ბაიერი ლევერკუზენი | 1–0 | 1–6 | |||
1997-98 | უეფა-ს თასი | 1/32 | სლავია მოზირი | 1–0 | 1–1 | |
1/16 | ბრაგა | 0–1 | 0–4 | |||
1998-99 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ვლაჟნია | 3–0 | 1–3 | |
2Q | ატლეტიკი ბილბაო | 2–1 | 0–1 | |||
1998–99 | უეფა-ს თასი | 1/32 | ვილემ II | 0–3 | 0–3 | |
1999–00 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | ზიმბრუ | 2–1 | 0–2 | |
2000 | უეფა–ს ინტერტოტოს თასი | 1Q | სტანდარდი | 2–2 | 1–1 | |
2001–02 | უეფა-ს თასი | 1Q | ბატე ბორისოვი | 2–1 | 0–4 | |
2002–03 | უეფა-ს თასი | 1Q | ტვმკ ტალინი | 4–1 | 1–0 | |
2Q | სლოვანი ლიბერეცი | 0–1 | 2–3 | |||
2003–04 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ტირანა | 3–0 | 0–3 | |
2004–05 | უეფა-ს თასი | 1Q | ბატე ბორისოვი | 1–0 | 3–2 | |
2Q | სლავია პრაღა | 2–0 | 1–3 | |||
3Q | ვისლა კრაკოვი | 2–1 | 3–4 | |||
ჯგუფური | სოშო | 0–2 | X | |||
ჯგუფური | ნიუკასლ იუნაიტედი | X | 0–2 | |||
ჯგუფური | სპორტინგი ლისაბონი | 0–4 | X | |||
ჯგუფური | პანიონიოსი | X | 2–5 | |||
2005–06 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ლევადია ტალინი | 2–0 | 0–1 | |
2Q | ბრონდბიუ | 0–2 | 1–3 | |||
2006 | უეფა–ს ინტერტოტოს თასი | 1Q | კილიკია | 3–0 | 5–1 | |
2Q | რიდი | 0–1 | 1–3 | |||
2007–08 | უეფა-ს თასი | 1Q | ვადუცი | 2–0 | 0–0 | |
2Q | რაპიდი ვენა | 0–3 | 0–5 | |||
2008–09 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ნსი რინავიკი | 3–0 | 0–1 | |
2Q | პანათინაიკოსი | 0–0 | 0–3 | |||
2009-10 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 2Q | მეტალურგი ლიენაია | 3–1 | 1–2 | |
3Q | ცრვენა ზვეზდა | 2–0 | 2–5 | |||
2010-11 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ფლორა ტალინი | 2–1 | 0–0 | |
2Q | ეფლე | 2–1 | 2–1 | |||
3Q | შტურმი გრაცი | 1–1 | 0–2 | |||
2011-12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | მილსამი | 2–0 | 3–1 | |
2Q | ლიანელი | 5–0 | 1–2 | |||
3Q | რეიკიავიკი | 2–0 | 4–1 | |||
ფლეი–ოფი | აეკი ათენი | 1–1 | 0–1 | |||
2013-14 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | სტრეიმური | 6–1 | 3–1 | |
3Q | სტიაუა ბუქარესტი | 0–2 | 1–1 | |||
2013-14 | უეფა-ს ევროპის ლიგა | პლეი–ოფი | ტოტენჰემ ჰოტსპური | 0–5 | 0–3 | |
2014-15 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | აქტობე | 0–1 | 0–3 | |
2015-16 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | გაბალა | 2–1 | 0–2 | |
2016-17 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | QR2 | ალაშკერტი | 2–0 | 1–1 | |
QR3 | დინამო ზაგრები | 0–1 | 0–2 |
ევროპული რეკორდი
ტურნირი | მატჩი | მ | ფ | წ | გტ | გშ |
---|---|---|---|---|---|---|
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 30 | 13 | 3 | 14 | 45 | 44 |
უეფა-ს თასების თასი | 21 | 11 | 3 | 7 | 30 | 17 |
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა | 86 | 39 | 13 | 34 | 116 | 130 |
უეფა–ს ინტერტოტოს თასი | 6 | 2 | 2 | 2 | 12 | 8 |
ჯამში | 143 | 65 | 21 | 57 | 203 | 199 |
რესურსები ინტერნეტში
კლუბის ოფიციალური საიტი.
კლუბის ოფიციალური ფანკლუბის „გლადიატორების“ საიტი.
კლუბის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.
სქოლიო
↑ დინამოს 20-იანი წლების ისტორია.
↑ დინამოს 30-იანი წლების ისტორია
↑ დინამოს 40-50-იანი წლების ისტორია
↑ დინამოს 60-იანი წლების ისტორია
↑ დინამოს 70-იანი წლების ისტორია
↑ Trofeo Santiago Bernabéu (Madrid-Spain) 1979-2008. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
↑ დინამოს 80-იანი წლების ისტორია
↑ ლაშა გოგილავა. "ფოთის „კოლხეთი-1913“ - წარსული და ახალი გუნდი". პრემიერი (2009, №9). http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ru-50---20-help---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL2.21&d=HASH10589792fee9052f0d1cce.9.7&x=1. წაკითხვის თარიღი: 08.06.2014.
↑ დინამოს 90-იანი წლების ისტორია
↑ ფეხბურთი: ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 8.07.2013
↑ უმცროსი დუშან უჰრინი თბილისშია. „მსოფლიო სპორტი“. 22.06.2012
↑ დუშან უჰრინი თბილისის დინამოდან პლზენში წავიდა. „ტაბულა“. 5 დეკემბერი, 2013
↑ სტადიონის შესახებ
↑ [1][მკვდარი ბმული] სტადიონის მმართველი კომპანია
↑ ეროვნული სტადიონი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" 49 წლით გადაეცა, საინფორმაციო სააგენტო „Sportall.ambebi.ge“, 25 აგვისტო, 2011.
↑ ტიტულები.
↑ გუნდის პერსონალი
↑ უეფა–ს კლუბების რეიტინგი 2014. uefa.com. წაკითხვის თარიღი: 2013-11-01.
წინამორბედი: ვალენსია | უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1981 ფინალისტი: კარლ ცაისი | შემდეგი: ბარსელონა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- რჩეული სტატიები
- საქართველოს საფეხბურთო კლუბები
- დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"3.120","walltime":"3.706","ppvisitednodes":"value":30504,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":533150,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":225977,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":9,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":31990,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1482.371 1 -total"," 39.87% 591.077 265 თარგი:Flagicon"," 16.55% 245.268 9 თარგი:ნავდაფა"," 10.28% 152.367 1 თარგი:ინფოდაფა_საფეხბურთო_კლუბი"," 9.63% 142.722 1 თარგი:ინფოდაფა"," 9.24% 137.036 379 თარგი:ქვეყნის_დროშა"," 9.02% 133.769 114 თარგი:დროშანიშანი"," 6.72% 99.550 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 4.73% 70.125 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 3.98% 58.990 1 თარგი:ეროვნული_ლიგა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535795,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1238","timestamp":"20190322174739","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d3u10d8u10dcu10d0u10dbu10dd u10d7u10d1u10d8u10dau10d8u10e1u10d8 (u10e1u10d0u10e4u10d4u10eeu10d1u10e3u10e0u10d7u10dd u10d9u10dau10e3u10d1u10d8)","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D_%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98)","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q201006","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q201006","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-05-16T23:42:01Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/b/b1/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D_%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D.png","headline":"u10e1u10d0u10e4u10d4u10eeu10d1u10e3u10e0u10d7u10dd u10d9u10dau10e3u10d1u10d8 u10d7u10d1u10d8u10dau10d8u10e1u10e8u10d8"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":150,"wgHostname":"mw1253"););