მილანი (საფეხბურთო კლუბი) სექციების სია ისტორია მილანის საუკუნოვანი იუბილე ეკიპირება სტადიონი საწვრთნელი ბაზა ტიტულები ტიტულები იტალიის ჩემპიონატებში საერთაშორისო ტიტულები სხვა თასები მოთამაშეები კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა რეკორდები გაუქმებული ნომრები კაპიტნები სპონსორები ყველა მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტები რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუოფიციალური საიტიოფიციალური საიტიმილანი (საფეხბურთო კლუბი)ქართული ფან-კლუბის საიტისხვა ქართული ფან-კლუბიHistoryA.C. Milan History15 aprile 1900, Torinese vs Milan 3-0LEAGUE TITLE 1907LEAGUE TITLE 1906History269 MILAN-INTER 105-92 72მილანური დერბის ისტორიაHistoryGunnar Nordahl1957/58: Di Stéfano shines for MadridBiography of Gianni Rivera - Soccer1962/63: Altafini strikes for Milanსერია ა-ს ჩემპიონებიac milan"ჩემპიონთა ლიგა 1968/69"იტალიის თასი 1972/73Albino Buticchiიტალიის თასი 1976/77History 1970/1985AC Milan Dates & results 1979/1980ITALY'S 'TOTONERO' AFFAIRMondal's Musings: How Silvio Berlusconi Mixed Milan & PoliticsAC Milan Season 1987-1988AC Milan Season 1989-1990HONOURSItaly Championship 1991/921985/20071993/94: Massaro leads Milan routTitles & Recordsევროპის სუპერ თასი 1994AC Milan Dates & results 1997/1998Italian Serie A League TableHistory of the Italian League championship2002/03: Shevchenko spot on for MilanUEFA European Competitions 2002-03Ballon d’Or - ანუ ყველაფერი ოქროს ბურთის შესახებAC MilanInter Milan vs. AC Milan – A Preview of the ‘Derby della Madonnina’AC Milan 3-3 Liverpool (aet) Liverpool win 3-2 on penaltiesThe match-fixing scandal which engulfed Italian football has stunned fans across Europe2006/07: Milan avenge Liverpool defeatUEFA Club Football AwardsItalian Serie A 2007-2008 TableAC Milan 2 - 3 Man UtdManchester United vs AC Milan Live Score And Results – UEFA Champions League (March 10, 2010)ზლატან იბრაჰიმოვიჩიკრაუჩის გოლი2010/2011 წლების სეზონიიტალიის თასის ანგარიშებიMessi sets new mark as Barcelona see off Milanმშვიდობით, სან სირომილანმა მასიმილიანო ალეგრი თანამდებობიდან გაათავისუფლაიუბილეNottingham-born Herbert Kilpin's legacy lives on at Italian giants AC Milanსან-სიროს ისტორიასპორტული ცენტრი მილანელო„მილანის“ ფორმა წითელ-შავია„მილანი“ „დაფრინავს“ საამიროებითძირითადი გაგება"მილანის" მწვრთნელებირრრრრრრ
„ატალანტა“„ბენევენტო“„ბოლონია“„ელას ვერონა“„ინტერი“„იუვენტუსი“„კალიარი“„კიევო“ ვერონა„კროტონე“„ლაციო“„მილანი“„ნაპოლი“„რომა“„სამპდორია“„სასუოლო“„სპალი“„ტორინო“„უდინეზე“„ფიორენტინა“„ჯენოა“1955–56
რეალ მადრიდი1956–57
რეალ მადრიდი1957–58
რეალ მადრიდი1958–59
რეალ მადრიდი1959–60
რეალ მადრიდი1960–61
ბენფიკა1961–62
ბენფიკა1962–63
მილანი1963–64
ინტერი1964–65
ინტერი1965–66
რეალ მადრიდი1966–67
სელტიკი1967–68
მანჩესტერ იუნაიტედი1968–69
მილანი1969–70
ფეიენორდი1970–71
აიაქსი1971–72
აიაქსი1972–73
აიაქსი1973–74
ბაიერნი1974–75
ბაიერნი1975–76
ბაიერნი1976–77
ლივერპული1977–78
ლივერპული1978–79
ნოტინგემ ფორესტი1979–80
ნოტინგემ ფორესტი1980–81
ლივერპული1981–82
ასტონ ვილა1982–83
ჰამბურგი1983–84
ლივერპული1984–85
იუვენტუსი1985–86
სტიაუა1986–87
პორტუ1987–88
პსვ1988–89
მილანი1989–90
მილანი1990–91
ცრვენა ზვეზდა1991–92
ბარსელონა1960–61
ფიორენტინა1961–62
ატლეტიკო მადრიდი1962–63
ტოტენჰემ ჰოტსპური1963–64
სპორტინგი ლისაბონი1964–65
ვესტ ჰემ იუნაიტედი1965–66
ბორუსია დორტმუნდი1966–67
ბაიერნი1967–68
მილანი1968–69
სლოვანი1969–70
მანჩესტერ სიტი1970–71
ჩელსი1971–72
რეინჯერსი1972–73
მილანი1973–74
მაგდებურგი1974–75
დინამო კიევი1975–76
ანდერლეხტი1976–77
ჰამბურგი1977–78
ანდერლეხტი1978–79
ბარსელონა1979–80
ვალენსია1980–81
დინამო თბილისი1981–82
ბარსელონა1982–83
აბერდინი1983–84
იუვენტუსი1984–85
ევერტონი1985–86
დინამო კიევი1986–87
აიაქსი1987–88
მეხელენი1988–89
ბარსელონა1989–90
სამპდორია1990–91
მანჩესტერ იუნაიტედი1991–92
ვერდერი1992–93
პარმა1993–94
არსენალი1994–95
რეალ სარაგოსა1995–96
პსჟ1996–97
ბარსელონა1997–98
ჩელსი1998–99
ლაციო
აიაქსი
დინამო კიევი
ანდერლეხტი
ლივერპული
ანდერლეხტი
ნოტინგემ ფორესტი
ვალენსია
ასტონ ვილა
აბერდინი
იუვენტუსი
სტიაუა
პორტუ
მეხელენი
მილანი
მილანი
მანჩესტერ იუნაიტედი
ბარსელონა
პარმა
მილანი
აიაქსი
იუვენტუსი
ბარსელონა
ჩელსი
ლაციო
კორინთიანსი
სან-პაულუ
ინტერნასიონალი
მილანი
მანჩესტერ იუნაიტედი
ბარსელონა
ინტერი
ბარსელონა
კორინთიანსი
ბაიერნი
რეალ მადრიდი
ბარსელონა
რეალ მადრიდი
რეალ მადრიდი
რეალ მადრიდი
პენიაროლი
სანტოსი
სანტოსი
ინტერი
ინტერი
პენიაროლი
რასინგი
ესტუდიანტესი
მილანი
ფეიენორდი
ნასიონალი
აიაქსი
ინდეპენდიენტე
ატლეტიკო მადრიდი
ბაიერნი
ბოკა ხუნიორსი
ოლიმპია
ნასიონალი
ფლამენგო
პენიაროლი
გრემიო
ინდეპენდიენტე
იუვენტუსი
რივერ პლეიტი
პორტუ
ნასიონალი
მილანი
მილანი
ცრვენა ზვეზდა
სან-პაულუ
სან-პაულუ
ველეს სარსფილდი
აიაქსი
იუვენტუსი
ბორუსია დორტმუნდი
რეალ მადრიდი
მანჩესტერ იუნაიტედი
ბოკა ხუნიორსი
ბაიერნი
რეალ მადრიდი
ბოკა ხუნიორსი
პორტუ
რჩეული სტატიებიიტალიის საფეხბურთო კლუბებიმილანი (საფეხბურთო კლუბი)
იტალ.იტალიურისაფეხბურთოლომბარდიისმილანიდანჰერბერტ კილპინმაალფრედ ედვარდსმა189916 დეკემბერსსერია Aსერია Bფიფა-სუეფა-სარგენტინულ„ბოკა ხუნიორსთან“უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის„რეალს“„ინტერი“„იუვენტუსი“19722002სან-სიროზეიტალიისპრემიერ-მინისტრისილვიო ბერლუსკონიაადრიანო გალიანიმილანში189916 დეკემბერს1900ლირა1900იტალიის ჩემპიონატშისერია A190015 აპრილსიტალიის ჩემპიონატის„იუვენტუსთან“„ჯენოა“სკუდეტოსთვის1906ჩემპიონატის„იუვენტუსს“„ჯენოამ“„ტორინომაც“„ინტერი“19089 მარტსმილანური დერბიშავ-ლურჯებს1909იტალიის ჩემპიონატშიპირველი მსოფლიო ომისიტალიის ჩემპიონატი1926სან-სირო19391940შვედეთის ნაკრების1949–1950„იუვენტუსს“ბებერი ქალბატონისერია ა-ში19501951ჩემპიონატილილი195419501955195719591956ბენფიკა1958ჩემპიონთა თასისრეალსჯანი რივერასერია აინტერსჩემპიონთა თასიბენფიკაეუსებიომსაკონტინენტაშორისო თასისთვისპელე1963მილანელოს1967სერია ათასების მფლობელთა თასიჰამბურგიჩემპიონთა თასიაიაქსი19691968ჯანი რივერამსაკონტინენტაშორისო თასი1969197119721973თასების მფლობელთა თასიჯანი რივერასთანჯოვანი ტრაპატონიჯანი რივერაინტერიფრანკო ბარეზიმპორტუსთანლაციოსბოლონიასიუვენტუსისნაპოლისჯენოასმეკარეჩემპიონთა თასისიტალიის უმაღლეს ლიგაშიფრანკო ბარეზიმუმაღლეს ლიგაშისილვიო ბერლუსკონიადრიანო გალიანისილვიო ბერლუსკონიმრობერტო დონადონიფიორენტინადანუეფას თასზე1987მარკო ვან ბასტენმარუდ გულიტმაფრენკ რეიკარდმაკარლო ანჩელოტიპაოლო მალდინი1986სილვიო ბერლუსკონიმარიგო საკი1987–1988სერია ამარადონასნაპოლისან-სიროზეპაოლო მალდინიგულიტმანაპოლისავან ბასტენისფრანკ რეიკარდივან ბასტენირეიკარდი1988”ფრანს ფუტბოლი”ჩემპიონთა თასისრეალისსანტიაგო ბერნაბეუზეპაოლო მალდინისან-სიროზეანჩელოტიმრეიკარდმავან ბასტენმადონადონიმჩემპიონთა თასისგამართულსაკონტინენტთაშორისო თასზეიტალიის ჩემპიონატშიჩემპიონთა ლიგარეიკარდისბენფიკალიგასსაკონტინენტთაშორისო თასებიცოლიმპიკთანუეფა-მევროპის 1992 წლის ჩემპიონატზესკუადრა აძურაფაბიო კაპელოსერია აჩემპიონთა ლიგისსაკონტინენტაშორისო თასზეკაპელოსსამპდორიაშირეიკარდისებასტიანო როსიზვონიმირ ბობანიმარსელ დესაიკრისტიან პანუჩიბარეზი—მალდინიჩემპიონთა ლიგისკრუიფისბარსელონასარსენალსსან-სიროზეჩემპიონთა ლიგისაიაქსთანფრანკ რეიკარდისიტალიის ჩემპიონიჯორჯ ვეაკაპელოფრანკო ბარეზიმპაოლო მალდინისლაციოსკარლო ანჩელოტისანჩელოტისთანჯენარო გატუზოანდრეი შევჩენკოალესანდრო ნესტაფილიპო ინძაგიანდრეა პირლოკახა კალაძეჩემოპინთა ლიგის2002–2003სან-სიროსკენიუვენტუსიპენალტების სერიაშიჯანლუიჯი ბუფონმაანდრეი შევჩენკომპაოლო მალდინიმრომასუეფა-ს„პორტუ“შევჩენკოკაკამკაკამ2004იტლიის ჩემპიონატიჩემპიონთა ლიგის2004–2005სერია ა-შიმილანური დერბიინტერისანდრეი შევჩენკომუეფასჩემპიონთა ლიგისშევჩენკომ„ლივერპულს“2005 წლის ფინალიპაოლო მალდინიმლივერპულისსტივენ ჯერარდმაპენალტების სერიაშიანდრეი შევჩენკომიუვენტუსიჩემპიონთა ლიგასიტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალიჩემპიონთა ლიგაზეცსელტიკისბაიერნსმანჩესტერისკაკასარონალდუსკაკამოლდ ტრაფორდზესან-სიროზელიგის თასისთვისლივერპულიფილიპო ინძაგიმპაოლო მალდინიმლიგის თასსსევილიასჩემპიონთა ლიგისმალდინიზეედორფიკაკაჩემპიონთა ლიგაზერონალდინიოკაკარეალსპაოლო მალდინიმმასიმო ამბროზინიმ„ჩელსიში“კარლო ანჩელოტიც2009–2010ჩემპიონთა ლიგასმანჩესტერთანდიდამკალაძემმარკო ამელიარობინიოკევინ-პრინს ბოატენგიანტონიო კასანომარკ ვან ბომელისოკრატის პაპასტატოპულოსიზლატან იბრაჰიმოვიჩიბარსელონიდანჩემპიონთა ლიგაზესან-სიროზეანდრეა პირლოსიუვენტუსშიჩემპიონთა ლიგასალესანდრო ნესტაფილიპო ინძაგიკლარენს ზეედორფიჯენარო გატუზოჯანლუკა ძამბროტამარკ ვან ბომელიფრანკო ბარეზიჯოვანი ტრაპატონიპაოლო მალდინიფრანკ რეიკარდიჯანი რივერამარკო ვან ბასტენილომბარდიის2010სან-სიროს192619 სექტემბერს1947„ინტერის“1980მილანელომილანელოზეიტალიის ნაკრებიცმსოფლიოსაევროპის ჩემპიონატზეუეფასფიფასკალაბრიამაურიბონავენტურაკასტილიეხოსუსოიგუაინიჩალჰანოღლუბორინიკონტირომანიოლიბაკაიოკობერტოლაჩისაპატამონტოლივოაბატებილიამუსაკიოსტრინიჩირეინაკალდარაშიმიჩიკუტრონეროდრიგესი ჰალილოვიჩიკესიეა. დონარუმალაქსალტიგ. დონარუმაგატუზო
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
მილანი (საფეხბურთო კლუბი)
Jump to navigation
Jump to search
| სრული სახელი | Associazione Calcio Milan SpA | |||
|---|---|---|---|---|
| მეტსახელი | Rossoneri (წითელ-შავები) Il Diavolo (ეშმაკი) | |||
| დაარსდა | 16 დეკემბერი, 1899 | |||
| სტადიონი | სან-სირო (Stadio Giuseppe Meazza), მილანი, იტალია (ტევადობა: 80 018 მაყურებელი) | |||
| მწვრთნელი | ||||
| კაპიტანი | ||||
| ლიგა | სერია A | |||
| 2017–18 | მეექვსე ადგილი | |||
| საიტი | ოფიციალური საიტი | |||
| ||||
მილანი (იტალ. A.C. Milan) — პროფესიონალური იტალიური საფეხბურთო კლუბი ლომბარდიის ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წლის 16 დეკემბერს „დააარსეს“. მილანს თავისი ისტორია ძირითადად სერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).
„მილანს“ მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“. კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა“ 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი - მასზე მეტჯერ (10-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს“ აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.
„მილანმა“ სერია A 18-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი“ (18) და „იუვენტუსი“ (31) უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და 6-ჯერ იტალიის სუპერთასი. უეფა-ს ევროპის ლიგა ერთადერთი მსხვილი შეჯიბრებაა, რომელიც კლუბს არ მოუგია. ამ ტურნირს ნახევარფინალებიდან გუნდი 2-ჯერ გამოეთიშა , 1972 და 2002 წლებში.
„მილანის“ საშინაო შეხვედრები სან-სიროზე ტარდება, რომელსაც „მილანი“ „ინტერთან“ იყოფს. სან-სირო ყველაზე დიდი სტადიონია იტალიაში (ტევადობა: 80 074). კლუბის მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია, ვიცე-პრეზიდენტი კი - ადრიანო გალიანი.
სექციების სია
1 ისტორია
1.1 დაარსება
1.2 პირველი ტიტულები
1.3 გუნდის გაყოფა
1.4 შვედების ეპოქა
1.5 პირველი ევროპული თასები
1.6 კრიზისი
1.6.1 კონფლიქტი რივერასთან
1.6.2 დაქვეითება სერია ბ-ში
1.6.3 გაკოტრებული მილანი
1.7 მსოფლიო ლიდერთა შორის
1.7.1 ხსნა – ბერლუსკონი
1.7.2 საკის ერა
1.7.3 კაპელოს მილანი
1.8 ჩავარდნილი სეზონები
1.9 წარმატებების სერია
1.9.1 2002-2003
1.9.2 2004-2005
1.9.3 2006-2007
1.10 ახალი კრიზისი
2 მილანის საუკუნოვანი იუბილე
3 ეკიპირება
4 სტადიონი
5 საწვრთნელი ბაზა
6 ტიტულები
7 ტიტულები იტალიის ჩემპიონატებში
8 საერთაშორისო ტიტულები
9 სხვა თასები
10 მოთამაშეები
10.1 შემადგენლობა
10.2 იჯარით წასული ფეხბურთელები
10.3 ახალგაზრდები
11 კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა
12 რეკორდები
12.1 ჩატარებული მატჩები
12.2 ყველაზე მეტი გამოსვლა
12.3 გოლები
12.4 საუკეთესო ბომბარდირები
13 გაუქმებული ნომრები
14 კაპიტნები
15 სპონსორები
15.1 გენერალური სპონსორი
15.2 ტექნიკური სპონსორი
16 ყველა მწვრთნელი
17 კლუბის პრეზიდენტები
18 რესურსები ინტერნეტში
19 სქოლიო
ისტორია
დაარსება
ჰერბერტ კილპინი
მილანში საფეხბურთო კლუბის დაარსების შესახებ ინფორმაცია 1899 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „გაძეტა დელო სპორტის“ საშუალებით გავრცელდა. გაზეთის საარქივო მასალების მიხედვით, ინიციატივა სამი ადამიანისგან მოდიოდა მილანში ბრიტანული სამკერვალო ფაბრიკის მუშა ჰერბერტ კილპინისგან, ასევე ბრიტანული ტურისტული სააგენტოს თანამშრომელ ელისონისგან და მეწაღე დეივისისგან. იმ პერიოდში იტალიაში ფეხბურთის პოპულარიზაციას სწორედ ინგლისელები ეწეოდნენ.
გაზეთში გამოქვეყენებულ ცნობას მილანში მოღვაწე საქმოსნები ნათანი, ბარნეტი და ედვარდსი გამოეხმაურნენ. ეს უკანასკნელი მოგვიანებით მილანის პრეზიდენტად აირჩიეს.
1900 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მილანური კლუბი დაარეგისტრირა სახელწოდებით „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“[1]. გუნდში ბრიტანელების სიჭარბის გამო სახელწოდებაში მილანი ეწერა ინგლისურად Milan და არა იტალიურად Milano.[2] კლუბის ოფიციალური დასახელება რამდენიმეჯერ შეიცვალა. „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“ გახდა „მილანის საფეხბურთო კლუბი“, „ბოლოს კი საფეხბურთო ასოციაცია მილანი“ დაერქვა, რაც იტალიურად ასე იწერება - Associazione Calcio Milan (AC MILAN).
კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი ფინანსურ სარგებელზე გააკეთა — „მილანში“ ვარჯიშის და თამაშის მსურველებს წლიურად 20 ლირა უნდა გადაეხადათ, ვინც გადასახდს არ გადაიხდიდა, კლუბს მაშინვე ტოვებდა.
პირველი ტიტულები
1900 წლის 11 მარტს „მილანმა“ პირველი არაოფიციალური მატჩი მეორე მილანურ კლუბ მედიოლანუმთან ჩაატარა. იმ დროს როსონერის შემადგენლობაში იყვნენ: ჰუდი, კანიაჯი, ტორეტა, ლეესი, კილპინი, ვალერიო,დუბინი, დეივისი, ნევილი, ელისონი, ფორმენტი. მილანმა თამაში 3:0 მოიგო. ამ მოგების შემდეგ „მილანი“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანდა და იტალიის ჩემპიონატში თამაშის უფლება მიიღო.
სერია A-ში დებიუტი 1900 წლის 15 აპრილს „ტორინეზესთან“ შედგა. პირველი ოფიციალური მატჩი „მილანმა“ 0:3 წააგო[3], თუმცა მეორე წელს როსონერიმ იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში „მედიოლანუმს“ 2:0 სძლია, ნახევარფინალში კი იყო პირველი ისტორიული დაპირისპირება ტურინის „იუვენტუსთან“ - „მილანმა“ 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც წინა წლის ჩემპიონი „ჯენოა“ დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა.
ორი წლის შემდეგ მილანი სკუდეტოსთვის გადამწყვეტ მატჩში ისევ „ჯენოას“ შეხვდა და იმის მიუხედავად, რომ 2:0 დამარცხდა, ცხადი იყო - გუნდი მალე სერიოზულ წარმატებებს მიაღწევდა. იმ სეზონში გუნდმა სამი არაოფიციალური ტიტული მოიგო: ალექსანდრიის ტურნირი, სან მარკოსა და ნავარას თასი.
1906 წელს „მილანი“ ჯერ ლომბარდიის თასს დაეუფლა, შემდეგ კი ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც „იუვენტუსს“ შეხვდა. პირველი მატჩი ფრედ დამთავრდა, მეორე შეხვდრაში კი მასპინძელმა მილანელებმა 2:0 მოიგეს და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ.[4].
როსონერიმ ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა. ამ პერიოდისთვის ჩემპიონატის ფორმატი უკვე შეცვლილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე „მილანეზე“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა. ფინალურ ჯგუფში „ტორინოსთან“ ორჯერ ითამაშა ფრედ, „ანდრეა დორიას“ მოუგო და ყველაზე მეტი 6 ქულა დააგრივა. ორივე შემთხვევაში გუნდს დანიელე ანჯელონი ხელმძღვანელობდა, მანამდე ჰერბერტ კილპინი მწვრთნელის თანამდებობას ფეხბურთელობას უთავსებდა [5]..
გუნდის გაყოფა
მომდევნო წლიდან „მილანი“ ჩემპიონატიდან მოკვეთეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კლუბებს უცხოელი მოთამაშეების განაცხადში შეყვანა აეკრძალათ. იმის გამო, რომ მილანში ძირითადად სხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობდნენ, გუნდი ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ახალი კანონის გამო სერია ა დატოვეს „ჯენოამ“ და „ტორინომაც“. აკრძალვა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა, თუმცა „მილანზე“ დიდი გავლენა მოახდინა. ლეგიონერებმა როსონერი დატოვეს და ახალი კლუბი, ინტერნაციონალე, შემოკლებით „ინტერი“, ჩამოაყალიბეს[6]. 1908 წლის 9 მარტს დაარსებული გუნდის კაპიტნად ექსმილანელი შვეიცარიელი ერნსტ მანკტლი აირჩიეს.
იმავე წლის ოქტომბერში პირველი მილანური დერბი შვეიცარიის ქალაქ კასიოში გაიმართა. იმ თამაშში ქალაქის თასი გათამაშდა. შავ-წითლება მაშინ შავ-ლურჯებს 2:1 მოუგეს. 1909 წლის იანვარში კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამჯერადაც „მილანმა“ იმარჯვა - 3:2[7][8].
შვედების ეპოქა
გუნარ გრენი, გუნარ ნორდალი და ნილს ლიდჰოლმი.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იტალიის ჩემპიონატი შეწყდა. 1926 წელს პიეტრო პირელიმ მილანის ახალი სტადიონი, სან-სირო, დააარსა. სამი წლის შემდეგ კი კალჩოც (სერია ა) შეიქმნა. მსოფლიო ომების გარემოცვაში როსონერიმ ძალიან ცუდად ჩაატარა სეზონები და მხოლოდ მესამე ადგილებს დასჯერდა.
„მილანმა“ სახელწოდება 1939 წელს შეიცვალა. Milan F.C. ახლა იწოდებოდა როგორც Milan Associazione Sportiva. ამას მენეჯმენტის ცვლილებაც მოჰყვა. 1940 წელს მილანის პრეზიდენტად უმბერტო ტრაბატონი დაინიშნა[9]. მომდევნო 14 წლის განმავლობაში ის და მისი სიძე ანტონიო ბუსინი მონაცვლეობით ხელმძღვანელობდნენ კლუბს. მათი შრომის წყალობით გუნდმა ლიდერთა შორის დაიმკვირდა ადგილი.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1946-47 წლების სეზონში „მილანმა“ ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ცხრილის სათავეში იმ დროს „ტორინო“, „იუვენტუსი“ და „მოდენა“ იმყოფებოდნენ.
40-იანი წლების მიწურულს როსონერის მაისური ერთი წლის ინტერვალით შვედეთის ნაკრების ლიდერებმა მოირგეს - გუნარ ნორდალის, გუნარ გრენისა და ნილს ლიდჰოლმის მოსვლით „მილანში“ ახალი ერა დაიწყო. მთავარ მწვრთნელად უნგრელი ლაიოშ ჩეისლერი დაინიშნა. მან შვედეთში 12 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში პატარა ნორჩეპინგი 5 გახადა ჩემპიონი.
შვედური სამეული, გრე-ნო-ლი, გუნდს შესანიშნავად მოერგო. ნორდალი გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო გრენი და ლიდჰოლმი მის უკან მოქმედებდნენ.
1949–1950 წლების სეზონში „მილანი“ „იუვენტუსს“ კუდში მისდევდა, 23-ე ტურში კი ბებერი ქალბატონი მისავე მოედანზე 7:1 დაამარცხა. საერთო ჯამში 38 მატჩში 118 გოლი გაიტანეს, თუმცა მაინც მეორე ადგილზე გავიდნენ.
იმ სეზონში „მილანმა“ და ნორდალმა ორი რეკორდი დაამყარეს. კლუბმა სერია ა-ში ყველაზე მეტი 118 გოლი გაიტანა, შვედმა ფორვარდმა კი 35 ბურთით ბომბარდირის ტიტული არავის დაუთმო[10]. 1950-1951 წლებში „მილანმა“ როგორც იქნა ჩემპიონატი მოიგო. ამ სეზონშიც როსონერიმ ასზე მეტი გოლი გაიტანა, ნორდალიც ზედიზედ მეორედ გახდა სერია ა-ს ბომბარდირი.
ერთი წლის შემდეგ მილანელებმა პირველი დიდი საერთაშორისო ტიტული, ლათინთა თასი მოიგეს. შავ-წითლებმა ნახევარფინალში მადრიდის "ატლეტიკო" 4:1 დაამარცხეს, შემდეგ "ლილი" 5:0 გაანადგურეს, ჰეთ-თრიკი ნორდალმა შეასრულა. ფრანგების წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:
ბუფონი, სილვესტრი, ბონომი, ანოვაცი, ტონიონი, დე გრანდი, ბურინი, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი, ვიკარიოტო
1954 წელს მულტიმილიონერმა ანდრეა რიცოლი კლუბის პრეზიდენტად დაინიშნა, დიდი ფული დააბანდა კლუბში და ძლიერი ფეხბურთელებიც შეიძინა - ტრიესტრიდან ახალგაზრდა მცველი ჩეზარე მალდინი, პენიაროლიდან ურუგვაელი, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხუან სკიაფინო გადმოიყვანა.
შედეგმაც არ დააყოვნა – 1955, 1957 და 1959 წლებში სკუდეტო მოიგო, 1956 წელს კი მეორედ აღმართა ლათინთა თასი, ნახევარფინალში ლისაბონის "ბენფიკა" 4:2 სძლია, ფინალში კი ბილბაოს "ატლეტიკი" 3:1 დაამარცხა.
"მილანი" 1958 წელს პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. იტალიელები ორჯერ იგებდნენ თამაშს, სკიაფინომ 59-ე წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ გრილიომ დააწინაურა მილანი, თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა - ჯერ ექტორ რიალმა გაათანაბრა, დამატებით დროში კი ფრანსისკო ხენტომ გამარჯვება მოუტანა გუნდს[11].
პირველი ევროპული თასები
60-იანი წლების დასაწყისში გუნდი ნერიო როკომ ჩაიბარა. იმ პერიოდში გუნდში მოვიდნენ ბარზილიელი ფორვარდი ჟოზე ალტაფინი და იტალიური ფეხბურთის ”ოქროს ბიჭი” ჯანი რივერა. მისი შეძენა კლუბს 200 000 დოლარი დაუჯდა, რაც სარეკორდო თანხა იყო იმ დროისთვის.[12]
ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "მილანმა" პირველივე წელს მოიგო სერია ა, გუნდმა 83 გოლი გაიტანა, მაშინ როდესაც მეორე ადგილზე გასულ "ინტერს" მხოლოდ მეტოქეთა კარი 59-ჯერ ჰქონდა აღებული .
მომდევნო სეზონში კი როსონერიმ ჩემპიონთა თასი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში როკოს გუნდმა ორგზის გამარჯვებული ლისაბონის "ბენფიკა" უემბლის სტადიონზე 2:1 დაამარცხა. ანგარიში პორტუგალიელმა ეუსებიომ გახსნა, შემდეგ ალტაფინიმ დუბლი გაიფორმა და კაპიტანმა მალდინიმ თასი ასწია. მილანი პირველი იტალიური კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც ეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული მოიგო [13].
საკონტინენტაშორისო თასისთვის მილანი ბრაზილიის სანტოსს დაუპირისპირდა, რომელშიც პელე ბრწყინავდა. 1963 წელს იტალიელებმა სამხრეთამერიკელებს შინ 4:2 სძლიეს. ამავე ანგარიშით უკვე რიო დე ჟანეიროში სანტოსმა მოიგო. მესამე და გადამწყვეტ მატჩში ბრაზილილელებმა 1:0 მოიგეს.
ამავე წელს პრეზიდენტმა რიცოლიმ "მილანის" სამწვრთნელო ბაზის, მილანელოს მშენებლობა დაასრულა, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად ფრანკო კარარო მოვიდა. როკოს ყველა სურვილი დააკმაყოფილა და ახალი ფეხბურთელებიც დაიმატა. შავ-წითელი მაისური მოირგეს მეკარე ფაბიო კუდიჩინიმ, მცველმა სოლ მალატრაზიმ და შვედმა თავდამსხმელმა კურტ ჰამრინმა, გუნდს დაუბრუნდა პიერო პრატი.
1967 წელს მილანმა პირველად მოიგო იტალიის თასი - ფინალში "პადოვა" 1:0 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ კი უკვე დუბლი შეასრულა, ჯერ სერია ა მოიგო[14]., შემდეგ კი თასების მფლობელთა თასი, რომელიც მეორე ევროპული თასი იყო კლუბის ისტორიაში. ფინალში "ჰამბურგი" დაამარცხა 2:0. ორივე გოლი კნუტ ჰამრინმა გაიტანა.
მომდევნო სეზონი ტრიუმფალური აღმოჩნდა როსონერისთვის. როკოს გუნდმა ჩემპიონთა თასი კიდევ ერთხელ მოიგო. ფინალში მილანელებმა ამსტერდამის "აიაქსი" 4:1 გაანადგურეს. ჰოლანდიურ კლუბში მაშინ იოჰან კრუიფის ვარსკვლავი იწყებდა გაბრწყინებას. ბერნაბეუზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში პრატიმ ჰეთთრიკი შეასრულა[15].
1969 წელს "მილანის" ფეხბურთელმა პირველად მოიგო ”ოქროს ბურთი”. ”ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში იტალიის ნაკრების ლიდერმა, 1968 წლის ევროპის ჩემპიონმა ჯანი რივერამ პირველობა არავის დაუთმო[16].
საკონტინენტაშორისო თასი კლუბმა პირველად 1969 წელს მოიგო. ორმატჩიან დუელში იტალიელებმა არგენტინის "ესტუადიანტესს" 4:2 სძლიეს[17].
კრიზისი
ფრანკო კარარომ პრეზიდენტის პოსტი 1971 წელს დატოვა, "მილანში' პრობლემებიც სწორედ მაშინ დაიწყო. გუნდი ინერციით კიდევ ახერხებდა წარმატებულ გამოსვლას და 1972 და 1973 წლებში ქვეყნის თასი მოიგო[18]., მეორედ აღმართა თასების მფლობელთა თასი.
ჯანი რივერა
კონფლიქტი რივერასთან
1972 წელს როსონერის პრეზიდენტი ალბინო ბუტიკი გახდა. მისი მოღვაწეობა ყველაზე სკანდალური გამოდგა. მას ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ჯანი რივერასთან, რომელსაც გულშემატკივრები აღმერთებდნენ. ბუტიკი ყველანაირად ცდილობდა ვეტერანი ფეხბურთელის დამცირებას. აქვეყნებდა შეკვეთილ სტატიებს, ყველა ინტერვიუში მას ლანძღავდა. მის მიერ მიწვეული მწვრთნელები მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევდენენ. იმავე პერიოდში გუნდიდან წავიდნენ ჯოვანი ტრაპატონი,შნელინგერი, სოპრმანი, პრატი. ჯანი რივერა კი 1974 წელს ტრანსფერზე დააყენეს. თუმცა, ვეტერანი ფეხბურთელის წაყვანა არავინ ისურვა. ნელნელა ფეხბურთელსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და საქმე სასამართლომდე მივიდა. ბუტიკი დამარცხდა და თანამდებობა დატოვა.[19].
"მილანმა" იტალიის თასი 1977 წელს მეოთხედ მოიგო[20]., ფინალში "ინტერი" დაამარცხა. 1979 წელს კი სკუდეტო მოიგო. იმ წელს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ჯანი რივერამ. თუმცა ერთი ლეგენდა მეორემ ჩაანაცვლა - 1978-79 წლების სეზონში "ვერონას" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა მომავალმა ლიდერმა ფრანკო ბარეზიმ[21].
დაქვეითება სერია ბ-ში
გულშემატკივრების რისხვა 1979-1980 წლების სეზონში გაიზარდა, მაშინ როსონერი ჩემპიონთა თასს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას. "პორტუსთან" ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა[22]. სეზონის ბოლოს კი "მილანი" დიდ სკანდალში გაეხვა - გარიგებულ მატჩებში დასდეს ბარალი.
იტალიელმა სამართალდამცავებმა სეზონის უკანასკნელი ტურის შემდეგ "ლაციოს", "აველინოს", "ბოლონიას", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "ჯენოას", "პერუჯას" და "მილანის" ათეულობით ფეხბურთელი დააკავეს. როსონერის შემადგენლობიდან დააპატიმრეს ვეტერანი მეკარე ენრიკო ალბერტოზი და 33 წლის მცველი ჯორჯო მორინი. მალე მათ თავდამსხმელი სტეფანო კიოდოც დაემატათ. ბოლოს დაიჭირეს პრეზიდენტი ფელიჩე კოლომბო, რომელიც უამრავ გარიგებაში ამხილეს. მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ენრიკო ალბეტროზი 4 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მორინი ერთი წლით, ხოლო კიოდო ნახევარი წლით.
ყველაზე მეტად მილანი დაზარალდა - ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი გუნდი, რომელიც უცვლელას ასპარეზობდა იტალიის უმაღლეს ლიგაში, სერია ბ-ში დააქვეითეს [23].
კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. გუნდის ხელმძღვანელობამ კი აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. ფრანკო ბარეზიმ, მაურო ტასოტიმ და სხვებმა სერია ბ მოიგეს და "მილანი" კვლავ ელიტაში დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით. 16 გუნდიან ჩემპიონატში როსონერიმ მე-14 ადგილი დაიკავა და კვლავ ქვედა ლიგაში გავარდა.
გაკოტრებული მილანი
1982-1983 წლებში "მილანმა" სერია ბ კიდევ ერთხელ მოიგო და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. თუმცა როსონერის პრობლემები ამით არ დამთავრებულა, 1985 წელს კლუბის პრეზიდენტი ჯუზეპე ფარინა სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. იტალიელმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 1982 წლიდან გაქცევამდე სანამ კლუბს მართავდა, თანხებს სხვადასხვა საეჭვო ფირმების ანგარიშებზე რიცხავდა.[24].
"მილანის" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როსარიო ლო ვერდემ 1986 წლის 15 იანვარს საგანგებო რესკონფერენცია გამართა და განაცხდა რომ კლუბი გაკოტრებულია და აქციონერთა საბჭო მზადაა ნებისმიერი შემოთავაზება განიხილოს.
თებერვლის დასაწყიში "მილანის" შეძენის სურვილი ბიზნესმენმა დარიო არმანიმ გამოთქვა. თუმცა მალე კლუბის მესვეურებმა განაცხადეს, რომ 8 მილიარდი ლირის სანაცვლოდ აქციათა ძირითადი პაკეტი კომპანია ”ფინინვესტს” გადაეცა. მარტში მილანის თეატრ ”მონცონიში” კლუბის ახალი ხელმძღვანელების ინაუგურაცია შედგა. გულშემატკივრებმა სწორედ მაშინ გაიცნეს როსონერის ახალი პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი და ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი.
მსოფლიო ლიდერთა შორის
ხსნა – ბერლუსკონი
პირველივე პრესკონფერენციაზე სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ "მილანი" მისი ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო: ”დღეს ჩვენ საშუალო დონის გუნდად ვითვლებით, მე კი მინდა, რომ მალე მხოლოდ იტალიაში კი არა მთელ მსოფლიოში პირველები ვიყოთ.[25]”
ბერლუსკონიმ პრაქტიკული ნაბიჯები მალევე გადადგა, ბერგამის "ატალანტიდან" ნახევარმცველი რობერტო დონადონი გადმოიყვანა, "ფიორენტინადან" ჯოვანი გალი და დანიელე მასარო, "ვერონადან" კი ფორვარდი გალდერიზი მოიწვია.
ახალი სეზონის დაწყებისთანავე შვედი მწვრთნელის ნილს ლიდჰოლმის გაშვებაზე ალაპარკდნენ, პრეზიდენტს შედეგები არ აკმაყოფილებდა, თუმცა სკანდინავიელმა პოსტი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა, მხოლოდ იმიტომ რომ კლუბმა უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
სილვიო ბერლუსკონიმ მსოფლიო 1987 წელს აალაპარაკა, მაშინ ტელემაგნატმა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის თანხა 40 მილიარდი ლირა (21 მილიონი დოლარი) ტრანსფერებში დახარჯა. შავ-წითლი მაისური ჰოლანდიელმა სამეულმა მოირგო: მარკო ვან ბასტენმა, რუდ გულიტმა და მცველმა ფრენკ რეიკარდმა. მათ გარდა გუნდში მოვიდნენ კარლო ანჩელოტი, კოლომბო, ბიანკი, ბორტოლაცი, მუსი, მილანის ახალგაზრდული გუნდიდან გადმოიყვანეს პაოლო მალდინი, როსონერის შემადგენლობაში ჩაირიცხა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინელი სერხიო ბორხი. უცხოელ ფეხბურთელებზე დაწესებული ლიმიტის გამო "მილანმა" პირველ სეზონში რეიკარდი და ბორხი ერთი სეზონით სხვა კლუბებში გაანათხოვრა.
საკის ერა
სილვიო ბერლუსკონიმ მწვრთნელიც ახალი მოიყვანა, "პარმადან" გადმოიბირა იმ დროისთვის სრულიად უცნობი სპეცილისტი არიგო საკი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა „მილანის“ ისტორიაში.
ახალ მწვრთნელს დიდი მიზნები დაუსახეს - მაქსიმუმ ორ სეზონში "მილანი" იტალიის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ბერლუსკონი დიდ თანხებს დაპირდა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, თუმცა პრემიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სკუდეტოს მოიგებდნენ.
არიგო საკი
არიგო საკი გუნდს ბრწყინვალე ტაქტიკური ელემენტებით გაჯერებულ შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა, მან კორექტივები შეიტანა ფიზიკურ მომზადებაშიც. სწორედ საკიმ შეძლო ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების ერთ გუნდად შეკვრა. გეგმა ”გადაჭარბებით” შესრულდა - სადებიუტო 1987–1988 წლების სეზონში მილანმა სერია ა მეთერთმეტედ მოიგო. მაშინ ჩემპიონატის ცხრილს მარადონას "ნაპოლი" ლიდერობდა, თუმცა პირველ წრეში სან-სიროზე როსონერიმ 4:1 გაანადგურა. საკიმ იცოდა, რომ მარადონა და კომპანია ბურთის გათამაშებით, მოკლე პასებით ეცდებოდნენ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, ამიტომ მთავარი აქცენტი ბურთის ართმევაზე გააკეთა გადაიტანა. მით უფრო რომ გუნდში ე.წ. ვარდნების ისეთი დიდოსტატები ჰყავდა, როგორიც პაოლო მალდინი და ფრანკო ბარეზი იყვნენ. "ნაპოლისთვის" მოულოდნელი აღმოჩნდა "მილანის" აწყობილი თამაში. გულიტმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.[25]”
მეორე წრეში ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება სეზონის მთავარი მოვლენად იქცა -"მილანს" უშუალო კონკურენტზე ერთი ქულით მეტი ჰქონდა , ამიტომ ჩემპიონის ვინაობა, ფაქტობრივად, ამ მატჩში წყდებოდა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორენახევარში კი "ნაპოლის" 80 ათასი გულშემატკივრის წინ ვირდისის ორი გოლსა და ვან ბასტენის კიდევ ერთი გაბრწყინებას, ნაპოლიმ მხოლოდ კარეაკას გოლით უპასუხა - "მილანმა" 3:2 მოიგო. მომდევნო ტურში საკის გუნდმა "იუვენტუსთან" ფრედ 0:0 ითამაშა, "ნაპოლიმ" კი "ფიორენტინასთან" წააგო. ბოლო მატჩი "კომოს" წინააღმდეგაც ფრედ 1:1 დაასრულეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა, იმისათვის რომ 9 წლიანი პაუზის შემდეგ როსონერის სკუდეტო მიეღო.[26]. აქედან დაიწყო მილანის ბატონობა იტალიურ და მსოფლიო ფეხბურთში.
სეზონის ბოლოს საკის მოთხოვნით გუნდს დაუბრუნდა ფრანკ რეიკარდი და ჰოლანდიური ტრიო - გულიტი, ვან ბასტენი, რეიკარდი შეიკრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1988 წლის ”ფრანს ფუტბოლი” გამოკითხვაში პირველი საპატიო სამი ადგილი სწორედ ამ ჰოლანდილებმა დაიკავეს შემდეგი თანმიმდევრობით - ვან ბასტენი, გულიტი და რეიკარდი.
მომდევნო სეზონში საკიმ აქცენტი ევროპულ ტურნირებზე გააკეთა, 1988 წელს ჩემპიონთა თასის მნიშვნელოვანი შეხვედრა ნოემბერში "სტელა როსასთან" გამართეს. ანგარიში 0:1 იყო, მილანი უსახურ თამაშს ატარებდა. მოულოდნელად სტადიონზე ისეთი ნისლი ჩამოწვა, მატჩის გაგრძელება შეულძლებელი გახდა. ამიტომ შეხვედრა გადადეს. გადატანილ შეხვედრაში როსონერიმ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დაასრულა, პენალტების სერიაში კი 3:2 იმარჯვა და თასისთვის ბრძოლა განაგრძო.
შთამბეჭდავი გამოდგა ნახევარფინალური მატჩი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა. იმ დროს "რეალი" მსოფლიო ფეხბურთის მწვევრვალზე იყო, ამიტომ ახლადაწყობილ გუნდთან ფრედ თამაში წაგებას უდრიდა. იმ შეხვედრაში მილანელთაგან საუკეთესო პაოლო მალდინი იყო, რომელიც მუდმივად მოძრაობდა და ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს.
ყოველივე ამან დამატებითი ინტრიგა შემატა განმეორებით შეხვედრას, რომელიც სან-სიროზე გაიმართა. საკუთარ მოედანზე მილანელებმა 5:0 გაანადგურეს მადრიდელები. პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი შესვენებაზე სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა, ანჩელოტიმ რეიკარდმა და გულიტმა გიტანეს. მეორე ტაიმში კი ვან ბასტენმა და დონადონიმ უფრო სოლიდური გახადეს ანგარიში.
ბარსელონაში გამართულ ფინალში როსონერი ბუქარესტის სტიაუას შეხვდა. კატალონიაში როსონერის უამრავი გულშემატკივარი გაჰყვა და მთელი ქუჩები შავ-წითელ ფერებში აჭრელდა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ფეხბურთელებს. სტადიონზეც მხოლოდ ეს ფერები დომინირებდა. "მილანმა" 1986 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი 4:0 გაანადგურა. გულიტმა და ვან ბასტენმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. 24 წლის შემდეგ როსონერი ევროპული ფეხბურთის სათავეში მოექცა.
მილანის ისტორიაში პირველად ზაფხულში ევროპის სუპერ თასი აღმართეს, დეკემბერში კი ტოკიოში გამართულსაკონტინენტთაშორისო თასზე მეორედ იმარჯვეს. მილანელები კოლუმბიურ "ატლეტიკო ნასიონალს" დაუპირისპირდნენ. უკვე 120-ე წუთი მიმდინარეობდა და ყველა პენალტების შესრულებას ელოდა, როცა ჩიკო ევანიმ საჯარიმო დარტყმის შემდეგ "მილანმა" გაიტანა და კლუბს კიდევ ერთი ტიტული შესძინა.
მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონატში ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. მთავარი კონკურენტი კვლავ "ნაპოლი" იყო, რომელიც ფეხდაფეხ მისდევდა. ბოლოს წინა ტურში "ვერონას" წინააღმდეგ ითამაშეს. ამ შეხვედრაში მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მოედნიდან ერთდროულად გააძევა რეიკარდი, ვან ბასტენი, კოსტაკურტა და ზედ მწვრთნელი საკიც მიაყოლა. შემდეგ ვერონელის თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა და მილანიც სკუდეტოს დაემშვიდობა.[27].
სერია ა-ში წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად "მილანი" ევროპულ ტურნირებზე კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. 1990 წელს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგეს. ვენაში გამართულ ფინალში რეიკარდის გოლით "ბენფიკა" დაამარცხეს. ლიგას ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასებიც დაუმატეს და სეზონი სამი ტიტულით დაასრულეს.[28].
მომდევნო წელს ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მარსელის "ოლიმპიკთან" სტადიონზე შუქი ჩაქრა, მილანელებმა, რომლებიც შეხვედრას აგებდნენ, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. უეფა-მ კი წაგებაში ჩაუთვალა და როსონერის დისკვალიფიკაციაც მისცა - გათამაშება დატოვა და ევროტურნირებიდან ერთი წლით მოიკვეთა.[25].”
კაპელოს მილანი
მილანის განლაგება 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ
ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე სკუადრა აძურა ვერ მოხვდა, ამიტომ საკის ნაკრებში უხმეს, მის ნაცვლად როსონერიში კი ფაბიო კაპელო მოვიდა. კაპელომ საკისგან განსხვავებით ფეხბურთელები მკაცრი სქემებისგან გაათავისუფლა და უფრო მეტი შემოქმედებითობის უფლება მისცა, ახალი მიზნები დაუსახა და "მილანი" უძლიერესი გუნდების სათავეში მოაქცია.
1991-1992 წლების სეზონში მილანმა "პერუჯას" რეკორდი გაიმეორა და სერია ა, 58 მატჩი წაუგებლად დაასრულა და სკუდეტოს კიდევ ერთხელ დაეუფლა[29]. ტიტული მომდევნო წელსაც დაიცვეს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი შესანიშნავი შედეგით გავიდნენ - 10 მატჩიდან ყველა მოიგეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, ჯგუფურ ეტაპზე "პსვ ეინდჰოვენის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ შეძლო მილანელთა კარის აღება.
1993 წლის ფინალში იტალიელები მარსელის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდნენ, სადაც დამარცხდნენ, თუმცა მალე ფრანგები გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს და დასაჯეს. მათ ნაცვლად ევროპის სუპერთასსა და საკონტინენტაშორისო თასზე მილანმა იასპარეზა, თუმცა ტიტულის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ მოიგო იტალიის სუპერთასი.
იმ წელს ჰოლანდიური ტრიო გუნდიდან წავიდა, გულიტი კაპელოს ეჩხუბა და "სამპდორიაში" გადავიდა, რეიკარდი "აიაქსს" დაუბრუნდა, ვან ბასტენმა კი ტრავმა ვერაფრით მოირჩინა და კარიერა დაასრულა. მათ ნაცვლად ახალი ვარსკვლავები გაბრწყინდნენ - ჟან-პიერ პაპენი, სებასტიანო როსი, სტეფანო ერანიო, ზვონიმირ ბობანი, მარსელ დესაი და კრისტიან პანუჩი.
როსონერის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა 1994-მა წელმა[30], იმ სეზონში "მილანმა" ზედიზედ მესამედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, კაპელოს გუნდის ყველა რგოლი უმაღლესი დონის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, იმ დროის დაცვის ოთხეული ბარეზი—მალდინი - კოსტაკურტა - ტასოტი, ფეხბურთის ისტორიაში დღემდე საუკეთესო დაცვად ითვლება. სწორედ მათი წყალობით შავ-წითლების კარში გოლის გატანა წარმოუდგენელი იყო.
"მილანმა" ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ფინალში კი კრუიფის "ბარსელონას" დაუპირისპირდა. იმ დროს კატალონიურ კლუბს ”ოცნების გუნდსაც” უწოდნებდნენ. იტალიელებს დაცვაში დიდი დანაკლისი ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის გამო ფინალი კაპიტანმა ბარეზიმ და კოსტაკურტამ გამოტოვეს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად "მილანი" ფავორიტად არ ითვლებოდა. თუმცა უკვე პირველი ტაიმის შემდეგ როსონერი მასაროს დუბლის წყალობით 2:0 იგებდა. მეორე ნახევარში სავიჩევიჩმა ულამაზესი გოლით ანგარიში სამამდე გაზარდა. მატჩს საბოლოო წერტილი კი მარსელ დესაიმ 58-ე წუთზე დასვა. მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ზღაპრული მატჩი აჩუქა გულშემატკივარს[31].
ჩემპიონთა ლიგის თასს იტალიის სუპერთასიც მიაყოლეს. "სამპდორიასთან" მატჩში ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მიხაილოვიჩმა პირველ ტაიმში გაიტანა, თასის მოპოვების შანსი "მილანმა" 85-ე წუთზე გულიტის გოლით შეინარჩუნა. პენალტების სერია კი უკეთ შავ-წითლებმა შეასრულეს და მათ სასარგებლოდ ანგარიში 4:3 დაფიქსირდა.[32]
1995 წლის თებერვალში ევროპის სუპერთასისთვის "მილანი" "არსენალს" დაუპირისპირდა, პირველი მატჩი ჰაიბერიზე ფრედ დასრულდა. სან-სიროზე გამართულ შეხვედრაში როსონერიმ მეტოქე 2:0 დაამარცხა. გოლები ბობანმა და მასარომ გაიტანეს[33]. ევროპის სუპერ თასი "მილანმა" მესამედ მოიგო. იმ წელს დაუფლა იტალიის სუპერ თასსაც.
კაპელოს გუნდი მომდევნო სეზონში უკვე არასტაბილურად თამაშობდა, მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მაინც მოახერხა, თუმცა "აიაქსთან" 0:1 დამარცხდა, ჰოლანდილებმა ანგარიშის გახსნა მატჩის ბოლოს მოახერხეს, პატრიკ კლუივერტმა ფრანკ რეიკარდის პასით გაიტანა.
ჩავარდნილი სეზონები
მომდევნო სეზონში "მილანი" კიდევ ერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი, მაშინ უკვე ჯორჯ ვეა ბრწყინავდა. 1996 წელს სეზონის ბოლოს კაპელო გუნდიდან წავიდა და ჩავარდნაც დაიწყო. როსონერიმ ლიდერის პოზიციები დათმო. მთავარ მწვრთნელად ურუგვაელი ოსკარ ტაბარესი დაინიშნა, თუმცა მისი მუშაობა იტალიურ გუნდში მხოლოდ 5 თვეს გაგრძელდა, შემდეგ კვლავ არიგო საკი დააბრუნეს,მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.
მომდევნო სეზონში მთავარი მწვრთნელს პოსტი კვლავ კაპელოს ანდეს. ვერც მან უშველა კლუბს. 1997-1998 წლებში "რომასთან" 0:5 წააგეს, "პარმასთან" მხოლოდ ქულის აღება შეძლეს და "ფიორენტინასთან" 0:2 დათმეს შეხვედრა. კლუბიც საერთოდ ევროტურნირებს მიღმა დარჩა.[34][35]. ამ ფაქტმა გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მათი აგრესია ფეხბურთელებზეც გადავიდა. აშკარა იყო, რომ "მილანის" დიდების ერა დასრულდა. საფეხბურთო კარიერა დაასრულეს მაური ტასოტიმ და ფრანკო ბარეზიმ, ამ უკანასკნელმა კაპიტნის სამკლაური პაოლო მალდინის გადასცა.
კლუბში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ხელმძღვანელობას გუნდიდან არც ერთი ფეხბურთელი არ გაუშვია, თანამდებობა მხოლოდ კაპელოს დაატოვებინეს და მის ნაცლად ძაკერონი დანიშნეს. მან ცვილებები შეიტანა სათამაშო სქემაში. განაპირა მცველებს მეტი თავისუფლება მიანიჭა და თავდამსხმელების დახმარებაც დაავალა. ამიტომ უკანა ხაზის მოთამაშეები ხშირად აკეთებდნენ საგოლე გადაცემებს. შეტევა უფრო მასობრივი გახდა. ასეთი მიდგომით სეზონის მეორე ნახევარში "მილანი" ცხრილის სათავეში მყოფ რომის "ლაციოს" დაეწია, ბოლო ტურში აართვა ტიტული და მე-16 სკუდეტო მოიპოვა[36]. თუმცა ეს გამონათებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ახალი წარმატებული სერიის დაწყებას. ძაკერონიმ პოსტი მალე დატოვა. რამდენიმე სპეციალისტის გამოცვლის შემდეგ გუნდი კარლო ანჩელოტის ჩააბარეს.
წარმატებების სერია
2002-2003
2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ანჩელოტისთან ერთად მილანმა მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა და ფაქტობრივად ახალი გუნდი შექმნა. მოვიდნენ ჯენარო გატუზო, ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, ანდრეა პირლო და კახა კალაძე. ანჩელოტის მწვრთნელობის დროს ახალი ერა დაიწყო „მილანში“.
კლუბი სტაბილურად ასპარეზობდა ჩემოპინთა ლიგის 2002–2003 წლების გათამაშებაში. ნახევარფინალში მილანური დერბი გაიმართა, რამაც დამატებითი ინტრიგა შესძინა გათამაშებას. მთელი მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება სან-სიროსკენ იყო მომართული. თამაში დაძაბული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა.მარტინსმა გაათანაბრა და საბოლოოდ ეს შეხვერადც ფრედ 1:1 დასრულთა. ეს ანგარიში "მილანისთვის" ფინალში მოსახვერდად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ბოლო შეხვედრაში მას სტუმრის სტატუსი ჰქონდა.
მეორე ფინალისტი ტურინის "იუვენტუსი" გახდა, მათ ნახევარფინალში ვარსკვლავებით დახუნძლული მადრიდის "რეალი" დაამარცხეს. იტალიურ ფინალში, რომელიც მანჩესტერში "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე გაიმართა, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დამთავრდა, შევჩენკოს მიერ გატანილი გოლი მსაჯმა არ ჩათვალა. პენალტების სერიაში დიდამ მონტეროსა და ძალაიეტას დარტყმული მოიგერია, ააცილა ტრეზეგემ. კალაძესა და ზეედორფს კი ჯანლუიჯი ბუფონმა აუღო. გადამწყვეტი დარტყმა ანდრეი შევჩენკომ შეასრულა. საბოლოოდ 3:2 და მილანმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ ყველაზე პრესტიჟული ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. პაოლო მალდინიმ კაპიტნის რანგში პირველად ასწია თასი[37].
იტალიის თასის ფინალში კი "რომას" დაუპირისპირდნენ. მილანელებმა 4:1 დაამარცხეს რომაელები და კლუბი კიდევ ერთი ტიტულით გაამდიდრეს.
იმავე სეზონში მილანმა კიდევ ერთი ევროპული თასი აღმართა. ევროპის სუპერთასზე უეფა-ს თასის გამარჯვებული „პორტუ“ დაამარცხა. გამარჯვების გოლი კვლავაც უკრაინელმა ფორვარდმა გაიტანა[38]
. შევჩენკო შესანიშნავ სეზონს ატარებდა და კლუბის რიგებს კიდევ ერთი "ოქროს ბურთის" მფლობელი შეემატა.
ახალ სეზონს „მილანი“ ახალი ფეხბურთელით შეხვდა, შავ-წითელი მაისური ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ მოირგო. როსონერის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს პერსპექტივაზე გათვლით იშვიათად ყიდულობს, ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და სრულიად უცნობი მოთამაშე "სან პაულოდან" გადმოიყვანეს. თუმცა კაკამ მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და კლუბის ნამდვილ ლიდერად იქცა, მოგვიანებით "ოქროს ბურთი" მანაც მიიღო[39] .
2004 წელს "მილანმა" იტლიის ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და გათამაშების უპირველეს ფავორიტადაც ითველბოდა, თუმცა მოულოდნელად მეოთხედფინალში "დეპორტივოთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.[40].
2004-2005
როსონერის კარგი სტარტი ჰქონდა 2004–2005 წლების სეზონში – გუნდმა მოიგო იტალიის სუპერთასი. კარგად თამაშობდა როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. მეოთხედფინალში მილანური დერბი გაიმართა. "მილანი"-"ინტერის" ეს დაპირისპირება სკანდალური გამოდგა.

დიდა, 2005 წლის დერბი
პირველი მატჩი "მილანს" ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც "ინტერის" გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი "მილანის" მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.
ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, "ინტერის" გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.[41].
საქმე უეფას სადისციპლინო კომისიამ - 200 000 ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში "მილანმა" 5:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნახევარფინალში მილანმა „პსვ“ 2:0 დაამარცხა, გოლები შევჩენკომ და ტომასონმა გაიტანეს, ფინალში კი „ლივერპულს“ შეხვდნენ.
სტამბოლში ათათურქის სტადიონზე გამართული 2005 წლის ფინალი საუკეთესო ფინალების რიცხვში შევიდა, თუმცა მილანელებს კოშმარად ახსოვთ. ანგარიში 58-ე წამზე გაიხსნა - ფინალის ყველაზე სწრაფი გოლი პაოლო მალდინიმ გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ "მილანი" სამბურთიანი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე კაპიტნის გოლს ერნან კრესპომ კიდევ ორი გოლი დაუმატა. რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე ტაიმი, მატჩი ახალი განახლებული იყო, რომ "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაიტანა, შემდეგ შმიცერმა და ალონსომ ანგარიში გაათანაბრეს. პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი დარტყმა ორი წლის წინანდელივით ანდრეი შევჩენკომ შეასრულა, თუმცა ამჯერად ვერ გაიტანა.[42].
რაც შეეხება სერია ა-ს, მთელი სეზონის განმავლობაში სკუდეტოსთვის "მილანი" და "იუვენტუსი" იბრძოდნენ, თუმცა ურთიერთშეხვედრაში იუვემ იმარჯვა და როსონერი უტიტულოდ დარჩა.
მომდევნო ორი სეზონი ნამდვილი ჩავარდნა იყო, ყველაფერთან ერთად "მილანი" დასაჯეს, 8 ქულა ჩამოართვეს და ჩემპიონთა ლიგას ერთი წლით დაემშვიდობა. ამის მიზეზი კი იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალი იყო[43].
2006-2007
2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი
„მილანმა“ მძიმედ დაიწყო 2006-2007 წლების სეზონი, გუნდში აშკარად პრობლემები იყო. ჩემპიონთა ლიგაზეც არცთუ სტაბილურად გამოიყურებოდა, ჯგუფურ ეტაპზე "აეკთან" წააგო, "ლილისთან" კი ფრედ ითამაშა. თუმცა უკვე ფლეიოფიდან ძველებურად ათამაშდა - მერვედფინალში "სელტიკის" ბარიერი ადვილად გაიარა, მეოთხედფინალში "მიუნხენის ბაიერნს" ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგო, ნახევარფინალში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა "მანჩესტერის" წინააღმდეგ. მაშინ ეს თამაში ორი ახალი ვარსკვლავის კაკასა და რონალდუს პირად დაპრისპირებად იქცა, რადგან ოქროს ბურთის მფლობელის ბედი ამ ორ ფეხბურთელს შორის უნდა გარკვეულიყო. "მილანმა" ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა ინგლისური გუნდი. კაკამ კი ორივე შეხვედრაში გაიტანა, ოლდ ტრაფორდზე დუბლი შეასრულა, სან-სიროზე კი ანგარიში გახსნა.
ორი წლის წინანდელი ფინალი 2007 წელსაც განმეორდა. ლიგის თასისთვის ბოლო მატჩში კვლავ "მილანი" და "ლივერპული" იბრძოდნენ. იტალიელებმა რევანშის აღება შეძლეს, ფილიპო ინძაგიმ დუბლი შეასრულა, რასაც ინგლისელებმა მხოლოდ კიუიტის გოლით უპასუხეს. ყველაზე პრესტიჟული ტიტული ამჯერად მილანელებს დარჩათ, პაოლო მალდინიმ კი ეს თასი მეხუთედ მოიგო.[44].
სეზონის დასაწყისში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა "მილანის" ამ გაბრწყინებას, თუმცა ლიგის თასს ევროპის სუპერ თასიც ზედ დაურთეს, ესპანურ 'სევილიას" 3:0 მოუგეს, თუმცა დიდად არ უზეიმიათ, ეს ყველაზე სევდიანი ფინალი იყო, ამ ტურნირის ისტორიაში. საქმე ისაა რომ ცოტა ხნით ადრე "სევილიას" ახალგაზრდა მოთამაშე ანტონიო პუერტა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ამიტომ მთელი შეხვედრა მას მიეძღვნა.
იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოება მთლიანად მილანელებმა დაიპყრეს - საუკეთესო მცველი მალდინი გახდა, ნახევარმცველი -ზეედორფი, ხოლო კაკა სეზონის ბომბარდირი, საუკეთესო თავდამსხმელი და სასარგებლო მოთამაშე გახდა.[45].
დეკემბერში "მილანმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზა და ეს ტურნირი პირველად მოიგო. ფინალში იტალიელებმა ბრაზილიური "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხეს.
ახალი კრიზისი
მომდვნო 2007-2008 წლების სეზონი იმით გამოირჩა, რომ "მილანმა" იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ მეხუთე ადგილი გაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება დაკარგა[46], ცხადი იყო რომ კლუბში ახალი კრიზისი იწყებოდა, რაც უფრო ნათლად მომდევნო სეზონში გამოჩნდა. მართალია, კლუბში უკვე მოსული იყო რონალდინიო, მაგრამ ამან "მილანს" ვერ უშველა. 2009 წელს სეზონის დასრულების შემდეგ როსონერიმ კაკა "რეალს" მიჰყიდა, მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დაასახელა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა პაოლო მალდინიმ, რომელმაც გუნდში 25 სეზონი ჩაატარა. კაპიტნის სამკლაური კი მასიმო ამბროზინიმ ჩაიბარა. „ჩელსიში“ გადავიდა კარლო ანჩელოტიც, მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელის პოსტი გამოუცდელმა ლეონარდომ ჩაიბარა.
2009–2010 წლებში გუნდმა არასტაბილურად იასპარეზა, ვერ მოიგო გადამწყვეტი შეხვედრები ჩემპიონატის ფავორიტებთან; ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა - "მანჩესტერთან" სამარცხვინო ანგარიშით წააგო, ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 7:2 მოუგეს[47][48]. "მილანს" საკადრო პრობლემებიც აწუხებდა, რამაც გულშემატკივართა დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გუნდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
ახალ სეზონს გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა. „მილანი" დატოვეს დიდამ და კალაძემ, მათ ნაცვლად კლუბში მოვიდნენ მარკო ამელია, რობინიო, კევინ-პრინს ბოატენგი, ანტონიო კასანო, მარკ ვან ბომელი, სოკრატის პაპასტატოპულოსი. თუმცა როსონერის მთავარი შენაძენი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელიც ბარსელონიდან იჯარით გადმოვიდა.[49].
გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა. სან-სიროზე ტოტენჰემთან 0:1 წაგება გადამწყვეტი გამოდგა [50]. განმეორებით მატჩი, რომელიც ინგლისში ჩატარდა, გოლების გარეშე დასრულდა, რამაც შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ტოტენჰემს მისცა.
ლიგისგან განსხვავებით შიდა ჩემპიონატში წარმატებულად იასპარეზეს. შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, 2011 წელს მილანმა სერია მოიგო და სკუდეტოს დაეუფლა. გუნდმა ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე რომასთან გასვლით მატჩში მოიპოვა. ის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა ტიტულის მისაღებად[51].
რაც შეეხება იტალიის თასს, მილანმა ნახევარფინალამდე მიაღწია, იქ პალერმოს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო[52].
სეზონის დასრულებისთანავე სპორტული პრესა ტრანსფერებზე ალაპარაკდა, თუმცა დადასტურებული მხოლოდ ერთი ფაქტია. მომდევნო სეზონიდან მილანი ანდრეა პირლოს გარეშე იასპარეზებს. იტალიელმა ნახევარმცველმა კლუბი ხელმძღვანელობასთან ფინანსური საკითხების შეუთანხმებლობის გამო დატოვა და იუვენტუსში გადავიდა.
კლუბმა უტიტულოდ დაასრულა 2011-2012 წლების სეზონი. ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან ბარსელონასთან ჯამში 1:3 წაგების შემდეგ გამოეთიშა[53].. სერია ა-ში კი ბოლოს წინა ტურში ინტერთან 2:4 დათმო და სკუდეტოს მფლობელი იუვენტუსი გახდა. მილანი მეორე ადგილს დასჯერდა. სეზონის ბოლოს ნოვარასთან გამართულ შეხვედრა ემოციური გამოდგა, კლუბიდან წავიდნენ ვეტერანები - ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, კლარენს ზეედორფი, ჯენარო გატუზო, ჯანლუკა ძამბროტა და მარკ ვან ბომელი[54].
2013-14 წლების სეზონის პირველი ნახევარი კლუბმა ჩააგდო. მართალია, „მილანმ“ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილი მიუღებელი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის და მათ მასილიმიანო ალეგრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.[55]
მილანის საუკუნოვანი იუბილე
1999 წელს „მილანმა“ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა და გულშემატივართა გამოკითხვის საფუძველზე ყველა დროის უძლიერესი მილანელები გამოავლინეს. საუკუნის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ფაბიო კუდიჩინი
მცველები: კარლ-ჰაინც შნელინგერი, ფრანკო ბარეზი, ჯოვანი ტრაპატონი, პაოლო მალდინი
ნახევარმცველები: რობერტო დონადონი, ფრანკ რეიკარდი, კრუტ ჰამრინი, ჯანი რივერა
თავმდამსხმელები: მარკო ვან ბასტენი, გუნარ ნორდალი
მილანის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ ფრანკო ბარეზი დასახელდა, მას მოსდევენ ჯანი რივერა (ევროპის 1969 წლის საუკეთესო მოთამაშე), მარკო ვან ბასტენი (ევროპის 1988,1989, 1992 წლების საუკეთესო მოთამაშე), გუნარ ნორდალი (ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი) და პაოლო მალდინი („მილანის“ კაპიტანი, ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული).
საუკეთესოები დაასახელეს ამპლუების მიხედვითაც; საუკუნის საუკეთესო მეკარე ფაბიო კუდიჩინი გახდა, საუკეთესო მცველი ფრანკო ბარეზი, საუკეთესო ნახევარმცველი ჯანი რივერა, მარკო ვან ბასტენი კი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. საუკუნის მწვრთნელად კი ნერიო როკო აღიარეს.[56].
ეკიპირება
მილანის ფორმები 1899–2008 წლებში
მილანის პირველი კაპიტანი ასევე ინგლისელი ჰერბერტ კილპინი იყო. მასვე ეკუთვნის მაისურის დიზაინი - შავ-წითელი ვერტიკალური ზოლები, ტრუსების ფერად კი თეთრი აირჩია.[57] წლების განმავლობაში ზოლები ვიწროვდებოდა ან პირიქით, თუმცა მთლიანობაში არ შეცვლილა. ამის გამო მიიღო ზედმეტსახელი „როსონერი“, რაც ქართულად შავ-წითელს ნიშნავს.
გერბის შექმნაც კილპინის სახელთანაა დაკავშირებული. მისი ინივიატივით კლუბის ემბლემად ლომბარდიის მხარის გერბი — თეთრ ფონზე წითელი ჯვარი დარჩა, რაც დღევანდელ ვარიანტშიცაა შემორჩენილი. ოვალი მარცხენა მხარე კლუბის ფორმის ფერებშია შეღებილი, მარჯვნივ ლომბარდიის გერბია, ზევით მილანის აბრევიატურა, ქვემოთ კი დაარსების წელი.
2010 წლიდან „მილანს“ ფორმაზე Fly Emirates აწერია.
სტადიონი
მილანი საშინაო მატჩებს ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელსაც მეორენაირად სან-სიროს ეძახიან. სტადიონი ოფიციალურად 1926 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა. იგი ვია დე პიკოლომინის N5–შია განთავსებული. სან-სირო გარეუბანი იყო, სადაც არენა ააშენეს, ამიტომ თავიდან სწორედ ეს სახელი ეწოდა. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.
უკვე 1947 წლიდან, სტადიონი მეორე მილანური კლუბის, „ინტერის“ საშინაო არენა გახდა (მანამდე „არენა ნაპოლეონიკზე“ თამაშობდა). „ნერაძური“ თავიდან იჯარას იხდიდა, თუმცა შემდეგ სტადიონის თანამფლობელი გახდა.
1980 წლის 3 მარტს სტადიონის შესასვლელთან ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის, ჯუზეპე მეაცას ქანდაკება დაიდგა და მისი სახელი ეწოდა.
სტადიონმა მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ორჯერ განიცდა და დღეს 85 700 კაცს იტევს.[58].
საწვრთნელი ბაზა
მილანელო
მილანელო მილანის სამწვრთნელო ბაზა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო ცენტრია.
ცენტრი 16 ჰექტარზე შუაგულ ტყეშია გაშენებული, ქალაქის ცენტრიდან 50 კილომეტრის დაშორებით. ბაზაზე 6 საფეხბურთო მოედანია, ამას პლიუს 2 პატარა ხელოვნურსაფარიანი მოედანი. 1200 მეტრიანი სარბენი ბილიკი ხელოვნური ტბის გარშემოა გნთავსებული. შენობა შეიცავს ფეხბურთელთა საცხოვრებლებს, პრეს ცენტრის ოთახებს, რესტორნებს, სატრენაჟორო დარბაზებს, ბარებს, სტუმართა მისაღებებს, საკონფერენციო ოთახებს.[59]
მილანელოზე გამართული ვარჯიშები ხშირად პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მილანის გარდა ამ სამწვრთნელო ბაზით იტალიის ნაკრებიც სარგებლობს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე, სკუადრა აძურა სწორედ აქ ემზადება.
ტიტულები
ტიტულები იტალიის ჩემპიონატებში
32 თასი

იტალიის ჩემპიონი: 18
- 1901, 1906, 1907, 1950-51, 1954-55, 1956-57, 1958-59, 1961-62, 1967-68, 1978-79,

- 1987-88, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1995-96, 1998-99, 2003-2004, 2010-2011
- მეორე ადგილი : 15
- 1902; 1947-48; 1949-50; 1951-52, 1955-56, 1960-61; 1964-65; 1968-69; 1970-71; 1971-72; 1972-1973; 1989-90; 1990-91; 2004-05; 2011-12
იტალიის სერია B_ს ჩემპიონი: 2- :1980–81, 1982–83
იტალიის თასი: 5 - 1966-67, 1971-72, 1972-73, 1976-77, 2002-03
- ფინალისტი (9) :
- 1941–42; 1967–68; 1970–71; 1974–75; 1984–85; 1989-90; 1997-98; 2015/16; 2017/18
იტალიის სუპერ თასი: 7 - 1988, 1992, 1993, 1994, 2004, 2011, 2016
- ფინალისტი (3) :
- 1996; 1999; 2003
საერთაშორისო ტიტულები
უეფას და ფიფას 18 თასი
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 7 - 1962-63, 1968-69, 1988-89, 1989-90, 1993-94, 2002-03, 2006-07
- ფინალისტი (4):
- 1957-58; 1992-93; 1994-95; 2004-05
თასების მფლობელთა თასი: 2 - 1967-68, 1972-73
- ფინალისტი (1):
- 1973–74
უეფა-ს სუპერთასი: 5 - 1989, 1990, 1994, 2004, 2007
- ფინალისტი (2) :
- 1973; 1993
საკონტინენტთაშორისო თასი/მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 4- 1969, 1989, 1990, 2007
- ფინალისტი (4):
- 1963; 1993; 1994; 2003
სხვა თასები
ლათინური თასიCoppa Latina: 2- :1951, 1956
- ფინალისტი: 1
- :1953
მიტროპას თასიCoppa Mitropa: 1- :1981-1982
დუბაის თასი: 3- :2009, 2011, 2012
სანტიაგო ბერნაბეუს თასი: 2- :2009, 2011
- ფინალისტი: 1
- :1999
ლუიჯი ბერლუსკონის თასი: 13- :1992, 1993, 1994, 1996, 1997, 2002, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2011, 2014
- ფინალისტი: 11
- :1991, 1995, 1998, 1999, 2000, 2001, 2003, 2004, 2010, 2012, 2015
TIM-ის თასი: 5- :2001, 2006, 2008, 2014, 2015
სან ნიკოლას თასი: 1- :2015
ფედერალური თასიCoppa Federale: 1- :1915-1916
მეფის მედალიMedaglia del Re: 3- :1900, 1901, 1902
მოთამაშეები
შემადგენლობა
|
|
იჯარით წასული ფეხბურთელები
|
ახალგაზრდები
პრიმავერას და ახალგაზრდული გუნდების სანახავად იხილეთ მილანი პრიმავერა (საფეხბურთო კლუბი).
კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა
| პრეზიდენტი | ||
| ვიცე-პრეზიდენტი | ||
| სპორტული დირექტორი | ||
| ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი | ||
| მთავარი მწვრთნელი | ||
| მწვრთნელის თანაშემწე | ||
| მეკარეთა მწვრთნელი | ||
| ფიზიკური მომზადების მწვრთნელი |
რეკორდები
ჩატარებული მატჩები
| ყველაზე მეტი თამაში ყველა შეჯიბრებაში: | |
| ყველაზე მეტი თამაში იტალიის ლიგაში: | |
| ყველაზე მეტი თამაში იტალიის თასზე: | |
| ყველაზე მეტი თამაში ევროპულ შეჯიბრებებზე: | |
| ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველ გუნდში: | |
| ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი პირველ გუნდში: | |
| ყველაზე მეტი გატარებული დრო გუნდში: |
ყველაზე მეტი გამოსვლა
|
გოლები
| ყველაზე მეტი გოლი ყველა შეჯიბრებაში: | |
| ყველაზე მეტი გოლი იტალიის ლიგაში: | |
| ყველაზე მეტი გოლი იტალიის თასზე: | |
| ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: | |
| ყველაზე მეტი თამაში გოლის გატანის გარეშე (მეკარის გარდა): | |
| ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი: | |
| ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი: |
საუკეთესო ბომბარდირები

გუნარ ნორდალი
|
გაუქმებული ნომრები
| ნომერი | მოთამაშე | პოზიცია | „მილანის“ კარიერა | |
|---|---|---|---|---|
| დებიუტი | ბოლო თამაში | |||
3 | მცველი | 20 ივნისი, 1985 | 31 მაისი, 2009 | |
6 | მცველი | 23 აპრილი, 1978 | 1 ივნისი, 1997 | |
კაპიტნები
პაოლო მალდინი – მილანის კაპიტანი 1997–2009 წლებში
|
|
სპონსორები
„მილანის“ სპონსორთა ოფიციალური სია.[60]
გენერალური სპონსორი
- 1981-1982 პოო ჯეანს
- 1982-1983 ჰიტაჩი
- 1983-1984 ოლიო კუორე
- 1984 რეტე
- 1984-1985 ოსკარ მონდადორი
- 1985-1987 ფოტორექს U-Bix
- 1987-1992 მედიოლანუმი
- 1992-1994 მოტა
- 1994-2006 ოპელი
- 2006-2010 Bwin
- 2010-2015 Fly Emirates[61]
ტექნიკური სპონსორი
- 1978–1979 ადიდასი
- 1979–1980 ადიდას ლინეა მილან
- 1980–1982 ლინეა მილან
- 1982–1984 NR
- 1984–1985 ჯანი რივერა
- 1986–1990 კაპა
- 1990–1993 ადიდასი
- 1993–1998 ლოტო
- 1998– ადიდასი, კონტრაქტის მიხედვით 2017 წლამდე [62]
ყველა მწვრთნელი
[63]
| |
| |
|
კლუბის პრეზიდენტები
სილვიო ბერლუსკონი მილანის პრეზიდენტი 1986 წლიდან დღემდე.
| |
| |
|
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
მილანი (საფეხბურთო კლუბი) Twitter-ზე- ქართული ფან-კლუბის საიტი
- სხვა ქართული ფან-კლუბი
სქოლიო
↑ History. „მილანის“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ oleole.com - A.C. Milan History
↑ 15 aprile 1900, Torinese vs Milan 3-0. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ LEAGUE TITLE 1907. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ LEAGUE TITLE 1906. წაკითხვის თარიღი: 2011-02-5.
↑ History. „ინტერის“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ 269 MILAN-INTER 105-92 72. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ მილანური დერბის ისტორია. derby-milan.com. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ History. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ Gunnar Nordahl. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ 1957/58: Di Stéfano shines for Madrid. uefa.com. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ Biography of Gianni Rivera - Soccer. Short Biographies. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ 1962/63: Altafini strikes for Milan. uefa.com. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ სერია ა-ს ჩემპიონები. yahoo.com. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ ac milan. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ http://www.espnstar.com/football/news/detail/item164233/List-of-Ballon-d'Or-winners/
↑ "ჩემპიონთა ლიგა 1968/69". acmilan.com. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ იტალიის თასი 1972/73. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ Albino Buticchi. წაკითხვის თარიღი: 2011-02-5.
↑ იტალიის თასი 1976/77. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ History 1970/1985. წაკითხვის თარიღი: 2011-02-5.
↑ AC Milan Dates & results 1979/1980. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ ITALY'S 'TOTONERO' AFFAIR. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ Mondal's Musings: How Silvio Berlusconi Mixed Milan & Politics. goal.com. წაკითხვის თარიღი: 2011-02-6.- ↑ 25.025.125.2ჯანმარია სერას დოკუმენტური ფილმი „paolo maldini il film“, filmmaster television-ის პროდუქცია, 2005 წელი.
↑ AC Milan Season 1987-1988. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ AC Milan Season 1989-1990. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ HONOURS. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
↑ Italy Championship 1991/92. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ 1985/2007. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ 1993/94: Massaro leads Milan rout. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ Titles & Records. წაკითხვის თარიღი: 2011-02-6.
↑ ევროპის სუპერ თასი 1994. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ AC Milan Dates & results 1997/1998.
↑ Italian Serie A League Table.
↑ History of the Italian League championship.
↑ 2002/03: Shevchenko spot on for Milan. უეფა-ს ოფილიალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ UEFA European Competitions 2002-03. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ Ballon d’Or - ანუ ყველაფერი ოქროს ბურთის შესახებ. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ AC Milan. Footbalistic, professional statistics and analytics. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ Inter Milan vs. AC Milan – A Preview of the ‘Derby della Madonnina’. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ AC Milan 3-3 Liverpool (aet) Liverpool win 3-2 on penalties. BBC sport. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ The match-fixing scandal which engulfed Italian football has stunned fans across Europe. BBC sport report. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ 2006/07: Milan avenge Liverpool defeat. uefa.com. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ UEFA Club Football Awards. uefa.com. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30.
↑ Italian Serie A 2007-2008 Table. წაკითხვის თარიღი: 2011-02-6.
↑ AC Milan 2 - 3 Man Utd. BBC Sport. წაკითხვის თარიღი: 2011-02-3.
↑ Manchester United vs AC Milan Live Score And Results – UEFA Champions League (March 10, 2010). Newsonline. წაკითხვის თარიღი: 2011-02-3.
↑ ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მილანის ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-02-6.
↑ კრაუჩის გოლი. უეფას ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-05-25.
↑ 2010/2011 წლების სეზონი. მილანის ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-05-25.
↑ იტალიის თასის ანგარიშები. www.soccerway.com. წაკითხვის თარიღი: 2011-05-25.
↑ Messi sets new mark as Barcelona see off Milan. უეფას ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2012-04-3.
↑ მშვიდობით, სან სირო. მილანის ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 2012-05-14.
↑ მილანმა მასიმილიანო ალეგრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
↑ იუბილე. მილანის ქართული საიტი. წაკითხვის თარიღი: 2011-02-6.
↑ Nottingham-born Herbert Kilpin's legacy lives on at Italian giants AC Milan. Daily Mail. წაკითხვის თარიღი: 2011-01-29.
↑ სან-სიროს ისტორია. წაკითხვის თარიღი: 2011-02-6.
↑ სპორტული ცენტრი მილანელო. წაკითხვის თარიღი: 2011-02-6.
↑ „მილანის“ ფორმა წითელ-შავია. magliarossonera.it.
↑ „მილანი“ „დაფრინავს“ საამიროებით.
↑ ძირითადი გაგება. acmilan.com.
↑ "მილანის" მწვრთნელები. წაკითხვის თარიღი: 2011-02-4.
| |||||
| |||||
| ||||||||
| |||||
| ||||||||
| |||||
| |||||
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- რჩეული სტატიები
- იტალიის საფეხბურთო კლუბები
- მილანი (საფეხბურთო კლუბი)
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"2.416","walltime":"2.804","ppvisitednodes":"value":36609,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":541105,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":248023,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":7,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":29553,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1060.965 1 -total"," 30.03% 318.625 7 თარგი:ნავდაფა"," 24.85% 263.700 185 თარგი:Flagicon"," 19.46% 206.467 201 თარგი:დროშანიშანი"," 15.96% 169.363 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 14.74% 156.426 51 თარგი:საფეხბურთო_გუნდის_მოთამაშე"," 11.84% 125.567 1 თარგი:ინფოდაფა_საფეხბურთო_კლუბი"," 11.10% 117.725 1 თარგი:ინფოდაფა"," 9.45% 100.248 386 თარგი:ქვეყნის_დროშა"," 9.38% 99.555 59 თარგი:Cite_web"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535697,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1272","timestamp":"20190303192601","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dbu10d8u10dau10d0u10dcu10d8 (u10e1u10d0u10e4u10d4u10eeu10d1u10e3u10e0u10d7u10dd u10d9u10dau10e3u10d1u10d8)","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98)","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1543","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1543","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2007-05-25T14:46:17Z"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":198,"wgHostname":"mw1256"););