რუსეთი სექციების სია სახელწოდება | რუსეთის ისტორია | გეოგრაფია და ბუნება | სახელმწიფო | ტერიტორიული მოწყობა | დემოგრაფია | ეკონომიკა | რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები | კულტურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ55°45′ ჩ. გ. 37°37′ ა. გ. / 55.750° ჩ. გ. 37.617° ა. გ. / 55.750; 37.617რედ.The Constitution of the Russian FederationThe CIA World Fact Book, "Russia"The Russian federation: general characteristicsორიგინალიდანWorld leaders gather as Russia remembersWho won World War II?"The 'Princess' of Ipatovo"Sintashta-Arkaim Culture1998 NOVA documentary: "Ice Mummies: Siberian Ice Maiden"Viking (Varangian) OlegHistory of Russia from the Earliest TimesFamine in Russia: the hidden horrors of 1921Purge trials (Soviet history)World War IIThe Allies' first decisive successes > Stalingrad and the German retreat, summer 1942–February 19431990 CIA World FactbookRussian Census of 2002Demographicsორიგინალიდან1 June 2007: A great number of children in Russia remain highly vulnerableResident populationRussia cracking down on illegal migrantsორიგინალიდანEthnic groups in RussiaRussians left behind in Central Asiaრრრრრრრრ
გერმანიადანიაესტონეთილატვიალიტვაპოლონეთირუსეთიფინეთიშვედეთი
გასაახლებელი ინფოდაფარუსეთიევროპის ქვეყნებიაზიის ქვეყნებიდიდი რვიანის ქვეყნებისლავური ქვეყნებიბალტიის ზღვის ქვეყნებიგაეროს წევრი სახელმწიფოებიბირთვული ქვეყნების სია
რუს.რუს.ევრაზიისქვეყანაფედერაციული83 ფედერაციულ სუბიექტისგანსახმელეთო საზღვარიფინეთინორვეგიაესტონეთილატვიალიტვაპოლონეთიკალინინგრადის ოლქსბელარუსიუკრაინასაქართველოაზერბაიჯანიყაზახეთიჩინეთიმონღოლეთიჩრდილოეთი კორეაიაპონიასთანაშშოხოტის ზღვაბერინგის სრუტემეცხრე ადგილი უკავიააზიაში11 დროის სარტყელშიაღმოსავლელ სლავებსკიევის რუსეთივიკინგებსმართლმადიდებლური ქრისტიანობაბიზანტიის იმპერიიდან988სლაურმარუსული კულტურამოსკოვიოქროს ურდოსრუსეთის სამეფოიმპერიადრუსული ალასკასაბჭოთა კავშირისოციალიზმისკომუნიზმისმეორე მსოფლიო ომმარუსეთის ეკონომიკამგაეროს უშიშროების საბჭოსG8G20ევროპის საბჭოსაზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობისშანჰაის თანამშრომლობისკოსტიონკისდონისსკვითებისახლო აღმოსავლეთშიურარტუსასურეთისსინტაშტასარკაიმისპაზურიკებისVIII საუკუნეშიბერძნული კოლონიზაციატანაისიფანაგორიაბოსფორის სამეფორომის იმპერიაჰუნებისავარებისთურქულენოვანი ხალხებიხაზარებისვოლგისკასპიის ზღვისსლავიკიევის რუსეთიუკრაინისბელორუსისკიიშჩეკიხორივი852ვიკინგებირიურიკისსინეუსისტრუველის862ნოვგოროდიოლეგის882883885907911ბიზანტიაში912იგორი994972პაჭანიკებისკევის რუსეთის დიდი მთავარივლადიმირმა980–1015იაროსლავ ბრძენისქრისტიანობა988989მართლმადიდებლობა10781093109711131113ვლადიმირ მონომახიყივჩაყთა11251132კიევის რუსეთივლადიმირ-სუზდალის სამთავრონოვგოროდის რესპუბლიკაგალიჩ-ვოლინის სამთავრომონღოლთა იმპერია1237–1240თათრებულიოქროს ურდოსალექსანდრე ნეველიპოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობანოვგოროდის რესპუბლიკამოსკოვის დიდი სამთავრო1380დიმიტრი დონელისკულიკოვოს ბრძოლაშინიჟნი-ნოვგოროდიტვერინოვგოროდივასილი II14151462ივანე IIIმონღოლებისგან1453ბიზანტიის იმპერიამესამე რომის1547ივანე IVრუსეთის მონარქებიცარიმესამე რომისბიზანტიის იმპერიისმართლმადიდებლურიმოსკოვიყაზანისასტრახანისვოლგასციმბირის სახანოზეციმბირისერმაკისბალტიის ზღვაზე1558ლივონიის ომიყირიმის სახანოსოქროს ურდოს1584თეოდორებორის გოდუნოვირიურიკების დინასტიამ1591უგლიჩშიდიმეტრი ივანეს ძეკაზაკებთანგრიგოლ ოტრიპეევიპოლონეთში1604ცრუ დიმიტრიმოსკოვისკენგოდუნოვების ოჯახიპოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობისვლადისლავ IVშვედებმაცკუზმა მინინისდიმიტრი პოჟარსკისმოსკოვისკენ1613ერობის კრებამიხეილ თევდორეს ძერომანოვთაალექსეი I1653უკრაინარუსეთ-პოლონეთის ომილევობრეჟის უკრაინაკიევისოფიასაპეტრეს1689პეტრე Iიმპერიულ1696დონისაზოვის ზღვისაკენოსმალეთისთვისბალტიის ზღვაზე1700ჩრდილოეთის ომიკარელიაინგერმანლანდიაარეულობის ხანაში1721შვედეთსლივონიაესტონეთიბალტიის ზღვაზე1721სანქტ პეტერბურგირეფორმებმაევროპასეკატერინე I1741ანასპეტრე დიდისელისაბედ Iევროპაშიშვიდწლიან ომშირუსეთის იმპერიაპრუსიასიის1761პეტრე III1762ეკაატერინე IIპოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობისავსტრიასპრუსიასოსმალეთის იმპერიასაომიშავი ზღვის1783ყირიმის სახანოXIX საუკუნისსამხრეთი კავკასიაალექსანდრე Iფინეთი1809ოსმალეთთანბესარაბიანაპოლეონ ბონაპარტისაფრანგეთის1812ომირუსულ ზამთარსმიხეილ კუტუზოვიბარკლაი-დე-ტოლიალექსანდრე Iვენის კონგრესისსაღვთო კავშირის1825ტაგანროგთან1825დეკაბრისტთა აჯანყებანიკოლოზ Iოსმალეთისბოსფორისდარდანელისბალკანეთში1853ყირიმის ომისდიდი ბრიტანეთისაფრანგეთისარდინიის სამეფოცავსტრიაცსევასტოპოლთანოსმალეთმა1881ხალხოსნებმაალექსანდრე IIალექსანდრე IIIრუსეთის იმპერატორინიკოლოზ IIსოციალიზმიიაპონიათანკორეისმანჯურიის19041905190517 ოქტომბერსპირველ მსოფლიო ომშისერბეთისთვისინგლისსაფრანგეთის1916ბრუსილოვის კონტრშეტევა191723 თებერვალს19172 მარტსდროებითი მთავრობაგიორგი ლვოვისლენინმა1917ბოლშევიკები25 ოქტომბერსნიკოლოზ IIსამოქალაქო ომშიბოლშევიკებიოქტომბრის რევოლუციისვლადიმერ ლენინისსოციალისტურიოქტომბრის რევოლუციისბრესტ-ლიტოვსკის ზავითუკრაინაბალტიისპირეთიპოლონეთიკავკასიარუსეთის სამოქალაქო ომში19182 სექტემბერსთეთრი ტერორისწითელი ტერორი1921რუსეთის სფსრ192230 დეკემბერსსაბჭოთა კავშირი15 რესპუბლიკალენინისლევ ტროცკი1924საბჭოთა კავშირისიოსებ სტალინილევ კამენევიგრიგორი ზინოვიევიბუხარინიდიდი წმენდა1934სერგეი კიროვი19361937წითელი არმიისგეგმიური ეკონომიკისინდუსტრიალიზაციისკოლექტივიზაციისგულაგებში1933გერმანიაშიადოლფ ჰიტლერისნაცისტებისკომუნიზმთანერთა ლიგამ1939სსრკმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი23 აგვისტოსაღმოსავლეთ ევროპაშიფინეთილატვიაესტონეთიბესარაბიაპოლონეთის1 სექტემბერსსაფრანგეთიინგლისიმეორე მსოფლიო ომირუსეთის იმპერიისფინეთისზამთრის ომიკარელიის ყელი1940ბალტიისპირეთისლატვიალიტვაესტონეთი194122 ივნისსაღმოსავლეთი ფრონტირუსეთის ისტორიაში30 სექტემბერსმოსკოვისმოსკოვის ბრძოლის1942სტალინგრადის ბრძოლაკურსკის ბრძოლაშილენინგრადისთვის1945ბერლინშიბრძოლისიალტის კონფერენციისიაპონიაკურილიის კუნძულებისაბჭოთა კავშირსგიორგი ჟუკოვმაკონსტანტინე როკოსოვსკიაღმოსავლეთ ევროპისმეორე მსოფლიო ომიიოსებ სტალინისწითელმა არმიამ1956უნგრეთის რევოლუციავარშავის პაქტისოციალისტურიცივი ომიკომუნისტური იდეოლოგიისჩრდილოეთ კორეასაკუბაშისტალინისნიკიტა ხრუშჩოვისტალინის კულტიდე-სტალინიზაციადათბობის ხანაგულაგებიდანხელოვნური თანამგზავრისაშშსიური გაგარინიდედამიწასაშშსკუბის კრიზისილეონიდ ბრეჟნევიკომუნიზმშიუძრაობის ხანასნავთობისგაზისეკონომიკურმა სტაგნაციამალექსი კოსიგინის1979ავღანეთში1989სსრკავღანეთის ომისმიხეილ გორბაჩოვიგარდაქმნაცივ ომზესაბჭოთა კავშირისფედერაციულ1991აგვისტოს პუტჩის19918 დეკემბერსალთაიჩრდილოეთი კავკასიაკოლიმასაიანიურალიიალბუზიამურიანგარაირტიშილენაობივოლგაენისეიბაიკალიკასპიის ზღვალადოგიონეგაკლიმატისინდოეთის ოკეანიდანიანვარიარქტიკულშისუბარქთიკულშიზომიერშისუბტროპიკულშიევროპისციმბირისშორეულ აღმოსავლეთშიციმბირშიურალიევროპისვოლგატბაბაიკალიტყეებსწყალსურალისმდინარეაშავი ზღვისდნეპრიდონიკასპიისვოლგაარქტიკისობიენისეილენაჩრდილოეთის დვინაპეჩორაინდიგირგაბალტიისნევაწყნარი ოკეანისნოვგოროდიყაზანისამარავოლგოგრადიჭაობებიტბაალადოგისონეგისჩუდისილმენიციმბირისბაიკალირიბინსკისშუშენსკოესკრასნოიარსკისვილუისვულკანებიცკამჩატკაზეარქტიკულ უდაბნოებსტუნდრასტყეტუნდრასტაიგასშერეულიფართოფოთლოვანი ტყეებისტყესტეპისტეპიუდაბნოებინახევარუდაბნოებიყინულითთეთრი დათვილომვეშაპისელაპიბატასინიხავსიირემითეთრი მელათეთრი ბუკაკაბიბატასინინაძვილარიქსიტაიგასსოჭის ტყეებიმუხაცაცხვიამურის ვეფხვიმანჯურიის კურდღელიხოხობიარყივერხვისტეპითვაციწვერაჭანგააბზინდაქვეწარმავალიმოსკოვისანქტ-პეტერბურგიევროპული რუსეთიურალის მთებისციმბირიუკრაინისყაზახეთისრუსულიამოსკოვისანქტ-პეტერბურგინოვოსიბირსკიეკატერინბურგინიჟნი-ნოვგოროდისამარაყაზანიომსკინავთობისბუნებრივი აირისქვანახშირისსოფლის მეურნეობასსატრანსპორტო ქსელისარკინიგზო ტრანსპორტირკინიგზასანქტ–პეტერბურგინოვოროსიისკისაავტომობილო ტრანსპორტისაჰაერო ტრანსპორტილანდშაფტიმსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისტურისტისბალტიის ზღვისარხანგელსკიაბაკანიკურილიის კუნძულებისახალინიკამჩატკა19921 ივლისს20083 სექტემბრიდანრუსეთის საქართველოზე განხორციელებული აგრესიის2009შვეიცარიის200520032006აზერბაიჯანიალბანეთიბულგარეთითურქეთიმოლდოვარუმინეთირუსეთისაბერძნეთისაქართველოსერბეთისომხეთიუკრაინაავღანეთიაზერბაიჯანიბაჰრეინიბანგლადეშიბჰუტანიბრუნეიკვიპროსიეგვიპტეერაყივიეტნამითურქეთითურქმენეთიინდოეთიინდონეზიაირანიისრაელიიაპონიაიემენიიორდანიაკამბოჯაკატარილაოსილიბანიმალაიზიამალდივის კუნძულებიმონღოლეთიმიანმარინეპალიომანიპაკისტანიპალესტინარუსეთისაქართველოსინგაპურისირიასომხეთიტაივანიტაილანდიტაჯიკეთიუზბეკეთიფილიპინებიქუვეითიყაზახეთიყირგიზეთიდამოკიდებული ტერიტორიაარცნობილი ქვეყნების სია
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შემქნით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
რუსეთი
Jump to navigation
Jump to search
რუსეთის ფედერაცია რუს. Российская Федерация რუსეთი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
ჰიმნი: რუსეთის ჰიმნი | ||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მოსკოვი 55°45′ ჩ. გ. 37°37′ ა. გ. / 55.750° ჩ. გ. 37.617° ა. გ. / 55.750; 37.617 | |||||
ოფიციალური ენა | რუსული | |||||
მთავრობა | ფედერაცია საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ვლადიმირ პუტინი | ||||
- | პრ.-მინისტრი | დიმიტრი მედვედევი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 17 075 400 კმ2 (პირველი) | ||||
- | წყალი (%) | 13 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 143 666 931 (მე-9) | ||||
- | 2010 აღწერა | 145 274 019 | ||||
- | სიმჭიდროვე | 8,39 კაცი/კმ2 (217-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $2.264 ტრილიონი (მე-6) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $15,948 (52-ე) | ||||
აგი (2007) | 0.817 (მაღალი) (71-ე) | |||||
ვალუტა | რუსული რუბლი ( RUB ) | |||||
დროის სარტყელი | UTC+02:00-დან UTC+12:00-მდე | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00-დან UTC+13:00-მდე (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | RUS | |||||
Internet TLD | .ru, .рф | |||||
სატელეფონო კოდი | 7 |
რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია[1][2] (რუს. Российская Федерация) — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.
რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 142 მილიონ ადამიანს[3]. რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40 % ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია 11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.
რუსები აღმოსავლელ სლავებს მიეკუთვნებიან. რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, პირველი ძლიერი რუსული სახელმწიფო იყო კიევის რუსეთი, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ვიკინგებს, გადმოცემით სლავურ ტომებებს ქვეყნის სამართავად სწორედ ვიკინგები მიუწვევიათ. 9 საუკუნეში რუსეთში ფართოდ ვრცელდება მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რუსეთში ბიზანტიის იმპერიიდან შედის 988 წელს. ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს რუსეთზე, სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელი რუსული კულტურა. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავროებს. რუსეთში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ფეოდალიზმი.
დაშლილი რუსული სახელმწიფოს პერიოდში, ძლიერდება მოსკოვი, მოსკოვი უკვე თავისუფლდება ოქროს ურდოს ბატონობისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. რუსეთი ფართოვდება საზღვრებში, შეიქმნა ახალი სახელმწიფო რუსეთის სამეფო, რომელიც პეტრე დიდის დროს უკვე იმპერიად გამოცხადდა. რუსეთმა მოახერხა მრავალი ქვეყნის ანექსირება და დაპყრობა. დაპყრობილ ტერიტორიებზე სპეციალური კოლონიური პოლიტიკა ტარდებოდა. რუსეთის შემადგენლობაში იყო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიც, კერძოდ რუსული ალასკა.
იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი, რომელშიც უკვე მოგვიანებით 15 რესპუბლიკა გაერთიანდა. სსრკ აგრძელებდა იმპერიულ პოლიტიკას. აქედან ხდებოდა სოციალიზმის და კომუნიზმის პროპაგანდირება მთელ მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომმა.[4][5][6] რუსეთზე უდიდესი გავლენა იქონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. რუსეთს თავდაპირველად მრავალი სირთულე და პრობლემა ჰქონდა, თავდათანობით რუსეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, მას ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით მერვე ადგილი უკავია.
რუსეთი მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია, მათგან აღსანიშნავია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა, რუსეთი ასევე გაერთიანებულია G8-ში და G20-ში. რუსეთი არის ევროპის საბჭოს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.
სექციების სია
1 სახელწოდება
2 რუსეთის ისტორია
2.1 უძველესი პერიოდი
2.2 კიევის რუსეთი
2.3 მოსკოვის დიდი სამთავრო
2.4 რუსეთის სამეფო
2.5 იმპერიული რუსეთი
2.6 საბჭოთა რუსეთი
3 გეოგრაფია და ბუნება
3.1 კლიმატი
3.2 მდინარეები და ტბები
3.3 ფლორა და ფაუნა
4 სახელმწიფო
5 ტერიტორიული მოწყობა
5.1 ფედერალური ოკრუგები
5.2 ეროვნული რესპუბლიკები
6 დემოგრაფია
7 ეკონომიკა
7.1 ტრანსპორტი
7.2 ტურიზმი
8 რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
8.1 ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები
8.2 სამართლებრივი ბაზა
9 კულტურა
10 სქოლიო
სახელწოდება |
ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.
ეროვნული: Россия, Российская Федерация.
ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც „მცხოვრებს“ ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.
რუსეთის ისტორია |
უძველესი პერიოდი |
რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, აღმოჩენილი ადამიანის ფრაგმენტები თარიღდება 35 000 წლით, უძველესი ადამიანის ნასახლარები აღმოჩენილია ქალაქ კოსტიონკის სიახლოვეს მდინარე დონის ნაპირებზე. რუსეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იწყება ტომების გაერთიანება, მათგან აღსანიშნავია სკვითების[7] სახელმწიფო. მათ ახლო აღმოსავლეთში მარბიელი ლაშქრობები მოაწყვეს და იმდროინდელ ურარტუს და ასურეთის უძლიერეს სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
რუსეთის მრავალ ადგილებშია აღმოჩენილი, უძველესი ცივილიზაციების ნაშთები. მათგან აღსანიშნავია სინტაშტას,[8]არკაიმის,[9] და პაზურიკების [10] უძველესი ცივილიზაციები, მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილები იყო რუსეთის ცენტრალურ ნაწილში. ძველი წელთაღრიცხვით VIII საუკუნეში, რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებზე ხორციელდება ბერძნული კოლონიზაცია, ამ ტერიტორიებს მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები ჰქონდა საბერძნეთთან. კოლონიებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტანაისი და ფანაგორია.[11] ამ ადგილებში აღმოჩენილია ბევრი ძვირფასი ნაკეთიბა და მონეტები.
ბერძნული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ, კოლონიების ტერიტორიაზე შეიქმნა ბოსფორის სამეფო. მოგვიანებით რუსეთის სამხრეთ ნაილებს იკავებს გაძლიერებული რომის იმპერია, მაგრამ უკვე რომის იმპერიის კრიზისის პერიოდში, ეს ტერიტორიები ჰუნების და ავარების საცხოვრებელი ადგილები ხდება. რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებზე დასახლებას იწყებს თურქულენოვანი ხალხები, მათგან აღსანიშნავია ჩრდილოეთ კავკასაში დასახლებული ხაზარების[12] მომთაბარე ტომები, ისინი ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენდნენ. თურქულენოვანი ხალხი ასევე სახლობდა მდინარე ვოლგის და კასპიის ზღვის აუზის ტერიტორიებზე.
თანდათანობით ამ ტერიტორიებზე ხდება სლავი ხალხის გაძლიერება. ისინი ქმნიან თავიანთ სპეციალურ სამთავროებს.
კიევის რუსეთი |
IX საუკუნეში ჩამოყალიბდა კიევის რუსეთი, ეს მნიშვნელოვანი პერიოდია რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის ხალხის ისტორიაში. ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული კიი, შჩეკი და ხორივი. (დაახლოებით 852). სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები მოუწვევიათ[13] სამი ძმის — რიურიკის, სინეუსის და ტრუველის მეთაურობით. სწორედ რიურიკი ჩაუდგა კიევის რუსეთს სათავეში და ჩამოაყალიბა რიურიკების დინასტია.
კიევის რუსეთის ფეოდალური სახელმწიფო, სულ უფრო ძლიერდებოდა 862 წელს მათ მიიერთეს ნოვგოროდი. რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა ოლეგის ხელში, რომელმაც 882 წელს მან კიევის ადგილობრივი ფეოფალები დაამარცხა და ქალაქი კიევი მან დაიკავა[14], 883-885 წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო 907 და 911 ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების შემდეგ 912 წელს, სახელმწიფოს მმართველი ხდება იგორი ის ასევე აქტიური საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.
994-972 წლებში კიევის რუსეთის ფეოდალური სახელმწიფო საკმაოდ გაფართოვდა და გაძლიერდა. კიევის რუსეთის მმართველები აწარმოებდნენ ომებს პაჭანიკების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ასეთ ბრძოლაში დაიღუპა კევის რუსეთის დიდი მთავარი სვიატოსლავი. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაზტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვა ვლადიმირმა მოგვიანებით დიდად წოდებულმა (980–1015). ვლადიმირის და მისი ვაჟის იაროსლავ ბრძენის დროს კიევის რუსეთში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა ცხადდება (988-989), კერძოდ, ბიზანტიის მართლმადიდებლობა.
კიევის რუსეთში სიტუაცია ძალიან მძიმე იყო, იაროსლავ ბერძენის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მის ვაჟებს შორის ბრძოლა ტახტის ხელში ჩასაგდებად. 1078-1093 წლებში კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი, მან ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მიწების მთავრები. 1097-1113 წლებში გამართულკმა მთავრების ყრილობებმა უშველა მდგომარეობას ვერ უშველა. 1113 კიევის მთავარი გახდა ვლადიმირ მონომახი, მან შეძლო მდგომარეობის სტაბილიზაცია, მან მოახერხა ყივჩაყთა დამარცხება, ცალკეულ მთავართა დამორჩილება. მაგრამ სიტუაცია მაინც სავალალო იყო და კიევის რუსეთის დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო. 1125-1132 წლებში გამეფდა ვლადიმირის ვაჟი მსტისლავი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. კიევის რუსეთის დაშლილ ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი სახელმწიფოები იყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნოვგოროდის რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო გალიჩ-ვოლინის სამთავრო.
სწორედ ამ პერიოდში ძლიერდება მონღოლთა იმპერია ისინი აწყობედ დაპყრობით ომებს. 1237–1240[15] წლებში მონღოლები იპყრობენ დაშლილ რუსულ სახელმწიფოებს. რუსეთის ამ ტერიტორიებზე დასახლება დაიწყო თათრებული წარმოშობის ხალხმა. მონღოლებმა ამ ტერიტორიაზე შექმნეს ოქროს ურდოს სახელმწიფო, ეს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. უკვე მოგვიანებით მონღოლთა ბატონობა თანდათანობით სუსტდება, რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ალექსანდრე ნეველი, 1240 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ნეველის რაზმა და ნოვგოროდის სახალხო ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შვედები მდინარე ნევაზე. 1242 წელს ნეველმა ჩუდის ტბაზე გაანადგურა გერმანელი რაინდები და შეაჩერა მათი აგრესია აღმოსავლეთით.
მონღოლთა უღლის შესუსტებასთან ერთდ ძლიერდება სხვადასხვა სახელმწიფო, რუსეთი ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოთაგან ყველაზე ძლიერი იყო პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, ვლადიმირ-სუზდალის სამთავროსგან განსხვავებით კვლავ მნიშვნელოვან ძალას ფლობდა ნოვგოროდის რესპუბლიკა.
მოსკოვის დიდი სამთავრო |
კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, მის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიშვა მოსკოვის დიდი სამთავრო. მონღოლებმა ამ ტერიტორიების დაპყრობაც მოახერხეს.
1380 წელს რუსებმა ვლადიმირის მთავრის დიმიტრი დონელის მეთაურობით დაამარცხეს მონღოლები კულიკოვოს ბრძოლაში. ამ ბრძოლის შემდეგ რუსეთი მონღოლების ბატონობისგან არ განთავისუფლებულა მაგრამ დაიწყო ნელნელა რუსული სამთავროების მონღოლებისგან გათავისუფლება.მოსკოვის დიდი სამთავრო, თანდათანობით ძლიერდებოდა, მის ტერიტორია თანდათანობით ფართოვდებოდა. 1392 წელს სამეფომ შეიერთა ნიჟნი-ნოვგოროდი, მის შემადგენლობაში შევიდა ასევე ტვერი და ნოვგოროდი.
XV საუკუნის II ნახევარში მოსკოვის დიდი სამთავროში მიმდინარეობდა ხანგრძლივი შინაფეოდალური ომი, რომელიც ვასილი II-ის გამარჯვებით დასრულდა. ვასილი მეფობდა 1415-1462 წლებში. მის შემდეგ მოსკოვის დიდი სამთავროს მეფე ხდება ივანე III, ივანეს დროს სამეფო განსაკუთრებით ძლიერდება უკვე რუსეთი სრულიად განთავისუფლებულია მონღოლებისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. 1453 წელს დაემხო ბიზანტიის იმპერია, მართლმადიდებლური სამყაროს წინამძღოლობა რუსეთმა იკისრა, უკვე მოგვიანებით შეიმუშავეს მესამე რომის თეორია.
რუსეთის სამეფო |
1547 წელს რუსეთის სამეფოს პირველი მმართველი გახდა ივანე IV (ივანე მრისხანე), ამ პერიოდიდან უკვე რუსეთის მონარქები ატარებენ ტიტულს ცარი. რუსეთის პირველი ცარის ივანე IV-ის დროს შემუშვად მესამე რომის[16] თეორია. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლური სამყაროს პირველობის პრეტენზია რუსეთმა წამოაყენა. "მესამე რომი" ანუ მოსკოვი, თავს ყველა მართლმადიდებლის მფარველად აცხადებდა და ამ უკანასკნელთა იმედებიც გარკვეულწილად მოსკოვს დაუკავშირდა.
რუსეთის სახელმწიფო თანდათანობით სულ უფრო ძლიერდებოდა, სამეფომ დაიპყრო ყაზანის და ასტრახანის სახანოები. რუსეთის საზღვრები უკვე გადის მდინარე ვოლგას და ციმბირის სახანოზე. ამის შემდეგ რუსეთს გზა გაეხსნა ციმბირის სახანოსკენ. ვოლგისპირა კაზაკების რაზმის ატამანის ერმაკის მიერ წამოწყებული ბრძოლა ციმბირის სახანოს წინაარმდეგ. ერმაკის დაღუპვის შემდეგაც გაგრძელდა და ციმბირის სახანოს სამეფოს შემადგენლობაში შესვლით დასრულდა. რუსეთის საზღვრები სულ უფრო იზრდებოდა.
სამეფოს გაუჩნდა სურვილი ბალტიის ზღვაზე გასასვლე ჰქონოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო 1558 წელს ივანე მრისხანემ დაიწყო ლივონიის ომი. ეს ომი რუსეთისთვის წარუმატებლად დასრულდა[17] ამ ოცდახუთწლიანმა ომმა რუსეთს ნგრევა და გაპარტახება მოუტანა. რუსეთმა ვერ მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. უკვე მოგვიანებით რუსეთმა დაიწყო ომი ყირიმის სახანოს წინააღმდეგ, ამ ომით რუსეთმა მიიერთა ყოფილი ოქროს ურდოს მნიშვნელოვანი ტერიტორიები.
1584 წელს ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ავადმყოფი და გონებასუსტი ვაჟი თეოდორე ივანეს ძე. თეოდორე ივანეს ძის მეფობის დროს რუსეთს ფაქტობრივად მართავდა ბორის გოდუნოვი. 1598 წელს თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთში რიურიკების დინასტიამ მმართველობა დაკარგა. ბორის გოდუნოვის გარდაცვალების შემდეგ რუსეთი ანარქიამ და ქაოსმა მოიცვა. ყველაფერი კი დაიწყო იმით რომ, 1591 წელს ქალაქ უგლიჩში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ტახტის მემკვიდრე 8 წლის დიმეტრი ივანეს ძე, გავრცელდა ხმები რომ კაზაკებთან იმყოფებოდა უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე. ეს იყო თვითმარქვია ბერი გრიგოლ ოტრიპეევი. რომელიც პოლონეთში გაიქცა. 1604 წელს ცრუ დიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთად მოსკოვისკენ გაემართა, მის რაზმებს მოსახლეობა უერთდეობდა. მოსკოვის აღების შემდეგ ცრუ დიმიტრიმ ამოხოცა გოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს. 1609 წელს რუსეთში განხორციელდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის შეჭრა, მათ აიღეს მოსკოვი, რუსეთიში გამეფდა ვლადისლავ IV. იმავე წელს რუსეთი დალაშქრეს შვედებმაც.
1612 წელს რუსებმა კუზმა მინინის და თავად დიმიტრი პოჟარსკის ხელმძღვანელობით აჯანყება დაიწყეს. მათ მიზნად დაისახეს რუსეთის ინტერვენტთაგან გათავისუფლება. სახალხო ლაშქარი თანდათანობით იზრდებოდა. 1612 წელს მოლაშქრეებმა გაათავისუფლეს რუსეთის ჩრდილოეთი და მოსკოვისკენ დაიძრნენ. ბრძოლების შემდეგ ინტერვენტები დამარცხდნენ.
1613 წლის თებერვალში გაიმართა ერობის კრება, რომელმაც ერთხმად აირჩია მეფედ 16 წლის მიხეილ თევდორეს ძე რომანოვი. რომანოვთა მმართველობის დასაწყისში ცენტრალური ხელისუფლება დროებით შესუსტდა. სახელმწიფო საქმეებს ძირითადად ერობის კრება წყვეტდა. ვითარება მკვეთრად შეიცვალა მიხეილის ვაჟის ალექსეი I-ის მმართველობის დროს, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება თანდათანობით ძლიერდებოდა. რუსეთმა განაახლა დაპყრობითი ომები, 1653 წელს რუსეთმა შეიერთა უკრაინა, რასაც მოჰყვა რუსეთ-პოლონეთის ომი. ამ ომის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში დამატებით ახალი ტერიტორიები შევიდა (ლევობრეჟის უკრაინა და კიევი).
ალექსანდრე მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებისთვის გაჩახდა ბრძოლა მის ორ შვილს სოფიასა და პეტრეს შორის. 1689 წელს ეს ბრძოლა პეტრეს გამარჯვებით დასრულდა.
იმპერიული რუსეთი |
პეტრე I-ის (პეტრე დიდი), დროს რუსეთის ჩამოყალიბდა როგორც იმპერიულ სახელმწიფოდ. პეტრეს მმართველობის დროს ტერიტორიების შეერთებამ კიდევ უფრო დიდი სახე მიიღო, 1696 წელს პეტრე I-მა აიღო დონის შესართავთან აგებული თურქეთის ციხესიმაგრე აზოვი და გზა გაეხსნა აზოვის ზღვისაკენ, მაგრამ უკვე მოგვიანებით პეტრე იძულებული გახდა ეს ტერიტორიები კვლავ ოსმალეთისთვის დაებრუნებინა. რუსეთს კვლავ სურდა ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა, ამის გამო 1700 წელს დაიწყო ჩრდილოეთის ომი, ამ ომში რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა. ამ ომით რუსეთმა მიიერთა კარელია და ინგერმანლანდია (ეს ორი რეგიონი რუსეთს დაკარგული ჰქონდა არეულობის ხანაში,[18]) 1721 წელს რუსეთსა და შვედეთს შორის დადებული ზავით პეტრე I-ის მიერ დაპყრობილი ლივონია და ესტონეთი რუსეთს შეუერთდა. პეტრემ ბალტიის ზღვაზე ნევის შესართავთან დაიწყო დიდი სანვსადგურო ქალაქის მშენებლობა 1721 წლიდან ახლად აშენებული ქალაქი სანქტ პეტერბურგი რუსეთის დედაქალაქი გახდა. პეტრეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა, რუსეთი ევროპას დაუახლოვა.
პეტრე დიდის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა მისმა მეუღლემ ეკატერინე I-მა. ეკატერინეს მმართველობა მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ეკატერინეს შემდეგ სამეფო ტახტის პრეტენდენტთა რაოდენობა გაიზარდა, 1741 წელს იმპერატორ ანას გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა პეტრე დიდის ქალიშვილმა ელისაბედ I-მა (1741–1762). ევროპაში დაწყებულ შვიდწლიან ომში რუსეთი ჩართული აღმოჩნდა, რუსეთის იმპერია ეომებოდა პრუსიასიის უძლიერეს სახელმწიფოს. ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა, მაგრამ რუსეთმა ამ გამარჯვებით ვერ ისარგებლა რადგან 1761 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ელისაბედი. ტახტი დაიკავა პეტრე III-მ . პეტრეს მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა 1762 წელს რუსეთში მორიგი სამხედრო გადატრიალება განხორციელდა და პეტრე თანამდებობიდან ჩამოაგდეს.
პეტრეს შემდეგ რუსეთის მმართველი გახდა, მისი მეუღლე ეკაატერინე II (ეკატერინე დიდი), ის რუსეთს მართავდა 1762-1796 წლებში. რუსეთმა შეიერთა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის აღმოსავლეთი ტერიტორიები და უკვე ის უშვუალოდ დაუმეზობლდა ცენტრალური ევროპის დომინიონ ქვეყნებს ავსტრიას და პრუსიას.
სულ უფრო ძლიერდებოდა, რუსეთის პოლიტიკა სამხრეთის ქვეყნების მიმართ. სწორედ ამის გამო ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის მრავალი ომი გაიმართა. რუსეთი ნელ-ნელა იკავებდა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, 1783 წელს იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ყირიმის სახანო. ამით ოსმალეთმა დაკარგა მისი ტერიტორიები ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთმა მიიერთა სამხრეთი კავკასია. რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა ალექსანდრე I-ის მმართველობის დროს (1801-1825). შვედეთთან ომის შემდეგ იმპერიის შემადგენლობაში შედის ფინეთი, ხოლო 1809 წელს ოსმალეთთან ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდება ბესარაბია.
XIX საუკუნის დასაწყისში ევროპაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ რაც, საფრანგეთის იმპერატორი გახდა ნაპოლეონ ბონაპარტი. სწორედ ამის გამო მოხდა ევროპული სახელმწიფოების კოალიციის შექმნა საფრანგეთის წინააღმდეგ. 1812 წელს ნაპოლეონმა წამოიყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ომი საკმაოდ გაჭიანურდა, ხოლო ფრანგულმა ჯარმა რუსულ ზამთარს ვერ გაუძლო, რამაც საფრანგეთის დამარცხება განაპირობა. რუსეთის ლაშქრობა ნაპოლეონის სრული კრახით დასრულდა, რასაც შემდგომში მისი ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა. რუსეთის ჯარის ხელმძღვანელები იყვნენ მიხეილ კუტუზოვი და ბარკლაი-დე-ტოლი.
რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა რეაქციული გზა აირჩია. ვენის კონგრესის შემდეგ საღვთო კავშირის შექმნით მან რუსეთს ევროპის ჟანდარმის სახელი დაუმკვიდრდა. 1825 წლის ნოემბერში იმპერიის სამხრეთში მოგზაურობისას ქალაქ ტაგანროგთან მოულოდნელად გარდაიცვალა იმპერატორი. 1825 წელს რუსეთში მოხდა დეკაბრისტთა აჯანყება, ეს აჯანყება წარუმატებლად დასრულდა.
იმპერიის ტახტი დაიკავა ნიკოლოზ I-მა (1825-1855). იმპერატორს სურდა ოსმალეთის დანაწევრება, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. ამ მიზნით 1853 წელს მან ოსმალეთს ახალი ომი გამოუცხადა. ეს ომი ისტორიაში შესულია ყირიმის ომის სახელით, რუსეთის ამ მიზნების შესრულების შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, რუსეთის მიერ ოსმალეთის დამარცხებით ისინი მსოფლიოში პირველობას დაკარგავდნენ. ამიტომ ყირიმის ომში ოსმალეთის მხარის დასახმარებლა ჩაერთო, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მოგვიანებით მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. რუსეთის მოწინააღმდეგე მხარეს მიემხრო ავსტრიაც, მაგრამ ის უშუალოდ ომში არ ჩარეულა. ამ ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი ბრძოლა მოხდა სევასტოპოლთან. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოროლის დაცვა. ამ ომში გამარჯვება ოსმალეთმა მოიპოვა, რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მან დაკარგა მრავალი კოლონია.
1881 წელს ხალხოსნებმა მოკლეს ალექსანდრე II. ტახტი დაიკავა მისმა რექციონერმა ვაჟმა ალექსანდრე III-მ (1881-1894). ალექსანდრეს შემდეგ რუსეთის იმპერატორი ხდება ნიკოლოზ II (1894-1917). რუსეთის ტერიტორიაზე უკვე ფართოდ ვრცელდება სოციალიზმი. 1904 წელს გამწვავდა ურთიერთობა იაპონიათან, კორეის და მანჯურიის ბატონობისთვის. 1904 წელს იაპონელებმა რუსები საზღვაო ბრძოლებში დაამარცხეს. რუსი გლეხების ძირითადი ნაწილის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნამ და კიდევ სხვა მიზეზებმა, ხალხის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, 1905 წლის დასაწყისში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, რევოლუციის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ ქუჩაში გამოსული ხალხი ძალით დაშალა. შექმნილ უმძიმესი სიტუაციის გამო, ნიკოლოზ II იძულებული გახდა 1905 წლის 17 ოქტომბერს გამოეცა მანიფესტი, რომლითაც იგი ხალხს ჰპირდებოდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას.
1914 წელს რუსეთი ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში, ომში ჩართვის ძირითადი მიზეი იყო ავსტრიის მიერ სერბეთისთვის ომის გამოცხადება, რუსეთი მიემხრო ინგლის საფრანგეთის ალიანს. 1916 წელს რუსეთმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრშეტევა ბრუსილოვის კონტრშეტევა, ავსტრიელები რუსებს ვერ უმკლავდებოდნენ, რუსეთმა წინსვლა ვეღარ განახორციელა რადგან მას რესურსები აღარ ყოფნიდა.
1917 წლის 23 თებერვალს რუსეთის დედაქალაქის მოცხოვრებნი ქუჩებში გამოვიდნენ. 26 თებერვლიდან სამხედრო ნაწილები დემონსტრანტთა მხარეს გადავიდა. ფრონტის სარდლობამ ნიკოლოზს გადადგომა მოსთხოვეს, ნიკოლოზ II 1917 წლის 2 მარტს გადადგა. შეიქმნა დროებითი მთავრობა, თავად გიორგი ლვოვის ხელმძღვანელობით. რუსეთში არსებული არასტაბილური ვითარებით ისარგებლა, ლენინმა და ის 1917 წელს ემიგრაციიდან დაბრუნდა. ლენინის დაბრუნებასთან ერთად ბოლშევიკები სულ უფრო ძლიერდებოდნენ. 1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აიღეს ხელისუფლება.
ბოლშევიკებმა ქვეყანაში დიქტატურა დაამყარეს. უპირველეს ყოვლისა მათ დახვრიტეს ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები. რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო აჯანყებები, ეს აჯანყებები სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ერთ მხარერს წარმოადგენდა ბოლშევიკები. რაც შეეხება ანტი ბოლშევიკთა ბანაკს ისინი ძალზედ მრავალრიცხოვანნი იყვნენ. მაგრამ მათ ბანაკში არსებობდა გადაულახავი წინააღმდეგობები. ეს ომი ბოლშევიკების გამარჯვებით დასრულდა, ქვეყანაში დამყარდა ოქტომბრის რევოლუციის მთავრობა, ვლადიმერ ლენინის ხელმძღვანელობით. მსოფლიოში შეიქმნა პირველი სოციალისტური ქვეყანა.
საბჭოთა რუსეთი |
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთმა შეწყვიტა ბრძოლები პირველი მსოფლიო ომში, საბოლოოდ რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ მიღწეული შედეგები მისთვის დამარცხებას ნიშნავდა. რუსეთს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ჩამოსცილდა უკრაინა, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, კავკასია და ყველა დაპყრობილი ქვეყანა. რუსეთს უკე თავიდან უნდა დაემყარებინა ამ ტერიტორიებზე კონტროლი.
რუსეთის სამოქალაქო ომში მოეწყო ტერორისტული აქტები კომუნისტების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი აქტის დროს დაიჭრა ლენინი. 1918 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ცაკ-მა შემოიღო თეთრი ტერორის წინააღმდეგ წითელი ტერორი. საბოლოოდ ეს ომი დასრულდა 1921 წელს, სამოქალაქო ომში დაიღუპა 5 მილიონი ადამიანი.[19].
რუსეთის სფსრ-მ განახორციელა დაპყრობითი ომები და დაიბრუნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წართმეული გაკვეული ტერიტორიები. 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა საბჭოთა კავშირი, რუსეთმა განაგრძო მისი იმპერიალური პოლიტიკა და საბოლოოდ სსრკ-ში გაერთიანდა 15 რესპუბლიკა. ოფიციალურად ყველა რესპუბლიკა სრულუფლებიანი იყო და მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
20-იან წლების დასაწყისში რუსეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ „ძველი ბოლშევიკების“ ხელში რჩებოდა. მაგრამ პარტიის რიგებში ძალას იკრეფდა ახალი ძალები. ლენინის შემდეგ პარტიას ხელმძღვანელობდა ლევ ტროცკი. პოლიტბიუროს წევრებს ეშინოდათ ხელისუფლების სათავეში ერთი ძლიერი პიროვნების მოსვლის. 1924 წელს ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გახდა იოსებ სტალინი, სტალინმა ის ხალხი ჩამოიშორა რომლებმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანეს მათ შორის იყვნენ: ლევ კამენევი, გრიგორი ზინოვიევი, ბუხარინი. სტალინი გახდა საბჭოთა კავშირის მართველი დიქტატორი. სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო დიდი წმენდა, ტერორი განსაკუთრებით გამძაფრდა 1934 წლიდან როდესაც მოკლეს ცნობილი პარტიული ლიდერი სერგეი კიროვი. მთელს ქვეყანას მოედო შეთქმულების გამომჟღავნების ტალღა. 1936-1937 წლებში განადგურდა, კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერები[20]. 1937 წელს რეპრესირებული იქნა წითელი არმიის მეთაურთა თითქმის ნახევარი.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ეკონომიკას, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო გეგმიური ეკონომიკის გატარება. ქვეყანაში დაიწყო ინდუსტრიალიზაციის და კოლექტივიზაციის განხორციელება. კოლექტივიზაცია ძირითადა ძალდატანებით მიმდინარეობდა, ამიტომ მრავალი ადამიანი გაკულაკებული აღმოჩნდა. 1929-1953 წლებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გულაგებში გადაასახლეს [21]. ინდუსტრიალიზაციის და კოლექტივიზაციის წარმატებულად დასრულების შემდეგ, 1929 წელს დაიწყო სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა. საბჭოთა კავშირი იმ დროის მოწინავე ქვეყნებს სამხედრო ტწქნიკითაც დაეწია.
1933 წლიდან, გერმანიაში, ადოლფ ჰიტლერის მოსვლით და ქვეყანაში ნაცისტების გამარჯვებით დაიწყო ბრძოლა კომუნიზმთან. ამ დროს მსოფლიოში ორი რეაქციული ძალა არსებობდა, ჰიტლერის გერმანიის მსოფლიო დომინიონობის შეჩერება ვერ შეძლო ერთა ლიგამ, ამ პროცეს გარკვეულწილად ხელს უწყობდა თავისი ნეიტრალური დამოკიდებულებით საბჭოთა კავშირიც. 1939 წელს აგვისტოში სსრკ აღმოჩნდა მსოფლიოს პოლიტიკური ცენტრი. მის კეთილგანწყობითვის მიისწრაფოდნენ როგორც გერმანელები ასევე მისი მოწინააღმდეგეები. საბჭოთა კავშირმა აირჩია პრო-გერმანული პოზიცია და ამ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა, თავდაუსხმელობის პაქტი ანუ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ხელმოკლე მოლაპარაკების შემდეგ, პაქტი 1939 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა. ამ პაქტს გააჩნდა საიდუმლო დამატებითი ოქმები, ამ ოქმებით ეს ორი მხარე შეთანხმდა აღმოსავლეთ ევროპაში ინტერესების სფეროების გაყოფის შესახებ. გერმანიამ საბჭოთა ინტერესთა სფეროდ ცნო: ფინეთი, ლატვია, ესტონეთი და ბესარაბია. ოქმი ითვალისწინებდა პოლონეთის შუაზე გაყოფას. საბჭოთა კავშირი "ომის გამჩაღებელთა" მხარეს აღმოჩნდა.
პაქტის გაფორმებიდან ზუსტად რვა დღის შემდეგ 1 სექტემბერს გერმანიამ დაიწყო ომი პოლონეთის წინააღმდეგ. გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაერთო საფრანგეთი და ინგლისი, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. თავდაპირველად საბჭოთა კავშირი ომში არ ერეოდა და პაქტში დადებულ პირობებს ასრულებდა. სსრკ-ს სურდა რუსეთის იმპერიის დროინდელი ტერიტორიების დაბრუნება, სწორედ ამიტომ მათ დაიკავეს აღმოსავლეთ პოლონეთი. ფინეთის წინააღმდეგ წამოწყებული ზამთრის ომი საბჭოთა კავშირისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მან ეს ომი წააგო. მიუხედავად ამისა საბჭოთა კავშირმა ფინეთს წაართვა კარელიის ყელი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. 1940 წელს სსრკ-მ აიძულა ბალტიისპირეთის ქვეყნები ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და ეს ქვეყნები ძალით შეიყვანა მის შემადგენლობაში, მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით.
1941 წლის 22 ივნისს ნაცისტურმა გერმანიამ დაარღვია შეთანხმება და დაიწყო შეტევა საბჭოთა კავშირზე. მეორე მსოფო იმში შეიქმნა აღმოსავლეთი ფრონტი. ეს რუსეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია[22]. მოულოდნელმა თვდასხმამ ფაშისტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა და უკვე 30 სექტემბერს, ისინი მოსკოვის სიახლოვეს იყვნენ. საბჭოთა კავშირმა მოახერხა ძალათა მობილიზება და დეკემბერში მოსკოვის ბრძოლის შემდეგ ფაშისტებმა უკან დაიხიეს.
საბჭოთ კავშირის ტერიტორიებზე, იმართებოდა ბრძოლები, რომლებმაც გარდატეხა მოახდინეს მთელი ომის განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა მოხდა 1942 წლის სექტემბერ-ოქტომბერში[23] ქალაქ სტალინგრადთან. სტალინგრადის ბრძოლა გერმანელების უდიდესი მარცხი იყო, ასეთი მარცხი ჰიტლერს მანამდე არცერთ ბრძოლაში არ განეცადა. სტალინგრადის შემდეგ ფაშისტებმა მეორე უდიდესი მარცხი ნახეს კურსკის ბრძოლაში, სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა, რომელშიც ორივე მხრიდან 1 200 ტანკი მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა გერმანელებს მაინც ჰქონდათ ალყა შემორტყმული ქალაქ ლენინგრადისთვის.
1945 წელს ბერლინში გამართული ბრძოლის შემდეგ სსრკ-მ გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი დაიკავა. იალტის კონფერენციის საფუძველზე, სსრკ-მ ომი გამოუცხადა იაპონია, ამ ომით რუსეთს შეუერთდა კურილიის კუნძულები, რომლებიც დღემდე სადავოა ამ ორ ქვეყანას შორის.
ამ ომში მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, მოკავშირეების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სწორედ საბჭოთა კავშირს მიუძღოდა.
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა მხარეს თავი გამოიჩინა გიორგი ჟუკოვმა და კონსტანტინე როკოსოვსკი. ამ ომში რუსეთის გამარჯვებით მსოფლიოში უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა. აღმოსავლეთ ევროპის დომინიონ ქვეყნად სწორედ, სსრკ იქცა.
1941–1945 წლების მეორე მსოფლიო ომი რუსეთის ისტორიაში შევიდა დიდი სამამულო ომის სახელით. ამ ომში საბჭოთა მხარეს დაიღუპა 10.6-15.9 მილიონი ადამიანი[24]. ომში გამარჯვებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იოსებ სტალინის ავტორიტეტი. უდიდესი ზიანი მიიღო საბჭოთა მეურნეობამ, ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრების დონე უკიდურესად მძიმე იყო. ყველაფერ ამის მიუხედავად აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა, გერმანული ჯარი საბჭოთა წითელმა არმიამ შეცვალა. ყოველივე ამის გამო 1956 წელს დაიწყო უნგრეთის რევოლუცია სსრკ-მა უნგრელების დამოუკიდებლობის სურვილი ტყვიით ჩაახშო. საბჭოთა კავშირმა შექმნა საკუთარი სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია ვარშავის პაქტი, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნები გაეთიანდა. მსოფლიოში დაიწყო ცივი ომი.
საბჭოთა კავშირიდან დაიწყო კომუნისტური იდეოლოგიის სხვადასხვა ქვეყნებში დანერგვა. კომუნისტები მოვიდნენ ჩინეთის სათავეში, ამას მოყვე კომუნისტების გამარჯვება ჩრდილოეთ კორეასა და კუბაში. ამ ქვეყნებში ძირითადად სწორედ საბჭოთა სისტემით ხდებოდა ეკონომიკის განვითარება.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ქვეყნის მმართველი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვი, მისი მმართველობის დასაწყისში დაიგმო სტალინის კულტი და დაიწყო დე-სტალინიზაცია. ხრუშჩოვის მმართველობის დასაწყისს დათბობის ხანა ეწოდება, მაგრამ დათბობა მხოლოდ პირობითი იყო, ხელისუფლების ყველა კრიტიკას ულმობლად ახშობდნენ. ამ პერიოდში მასობრივად მოხდა გულაგებიდან ხალხის დაბრუნება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
1957 წელს საბჭოთა კავშირიდან განხორციელდა პირველი ხელოვნური თანამგზავრის კოსმოსში გაშვება, სპუტნიკ 1-ის გაშვებით სსრკ-მ ერთი წლით დაასწრო აშშს. სწორედ ამ დროს გაფრინდა კოსმოსში პირველი კოსმონავტი იური გაგარინი, ის იყო პირველი ადამიანი რომელმაც დედამიწას გარშემო შემოუფრინა. მკვეთრად იძაბებოდა სიტუაცია ორი სახელმწიფოს აშშს და სსრკ-ს შორის მსოფლიო პირველობისთვის, ყოველივე ამოას მოჰყვა კუბის კრიზისი, ეს კრიზისი მშვიდობიანად დასრულდა.
ხრუშჩოვის შემდეგ სახელმწიფოს მმართველი ხდება ლეონიდ ბრეჟნევი, სახელმწიფოში გამოცხადდა რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში არსებობდა "განვითარებული სოციალიზმი", რომელიც დროთა განმავლობაში კომუნიზმში გადაიზრდებოდა. ბრეჟნევის მთავრობა ცდილობდა, შექმნილი ვითარება შეენარჩუნეინათ, რაც უკვე მოგვიანებით უძრაობაში გადაიზარდა, ამიტომაც ხშირად ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობას უძრაობის ხანას უწოდებენ. ბრეჟნევის მმართველობსი დასაწყისში საბჭოთა ეკონომიკა კვლავ განაგრძობდა განვითარებას, მაგრამ ეს ძირითადად განპირობებული იყო ნავთობის და გაზის დიდი მარაგებით და მათზე ფასების რეგულირებით. მიუხედავად ამისა ეკონომიკურმა სტაგნაციამ შეუქცევადი სახე მიიღო. პრემიერ-მინისტრ ალექსი კოსიგინის მიერ სოციალისტურ ეკონომიკური სისტემის გადახალისების ცდა უშედეგოდ დასრულდა. ასეთი მძიმე სიტუაციის მიუხედავად უზომოდ დიდი ხარჯები იხარჯებოდა შეიარაღებაზე.
1979 წელს საბჭოთა კავშირმა ჯარები შეიყვანა ავღანეთში. ამ ინტერვენციამ ბოლო მოუღო დაძაბულობის განმუხტვის და მშვიდობიანი დაძაბულობის პოლიტიკას. კვლავ აღდგა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ძალისმიერი დაპირისპირების პოლიტიკა. 1989 წელს სსრკ-მ დატოვა ავღანეთის ტერიტორია, ეს ექსპანსეა მისთვის უკიდურესად მძიმე იყო რადგანაც მან საწადელ მიზანს ვერ მიაღწია. საბჭოთა პოზიციები მსოფლიოში უკიდურესად შეირყა ავღანეთის ომის შემდეგ. 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი ტექნოლოგიური თვალსაზრისით კიდევ უფრო ჩამორჩა მსოფლიოს. დღის წესრიგში კიდევ უფრო მწვავედ დადგა საბჭოთა სისტემის რეფორმირების საკითხი. გარდაქმნები გარდაუალი იყო.
საბჭოთა ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაში იყო [25] ქვეყანა ვეღარ უძლებდა უზარმაზარ სამხედრო ხარჯებს. სწორედ ასეთ ვითარებაში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გახდა მიხეილ გორბაჩოვი, ახალმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა რეფორმების ძირითადი ლოზუნგები, რომელშიც უმნიშვნელოვანესი იყო გარდაქმნა და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია. საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადა ცივ ომზე, ამან ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანა. ცენზურა შესუსტდა, მაგრამ თანდათანობით საჯაროობის მართვა გართულდა. დაირღვა კომუნისტური პარტიის ერთიანობა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სცადა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებით, რომელიც ფედერაციულ საწყისებზე უნდა აგებულიყო. მაგრამ ეს კონსერვატორებისთვის მიუღებელი იყო. 1991 წლის აგვისტოში მათ სცადეს ამბოხების მოწყობა. რომელიც ისტორიაში აგვისტოს პუტჩის სახელით არის ცნობილი. პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა სსრკ-ს დაშლის პროცესი. მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა. 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირი უკვე ოფიციალურად დაიშალა.
1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე.
1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.
1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია.
1990-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებით ჩეჩნეთთან.
1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.
გეოგრაფია და ბუნება |
ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17 075 400 კვ. კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთ-ევროპის ვაკე, დასავლეთ-ციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათ — ალთაი, ჩრდილოეთი კავკასია, კოლიმა, საიანი, ურალი. უმაღლესი მწვერვალია — იალბუზი, 5633 მ. მთავარი მდინარეები — ამური, ანგარა, ირტიში, ლენა, ობი, ვოლგა, ენისეი. ტბები — ბაიკალი, კასპიის ზღვა, ლადოგი, ონეგა.
კლიმატი |
რუსეთის ფედერაციის კლიმატის ფორმირებაში დიდი წვრილი შეაქვს გარკვეულ ფაქტორებს. ერთ–ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს ტერიტორიის სიდიდე და ზოგიერთი რაიონის საკმაო დაცილება ზღვიდან (უმრავლესობა 400 კმ–ით არის დაცილებული, ხოლო ზოგიერთი რაიონი – 2400 კმ–ით). ეს გახდა ტერიტორიაზე კონტინენტური (ცივი) კლიმატის სიჭარბის მიზეზი. ტერიტორიის ნახევარზე მეტი 60° ჩრ. განედის ზემოთ მდებარეობს. სამხრეთით განლაგებული მთები წინააღმდეგობას უწევენ თბილი მასების შემოსვლას ინდოეთის ოკეანიდან, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე დბლობები არქტიკული და ატლანტიკური მასების ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. ყველაზე ცივი თვე – იანვარი (ზღვის სანაპიროებზე – თებერვალი), ხოლო ყველაზე თბილი თვე –ივლისი. რუსეთი მდებარეობს 4 კლიმატურ სარტყელში: არქტიკულში, სუბარქთიკულში, ზომიერში (დიდ ტერიტორიაზე) და სუბტროპიკულში (მხოლოდ სანაპირო ზოლი). უარყოფითი ტემპერატურების ხანგრძლივობა ზოგიერთ რაიონში მარადი მზრალობის მიზეზი ხდება. ასეთ ტერიტორიებს 10 მლნ. კვ. კმ უკავიათ, რაც ქვეყნის თითქმის 60 % შეადგენს.
ტემპერატურასთან მნიშვნელოვან კავშირშია ჰაერის მასების გადაადგილება და სიჩქარე. ზამთარში ევროპის ნაწილში ჭარბობს სამხრეთ–დასავლეთის ქარები, ციმბირის უდიდეს ტერიტორიაზე – სამხრეთის, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში – ჩრდილო–დასავლეთის. ზაფხულობით ამ ტერიტორიებზე საპირისპირო სიტუაციაა.
რუსეთში ნალექების რაოდენობა ზაფხულის მაქსიმუმით ხასიათდება. ქვეყნის ევროპულ ნაწილში და დასავლეთ ციმბირში ნალექების რაოდენობა 600 მმ–ს შეადგენს წელიწადში. ზღვისპირეთში და მაღალ მთიან რაიონებში ნალექების შედარებით დიდი რაოდენობა მოდის (ურალი 1400 მმ) თოვლის დების პერიოდი განსხვავებულია სხვადასხვა რაიონში, აღმოსავლეთ ევროპის დაბლობზე იგი 40–200 დღეს შეადგენს, ხოლო ციმბირში – 120–250 დღეს წელიწადში.
ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორია მრავალფეროვანი ლანდშაფტებით გამოირჩევა. იგი მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, როგორც სათბობ-ენერგეტიკული, ასევე ლითონური და არალითონური წიაღით.
ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ზომიერ სარტყელში. ჩრდილოეთით არქტიკული და სუბარქტიკული, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კი სუბტროპიკული სარტყლებია. ჭარბობს კონტინენტური კლიმატი. რუსეთი მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელით. აქ მიედინება ევროპის უგრძესი მდინარე ვოლგა. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოს უღრმესი ტბა ბაიკალი. ტყეებს ტერიტორიის 40% უკავია. სერიოზული პრობლემებია ბუნების დაცვასთან დაკავშირებით.
მდინარეები და ტბები |
წყალს რუსეთის ტერიტორიის 12,4 % უკავია (ძირითადად ურალის აღმოსავლეთით). ევროპული ნაწილის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები წყლის რესურსების ნაკლებობას განიცდის. რუსეთის მდინარეების საერთო სიგრძე 8 მლნ. კმ. სულ რუსეთში 2,5 მლნ მდინარეა. უმსხვილესი დელტა აქვს მდ. ლენას, ვოლგას, ობს და ენისეის. თითქმის ყველა მდინარეს აქვს შერეული ტიპის კვება. რუსეთის მდინარეები მიეკუთვნებიან 5 მთავარ აუზს: შავი ზღვის (დნეპრი და დონი), კასპიის (ვოლგა), არქტიკის (ობი, ენისეი, ლენა, ჩრდილოეთის დვინა, პეჩორა, ინდიგირგა), ბალტიის (ნევა) და წყნარი ოკეანის. ვოლგა ევროპის უმსხვილესი მდინარეა (3530 მ). მის ნაპირებზე მდებარეობს რუსეთის 4 უმსხვილესი ქალაქი (13–დან) – ნოვგოროდი, ყაზანი, სამარა და ვოლგოგრადი. წყალდიდობებისა და წყალმოვარდნის დროს იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები და წარმოიქმნება ჭაობები. მდინარე ობი წარმოქმნის ყველაზე დიდ ჭაობს – 49 ათასი კვ. კმ. რუსეთის ევროპულ ნაწილში უმსხვილესი მდინარეები დაკავშირებულია არხების სისტემით. ყველაზე გრძელი არხია ვოლგა–ბალტიის, რომლის სიგრძე 1100 კმ–ია.
რუსეთში ორ მილიონზე მეტი ტბაა, საერთო ფართობით 350 ათასი კვ. კმ. ტბების უმრავლესობა მყინვარული წარმოშობისაა. უმსხვილესი ტბებია: ლადოგის (17 680 კვ. კმ), ონეგის (9720 კვ. კმ), ჩუდის (3550 კვ. კმ), ილმენი (1000 კვ.კმ). მსოფლიოს უღრმესი და ციმბირის უდიდესი ტბა არის ბაიკალი. გვხვდება აგრეთვე შემდეგი წყალსაცავები: რიბინსკის, შუშენსკოეს, კრასნოიარსკის, ვილუის.
ჭაობებს რუსეთის ტერიტორიაზე 2 მლნ. კვ. კმ. უკავია (დასავლეთ ციმბირში თითქმის 50 % ჭაობია). დიდი მდინარეების დელტაშიც წარმოიქმნება დაჭაობებული ადგილები. სეისმურად აქტიურ ტერიტორიებზე არის ვულკანებიც, მათგან ყველაზე მეტი კამჩატკაზე მდებარეობს.
ფლორა და ფაუნა |
არქტიკაში რამდენიმე ბუნებრივ ზონას გამოყოფენ: არქტიკულ უდაბნოებს, ტუნდრას, ტყეტუნდრას, ტაიგას, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეების, ტყესტეპი, სტეპი, უდაბნოები და ნახევარუდაბნოები.
არქტიკულ უდაბნოები გვხვდება უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მისთვის დამახასიათებელია მწირი მცენარულობა და თითქმის მთლიანად დაფარულია ყინულით. აქ ბინადრობენ თეთრი დათვი, ლომვეშაპი, სელაპი. ზაფხულობით კი კლდეებზე შევხვდებით ფრინველთა ბაზარს, ისეთებს, როგორიცაა ბატასინი. არქტიკულს მოსდევს ტუნდრის ზონა, რომელიც რუსეთის ტერიტორიის 10 % იკავებს. იგი თითქმის უტყეოა და ძირითადად იზრდება ხავსი, ხავსურა, ბუჩქნარები, ბალახები და ჯუჯა არყები. აქ ბინადრობს: ირემი, თეთრი მელა, თეთრი ბუ, კაკაბი, ბატასინი. შედარებით შეცვლილია ტყეტუნდრის ბუნება. აქ უკვე ჩნდება ტყის მცენარეულობა: ნაძვი და რბილწიწვიანა ლარიქსი. მნიშვნელოვანი ფართობი ჭაობებს უკავიათ. ყველაზე დიდი ტერიტორია ტაიგას უკავია (60 %), რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაძვისა და სოჭის ტყეები. თუმცა გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყის მასივებიც. ეს ზონა ნელ–ნელა შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეთა ზონაში გადადის. ძირითადი სახეობები, რომლებიც აქ ხარობს არის მუხა და ცაცხვი. ბინადრობს: ამურის ვეფხვი, ირემი, მანჯურიის კურდღელი, ხოხობი. უფრო განვითარებულია ფოთლოვანი მცენარეულობა ტყესტეპის ზონაში. ევროპულ ნაწილში ხარობს არყი, ხოლო აღმოსავლეთით – ვერხვი. ეს ზონა სამხრეთისკენ იცვლება სტეპით. მცენარეულობის ძირითადი წარმომადგენლები არიან: ვაციწვერა, ჭანგა, აბზინდა, სტეპის ბუჩქნარები. ტყის მცენარეები ძირითადად მდინარეების ხეობებსა და დაბლობებზეა გავრცელებული. მშრალ ბუნებრივ პირობებს ყველაზე კარგად ადაპტირებულია მღრღნელების სხვადასხვა სახეობები, სტეპის მგელი, მელა, ანტილოპები. ყველაზე მცირე ტერიტორია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ბუნებრივ ზონას უკავია და ის მხოლოდ კასპიისპირეთს მოიცავს. ნიადაგი საკმაოდ დამლაშებულია, ამიტომ ამ ადგილებისთვის მწირი მცენარეულობაა დამახასიათებელი. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავალი.
სახელმწიფო |
სახელმწიფო სისტემა — გარდამავალი.
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (2012 წლიდან).- მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი (2012 წლიდან).
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო — 178 წევრი და სახელმწიფო სათათბირო — 450 წევრი).
პოლიტიკური პარტიები — კომუნისტური პარტია (თავმ. გ. ზიუგანოვი), მოძრაობა „ნაშ დომ — როსია“ (ვ. ჩერნომირდინი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ვ. ჟირინოვსკი), გაერთიანება „იაბლოკო“ (ვ. იავლინსკი).
ტერიტორიული მოწყობა |
რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის — 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город — მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი).
ფედერალური ოკრუგები |
2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა — 7 ფედერალური ოკრუგი:
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — მოსკოვი)
ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — სანქტ-პეტერბურგი)
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — დონის როსტოვი)
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — პიატიგორსკი)
ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ნიჟნი-ნოვგოროდი)
ურალის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ეკატერინბურგი)
ციმბირის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ნოვოსიბირსკი)
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ხაბაროვსკი)
ეროვნული რესპუბლიკები |
№ | რესპუბლიკები | დროშა | გერბი | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა 2014 წლის 9 ოქტომბერი | ადმინისტრაციული ცენტრი | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რესპუბლიკები | ||||||||||
01 | ადიღე | 7600 | 446 406 | მაიკოპი | ||||||
02 | ალთაი | 92 600 | 211 645 | გორნო-ალტაისკი | ||||||
03 | ბაშკირეთი | 143 600 | 4 069 698 | უფა | ||||||
04 | ბურიატეთი | 351 300 | 973 860 | ულან-უდე | ||||||
05 | დაღესტანი | 50 300 | 2 963 918 | მაჰაჩყალა | ||||||
06 | ინგუშეთი | 4000 | 453 010 | მაგასი | ||||||
07 | ყაბარდო-ბალყარეთი | 12 500 | 858 397 | ნალჩიკი | ||||||
08 | ყალმუხეთი | 76 100 | 282 021 | ელისტა | ||||||
09 | ყარაჩაი-ჩერქეზეთი | 14 100 | 469 837 | ჩერკესკი | ||||||
10 | კარელია | 172 400 | 634 402 | პეტროზავოდსკი | ||||||
11 | კომი | 415 900 | 872 057 | სიქტივკარი | ||||||
13 | მარი ელი | 23 200 | 688 686 | იოშქარ-ოლა | ||||||
14 | მორდვეთი | 26 200 | 812 156 | სარანსკი | ||||||
15 | სახა | 3 103 000 | 954 803 | იაკუტსკი | ||||||
16 | ჩრდილოეთი ოსეთი | 8000 | 703 977 | ვლადიკავკაზი | ||||||
17 | თათრეთი | 68 000 | 3 838 230 | ყაზანი | ||||||
18 | ტუვა | 170 500 | 311 761 | კიზილი | ||||||
19 | უდმურტეთი | 42 100 | 1 517 050 | იჟევსკი | ||||||
20 | ხაკასეთი | 61 900 | 534 079 | აბაკანი | ||||||
21 | ჩეჩნეთი | 15 300 | 1 346 438 | გროზნო | ||||||
22 | ჩუვაშეთი | 18 300 | 1 239 984 | ჩებოქსარი |
დემოგრაფია |
ეთნიკური შემადგელობები (2002)[26] | |
---|---|
რუსები | 79,8 % |
თათრები | 3,8 % |
უკრაინელები | 2,0 % |
ბაშკირები | 1,2 % |
ჩუვაშები | 1,1 % |
ჩეჩნები | 0,9 % |
სომხები | 0,8 % |
სხვა | 10,4 % |
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მრავალი ეთნიკური ჯგუფი სახლობს, რუსეთში მოსახლე ძირითადი ეთნიკური ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 160, ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და დასახლებული ტერიტორიების ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენენ.[28] რუსეთში მცხოვრები ადამიანები არათანაბრადაა განლაგებული, ეს ძირითადა განპირობებულია რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიით.[29] მოსახლეობის ყველაზე დიდი სიმჭიდროვით გამოირჩევა ევროპული რუსეთი და ურალის მთების ახლოს მდებარე ტერიტორიები. მოსახლეობის ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით გამოირჩევა ციმბირი. რუსეთი მაღალურბანიზებული ქვეყანაა მოსახლეობის 73% ქალაქბში ცხოვრობს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა 27 % სხვა დასახლებულ პუნქტებში სახლობს.[30] 2010 წლის 1 იანვრის მონაცემებით რუსეთის მოსახლეობა 141,927,297 ადამიანს შეადგენს.
რაც შეეხება რუს ემიგრანტებს, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.[31]. ხოლო ეთნიკური რუსებიდან 116 მილიონი ადამინი რუსეთში სახლობს[32]. ეთნიკური რუსებიდან 20 მილიონი ადამიანი, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების უკრაინის და ყაზახეთის ადგილობრივი მოსახლეობაა.[33]
აქ მცხოვრები ხალხების უმრავლესობისთვის მშობლიური ენა რუსულია, თუმცა მრავალ ადგილორივ ეთნიკურ წარმომადგენლობას თავისი სპეციალური ენა გააჩნიათ.
რუსეთის ქალაქები
| ნომერი | ქალაქი | ფედრაციული სუბიექტი | მოსახ. |
| |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | მოსკოვი | მოსკოვი | 10,508,971 | |||||||
2 | სანქტ-პეტერბურგი | სანქტ-პეტერბურგი | 4,581,854 | |||||||
3 | ნოვოსიბირსკი | ნოვოსიბირსკი | 1,397,191 | |||||||
4 | ეკატერინბურგი | სვერდლოვსკი | 1,332,264 | |||||||
5 | ნიჟნი-ნოვგოროდი | ნიჟნი-ნოვგოროდი | 1,272,527 | |||||||
6 | სამარა | სამარა | 1,134,716 | |||||||
7 | ყაზანი | თათრეთი | 1,130,170 | |||||||
8 | ომსკი | ომსკი | 1,129,120 | |||||||
9 | ჩელიაბინსკი | ჩელიაბინსკი | 1,093,699 | |||||||
10 | დონის როსტოვი | როსტოვი | 1,048,991 | |||||||
11 | უფა | ბაშკირეთი | 1,024,842 | |||||||
12 | პერმი | პერმი | 985,794 | |||||||
13 | ვოლგოგრადი | ვოლგოგრადი | 981,909 | |||||||
14 | კრასნოიარსკი | კრასნოიარსკი | 947,801 | |||||||
15 | ვორონეჟი | ვორონეჟი | 843,496 | |||||||
16 | სარატოვი | სარატოვი | 830,953 | |||||||
17 | ტოლიატი | სამარა | 720,346 | |||||||
18 | კრასნოიარსკი | კრასნოიარსკი | 710,686 | |||||||
19 | იჟევსკი | უდმურტეთი | 611,043 | |||||||
20 | იაროსლავლი | იაროსლავლი | 606,336 | |||||||
2009 წლის აღწერა |
ეკონომიკა |
რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვს სოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებია — ბუნებრივი აირი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხე-ტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტა — რუსული რუბლი (RUR).
ტრანსპორტი |
რუსეთის სატრანსპორტო ქსელი საკმაოდ განვითარებულია და მოიცავს სარკინიგზო გზების 87 ათას კმ–ს, საავტომობილო გზების 745 ათას კმ–ს (ასფალტის საფარიანი), 600 ათას კმ–ზე მეტი საჰაერო და 115 ათასი კმ საზღვაო–სამდინარო გზებს. ქვეყნის მკაცრი კლიმატური პირობების გამო უპირატესად სარგებლობენ სახმელეთო ტრანსპორტით. მეორე ადგილი სატვირთო გადაზიდვების მხრივ საზღვაო ტრანსპორტს უკავია (მოკლეა სანავიგაციო პერიოდი, იყინება პორტები). თანამედროვე სატრანსპორტო ქსელის მდგომარეობა გაუარესბულია, რადგან საკმაო ხანია არ განახლებულა. ამას მივყავართ სხვადასხვა პრობლემებამდე, როგორიცაა უსაფრთხოება.
სარკინიგზო ტრანსპორტი – ყველაზე განვითარებულია რუსეთში. ევროპულ ნაწილში მას აქვს რადიალური განლაგება, რომლის ცენტრი მოსკოვში მდებარეობს. პირველი რკინიგზა მოსკოვი–ლენინგრადი 1851 წელს გაიხსნა, ხოლო 1892 წელს სარკინიგზო მაგისტრალი გაიყვანეს ციმბირისკენ.
საზღვაო ტრანსპორტი – ყველაზე დიდი წილი აქვს საერთაშორისო ტვირთბრუნვაში. რუსეთს მნიშვნელოვანი პორტები აქვს: ნოვოროსიისკი (შავი ზღვა), კალინინგრადი, სანქტ–პეტერბურგი, ბალტიისკი (ბალტიის ზღვა), არხანგელსკი (თეთრი ზღვა), ვლადივოსტოკი, აღმოსავლეთის პორტი (იაპონიის ზღვა). ვლადივოსტოკთან ერთად რუსეთში შემდეგი გაუყინავი პორტებია: მურმანსკი, მახაჩკალა, ნოვოროსიისკი.
სამდინარო ტრანსპორტი – ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩრდილოეთის რეგიონებში (ციმბირი). მნიშვნელოვანია მდინარეთა ვოლგა–კამის აუზი, რომელიც სამდინარო ტვირთბრუნვის 40%–ს ახორციელებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისეთი მდინარეები, როგორიცაა ენისეი, ობი, ლენა, ამური და მათი შენაკადები.
საავტომობილო ტრანსპორტი – სუსტად არის განვითარებული რუსეთში. ეს განპირობებულია გზების მშენებლობის სიძვირით და მკაცრი ბუნებრივი პირობებით. თუმცა ავტომობილის უდავო უპირატესობას წარმოადგენს მობილობა და საკმაოდ კომფორტულია მგზავრთათვის. ეს წარმოქმნის ამ სახეობის ტრანსპორტზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციას.
საჰაერო ტრანსპორტი – ყველაზე ძვირ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს, ამიტომ ხდება მხოლოდ მალფუჭადი პროდუქტების გადაზიდვა. დიდ როლს თამაშობს მგაზვრთა ტრანსპორტირებაში. მნიშვნლოვანია ვერტმფრენების ფუნქცია ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში (სასწრაფო სამედიცინო დახმარება). ყველაზე მსხვილი აეროპორტებია მოსკოვსა (დომოდევო, შერემეტიევო, ვნუკოვო) და სანქტ–პეტერბურგში.
ტურიზმი |
ვრცელი ტერიტორიები, მრავალფეროვანი ბუნება და ლანდშაფტი გახდა რუსეთში ტურიზმის განვითარების ერთ–ერთი მიზეზი. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ რუსეთის ტურისტული პოტენციალი შეფასდა და დადგინდა, რომ სრულად განვითარებული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს 40 მლნ. საერთაშორისო ტურისტის მიღებას წელიწადში. თუმცა დღესდღეობით მათი რაოდენობა ყოველწლიურად 7,4 მლნ–ს შეადგენს. 2007 წლის მონაცემებით ჩასული ტურისტების რაოდენობა 20,6 მლნ–ს შეადგენს. საერთო შემოსავალი 2008 წელს 11 943 მლნ დოლარია, ხოლო ტურისტული გასავალი (დანახარჯები) ამავე წელს 24,9 მლრდ დოლარია.
რუსეთის ტერიტორია იყოფა შემდეგ ტურისტულ რაიონებად: ცენტრალური რაიონი – ქვეყნის ევროპული ნაწილი, მნიშვნელოვანი ქალაქებით (მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი); დასავლეთ რაიონი – ბალტიის ზღვის სანაპირო ტურისტული ცენტრებით კალინინგრადში, ნოვგოროდსა და ფსკოვში; ზემო ვოლგის – ტვერი, იაროსლავლი; ურალის რაიონი – პერმი, უფა. ჩრდილოეთ რუსეთში გამოიყოფა ქვერაიონი – კარელიის–ნოლსკი, რომლის ტურისტული ცენტრებია პეტროზავოდსკი, მურმანსკი, არხანგელსკი, რესპუბლიკა კომი და სანქტ–პეტერბურგი. მნიშვნელოვანი რეგიონია სამხრეთ რუსეთი, რომელიც შემდეგ ქვერაიონებს მოიცავს: შავი ზღვისპირეთი – სოჩა, ანაპა, გელენჯიკი; ჩრდილოეთ კავკასიონი ანუ კავკასიონის მინერალური წყლების კურორტები – ნალჩიკი, ვლადიკავკაზი, კრასნი კლუჩი, ჟელეზნოგორსკი, კისლოვოდსკი, კავკაზსკიე მინერალნიე ვოდი; მთიანი კავკასიის რაიონი – ჯამბალაისკი, ტებერდა, დომბაი, არხიზი; აზოვის რაიონი – როსტოვი დონზე, ტაგანროგი; კასპიის ზღვისპირეთი და ვოლგისა ნაპირები – სამხრეთ რუსეთის რაიონი. ციმბირი და შორეული აღმოსავლეთის რეგიონი იყოფა შემდეგ ქვერაიონებად: ობი–ალთაის ტურისტული ცენტრები – კურგანი, ომსკი, ბარნაული, კემეროვო; ენისეისა და ბაიკალისპირეთი – კრასნოიარსკი, აბაკანი; შორეული აღმოსავლეთი – კურილიის კუნძულები და სახალინი; რუსეთის ტერიტორიის აზიური ჩრდილოეთი – პეტროპავლოვსკი, კამჩატკა, ბოლანჩა, ტოპაია.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები |
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივლისს. 2008 წლის 3 სექტემბრიდან, აგვისტოს თვეში რუსეთის საქართველოზე განხორციელებული აგრესიის შედეგად, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. 2009 წლის მარტს გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, იმავე დღეს გაიხსნა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები |
2005 წლის ბოლომდე ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის საკმაოდ აქტიურად ვითარდებოდა, იზრდებოდა საქონელბრუნვა, მუშაობდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშირისო კომისია, მაგრამ რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა ჯერ შეაჩერა ზრდის ტემპი, შემდეგ კი პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანა ამ მიმართულებით თანამშრომლობა, კერძოდ:
2005 წლის დეკემბრიდან, ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით აიკრძალა საქართველოდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი;
2006 წლის მარტის ბოლოს აიკრძალა ქართული ღვინის, ღვინომასალის, ბრენდისა და შუშხუნა ღვინოების რუსეთში იმპორტი და რეალიზაცია. აპრილის ბოლოს აკრძალვები გავრცელდა საქართველოდან ექსპორტირებულ მინერალურ წყლებზე;
2006 წლის 8 ივლისს რუსეთმა დახურა ერთადერთი ლეგიტიმური საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე "ყაზბეგი-ზემო ლარსი", მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების საბაბით;
2006 წლის 2 ოქტომბრიდან რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა და საფოსტო კავშირი.
პირდაპირმა ინვესტიციებმა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ეკონომიკაში მკვეთრად იმატა 2003 წელს და ძირითადად ხორციელდებოდა ენერგეტიკულ სფეროსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. 2006 წელს მკვეთრად შემცირდა ინვესტიციების რაოდენობა.
სამართლებრივი ბაზა |
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულია ასზე მეტი სახელშეკრულებო-სამართლებრივი დოკუმენტი, მათ შორის:
- საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ (6.10.1993)
- საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ (6.10.1993)
- საკონსულო კონვენცია (8.10.1993)
- კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ (3.02.1994)
- თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (3.02.1994)
- საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ (3.02.1994)
- კულტურის, მეცნიერებისა და განათლების შესახებ (3.02.1994)
- რკინიგზის ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ (15.09.1995)
- სავაჭრო ნაოსნობის შესახებ (19.03.1996)
- რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ანგარიშსწორების ორგანიზების თაობაზე (10.01.1997)
- საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევასთან ბრძოლის საკითხებზე თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ (09.01.1997)
- სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ (03.11.1998)
- უკანონო საფინანსო ოპერაციებთან აგრეთვე უკანონო გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციასთან (გაწმენდასთან) დაკავშირებულ საფინანსო ოპერაციებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ (04.06.1999)
- შემოსავლებსა (მოგებასა) და კაპიტალზე (ქონებაზე) ორმაგი დაბეგრვის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ (04.08.1999)
- საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის ირიბი გადასახადებით დაბეგვრის პრინციპების შესახებ (10.07.2001)
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (11.02.2004)
- საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და მათი გაყვანის შესახებ (31.03.2006).
კულტურა |
არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.
სხვა ღირსშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.
სულიერი კულტურა: რუსული ეპოსი — თქმულება იგორზე (XII ს.).
სქოლიო |
↑ The Constitution of the Russian Federation. (Article 1). წაკითხვის თარიღი: 2009-06-25.
↑ The CIA World Fact Book, "Russia". წაკითხვის თარიღი: 2009-06-25.
↑ The Russian federation: general characteristics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2003-10-21. წაკითხვის თარიღი: 2008-04-05.
↑ Weinberg, G.L. (1995). A World at Arms: A Global History of World War II. Cambridge University Press, გვ. 264. ISBN 0521558794.
↑ Osbourne, Andrew, World leaders gather as Russia remembers. The Age
↑ Rozhnov, Konstantin, Who won World War II?. BBC. Russian historian Valentin Falin
↑ Belinskij A, Härke, H (1999). "The 'Princess' of Ipatovo". Archeology 52 (2). http://cat.he.net/~archaeol/9903/newsbriefs/ipatovo.html. წაკითხვის თარიღი: 2007-12-26.
↑ Drews, Robert (2004). Early Riders: The beginnings of mounted warfare in Asia and Europe. New York: Routledge, გვ. 50.
↑ Koryakova, L.. Sintashta-Arkaim Culture. The Center for the Study of the Eurasian Nomads (CSEN). წაკითხვის თარიღი: 2007-07-20.
↑ 1998 NOVA documentary: "Ice Mummies: Siberian Ice Maiden". Transcript. წაკითხვის თარიღი: 2007-12-26.
↑ Jacobson, E. (1995). The Art of the Scythians: The Interpenetration of Cultures at the Edge of the Hellenic World. p. 38: Brill. ISBN 9004098569.
↑ Christian, D. (1998). A History of Russia, Central Asia and Mongolia. Blackwell Publishing, გვ. 343. ISBN 0631208143.
↑ See, for instance,. Viking (Varangian) Oleg. Encyclopaedia Britannica. წაკითხვის თარიღი: 2007-12-27.
↑ Thompson, J.W.; Johnson, E.N. (1937). An Introduction to Medieval Europe, 300–1500. W. W. Norton & Co., გვ. 268. ISBN 0415346991.
↑ Hamm, M.F. (1995). Kiev: A Portrait, 1800–1917. Princeton University Press. ISBN 0691025851.
↑ პირველი რომი იყო ქალაქი რომი, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, ხოლო თეორიაში მესამე რომი უნდა ყოფილიყო მოსკოვი.
↑ Solovyov, S. (2001). History of Russia from the Earliest Times. AST, გვ. 751–908. ISBN 5170021429.
↑ Solovyov, S. (2001). History of Russia from the Earliest Times. AST. ISBN 5170021429. წაკითხვის თარიღი: 2007-12-27.
↑ Famine in Russia: the hidden horrors of 1921, International Committee of the Red Cross
↑ "Purge trials (Soviet history)". Encyclopædia Britannica.
↑ Getty, Rittersporn, Zemskov. Victims of the Soviet Penal System in the Pre-War Years: A First Approach on the Basis of Archival Evidence. The American Historical Review, Vol. 98, No. 4 Oct., 1993).
↑ World War II. Encyclopædia Britannica. წაკითხვის თარიღი: 2008-03-09.
↑ The Allies' first decisive successes > Stalingrad and the German retreat, summer 1942–February 1943. Encyclopedia Britannica. წაკითხვის თარიღი: 2008-03-12.
↑ Erlikman, V. (2004). Poteri narodonaseleniia v XX veke: spravochnik. Moskva: Russkai︠a︡ panorama. Note: Estimates for Soviet World War II casualties vary between sources. ISBN 5931651071.
↑ 1990 CIA World Factbook. Central Intelligence Agency. წაკითხვის თარიღი: 2008-03-09.
↑ Russian Census of 2002. 4.1. National composition of population. Federal State Statistics Service. წაკითხვის თარიღი: 2008-01-16.
↑ Demographics. Federal State Statistics Service. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2009-02-22. წაკითხვის თარიღი: 2009-02-21.
↑ 1 June 2007: A great number of children in Russia remain highly vulnerable. United Nations Children's Fund. წაკითხვის თარიღი: 2007-12-27.
↑ ნახეთ ქვეყნების სია მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით
↑ Resident population. Federal State Statistics Service. წაკითხვის თარიღი: 2007-12-27.
↑ Russia cracking down on illegal migrants. International Herald Tribune (15 January 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 September 2008.
↑ Ethnic groups in Russia, 2002 census, Demoscope Weekly. Retrieved 5 February 2009.
↑ "Russians left behind in Central Asia", BBC News, 23 November 2005.
|
|
|
|
|
|
|
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- გასაახლებელი ინფოდაფა
- რუსეთი
- ევროპის ქვეყნები
- აზიის ქვეყნები
- დიდი რვიანის ქვეყნები
- სლავური ქვეყნები
- ბალტიის ზღვის ქვეყნები
- გაეროს წევრი სახელმწიფოები
- ბირთვული ქვეყნების სია
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.928","walltime":"2.618","ppvisitednodes":"value":16066,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":401060,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":206605,"limit":2097152,"expansiondepth":"value":15,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":13,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":19750,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1143.602 1 -total"," 70.04% 801.006 8 თარგი:ნავდაფა"," 23.98% 274.207 83 თარგი:დროშა"," 22.05% 252.167 25 თარგი:Country"," 21.55% 246.413 25 თარგი:Country_flagcountry"," 17.02% 194.597 1 თარგი:ევროპის_ქვეყნები"," 13.02% 148.927 1 თარგი:ბისეკი"," 12.66% 144.791 1 თარგი:ნავიგაცია_სვეტებით"," 12.39% 141.678 1 თარგი:დსთ–ს_ქვეყნები"," 11.50% 131.499 1 თარგი:სქოლიო"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.008","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":786992,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1327","timestamp":"20190401141221","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":130,"wgHostname":"mw1323"););