ვატიკანი სექციების სია ისტორია | გეოგრაფია | ტერიტორია | სახელმწიფოს მეთაური | პოლიტიკა და ადმინისტრაცია | დემოგრაფია | მემკვიდრეობა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუ41°54′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.450° ა. გ. / 41.900; 12.450ოფიციალური საიტიChief of State and Cabinet MembersVatican City at the Open Directory ProjectHistory of Vatican City: Primary DocumentsAgreement Between the Italian Republic and the Holy SeeMap of Vatican CityThe Vatican as a Free Society by Carlo LottieriWalls of RomeWorld Heritage SiteVatican City Live Webcamრუს.ინგლ.ფრ.რრრრრHoly See (Vatican City)
გასაახლებელი ინფოდაფამსოფლიო მემკვიდრეობა ანბანის მიხედვითვატიკანიევროპის ქვეყნებიწმინდა ქალაქებიაბსოლუტური მონარქიებისამეფოებიანკლავები და ექსკლავებიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებიჯუჯა სახელმწიფოები
სუვერენულიანკლავსრომშიიტალიისზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოალატერანის ხელშეკრულებისწმინდა ეპარქიისაგანპაპის ოლქისიტალიის გაერთიანებისპაპიწმინდა ეპარქიისოფიციალური რეზიდენციისაპოსტოლური სასახლისრომისქვირინალისლატერანის სასახლეებშიც19291947არგენტინელიფრანცისკეაბენედიქტე XVIგერმანელირომისკათოლიკური ეკლესიისქრისტიანობაზეწმინდა პეტრეს ბაზილიკასიქსტეს კაპელააპოსტოლური სასახლევატიკანის მუზეუმებილატერანის ხელშეკრულებისტიბროსისრომისაგანპაპმა ლეო IV-მპავლე IIIპიუს IVურბან VIIIწმინდა პეტრეს მოედანსიტალიისბენიტო მუსოლინისწმინდა საყდრისრენესანსისაბაროკოსშუა საუკუნეებშიპაპმა ნიკოლოზ III-მწმინდა საყდარიპაპის აპარტამენტებშიაპოსტოლური სასახლისწმინდა პეტრეს მოედანზეკათოლიკური ეკლესიისფრანცისკეგაერთიანებული ერების ორგანიზაციასწმინდა საყდარსპაპის სახელმწიფო საქმეების ვატიკანის კომისიასკარდინალი კამერლენგოლატერანის ხელშეკრულებისრომის იმპერიისგვიანი ანტიკური ხანიდანნიკეის კრებაზეპაპმა იულის II-მშვეიცარიელთა არმიაწმინდა საყდრისშვეიცარიელკათოლიკეპაპმა პავლე VI-მპალატინის არმიაკეთილშობილთა არმიაპაპის ჟანდარმერიაიტალიაპაპის ჟანდარმერიას2003ლათინურიიტალიურიწმინდა პეტრეს მოედანი
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ვატიკანი
Jump to navigation
Jump to search
ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი Status Civitatis Vaticanae Stato della Città del Vaticano ვატიკანი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
ჰიმნი: Inno e Marcia Pontificale | ||||||
დედაქალაქი | ვატიკანი 41°54′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.450° ა. გ. / 41.900; 12.450 | |||||
ოფიციალური ენა | ლათინური1 | |||||
მთავრობა | საეკლესიო | |||||
- | რომის პაპი | ფრანცისკე | ||||
- | პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი | კარდინალი ჯუზეპე ბერტელო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 0,44 კმ2 (234-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 შეფასებით | 1000[1] (236-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 1780 კაცი/კმ2 (მე-6) | ||||
ვალუტა | ევრო ( EUR ) | |||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | VAT | |||||
Internet TLD | .va | |||||
სატელეფონო კოდი | 39 | |||||
1ფაქტობრივად - იტალიური. |
ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო (იტალ. Stato della Città del Vaticano) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 ადამიანზე ცოტა მეტი.
ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1,147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა, თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.
ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს არა როგორც პაპის ოლქის გადმონაშთს, არამედ როგორც ინოვაციას განიხილავდა. პაპის ოლქის უმეტესი ნაწილი იტალიის გაერთიანების დროს, 1860-1870 წლებში, იტალიის რესპუბლიკას შეუერთდა; პონტიფიკოსმა ამ მიწებზე კონტროლი დაკარგა. ვატიკანი არის ეკლესიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი — ანუ პაპი მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის ოფიციალური რეზიდენციის — აპოსტოლური სასახლის ადგილი.
პაპები 1377 წელს მათი ავინიონიდან დაბრუნების შემდეგ უმეტესწილად იმ არემარეში ცხოვრობდნენ, რომელიც 1929 წელს ვატიკანი გახდა. თუმცა სხვადასხვა დროს პაპებს რომის ქვირინალის და ლატერანის სასახლეებშიც დაუდიათ რეზიდენცია.
სექციების სია
1 ისტორია
2 გეოგრაფია
3 ტერიტორია
3.1 ბაღები
4 სახელმწიფოს მეთაური
5 პოლიტიკა და ადმინისტრაცია
5.1 პოლიტიკური სისტემა
5.2 სამხედრო და პოლიცია
5.3 ადმინისტრაცია
6 დემოგრაფია
7 მემკვიდრეობა
8 რესურსები ინტერნეტში
ისტორია |
სახელმწიფო ჩამოყალიბდა 1929 წელს ლატერანის შეთანხმებით. 1947 წელს იტალიის კონსტიტუციით დადასტურებულ იქნა ვატიკანის სუვერენიტეტი. ახლანდელი პაპი არგენტინელი ფრანცისკეა, ხოლო მისი წინამორბედი ბენედიქტე XVI იყო გერმანელი.
გეოგრაფია |
პოლიტიკური ერთეული მდებარეობს ქალაქ რომის ტერიტორიაზე და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს. ფართობი — 0,44 კმ². ვატიკანს ქალაქ რომისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეკუთვნის სამი ტაძარი, სასახლეები და ვილები საერთო ფართობით 0,7 კმ².
ტერიტორია |
სახელი ვატიკანი არის უძველესი, თვით ქრისტიანობაზე ძველი. სახელი უკავშირდება Mons Vaticanus-ს (ლათ. ვატიკანის მთა), რომლის ნაწილიცაა ვატიკანი. ვატიკანის მთა არის ყოფილი ვატიკანის მდელოების გვერდით, სადაც წმინდა პეტრეს ბაზილიკა, სიქსტეს კაპელა, აპოსტოლური სასახლე და ვატიკანის მუზეუმები აშენდა. 1929 წლამდე, როდესაც ლატერანის ხელშეკრულების თანახმად ვატიკანი ავტონომიურ ერთეულად ჩამოყალიბდა, ვატიკანის არემარე რომაული რაიონის — ბორგოს, ნაწილი იყო. ვატიკანი მდინარე ტიბროსის დასავლეთ სანაპიროზეა, რაც მას ნატურალურად გამოყოფს ქალაქ რომისაგან. ვატიკანს კედლები პირველად პაპმა ლეო IV-მ შემოარტყა რაც შემდგომში პავლე III-ს, პიუს IV-სა და ურბან VIII-ს ზეობების პერიოდში გაფართოვდა და საბოლოო თანამედროვე კედლის დამატებით დღევანდელი სახე მიიღო.
ვატიკანის ტერიტორია შეიცავს წმინდა პეტრეს მოედანს, რომელიც იტალიის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთი თეთრი ხაზის მიერ გამოიყოფა. მოედანს ტიბროსის მდინარესთან აერთებს ქუჩა — Via della Conciliazione, რომელიც ბენიტო მუსოლინის ინიციატივით აიგო ლატერანის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, წმინდა საყდრის საკუთრებაში მყოფი ნაგებობები, რომელიც იტალიის ტერიტორიაზეა მოქცეული, მაგალითად Castel Gandolfo და რამდენიმე დიდი ბაზილიკა, სარგებლობენ ექსტრა-ტერიტორიალური სტატუსით ისე, როგორც უცხოური საელჩოები მოცემულ ქვეყანაში. ასეთი ნაგებობანი მთელს რომსა და იტალიაში არიან გაბნეული და ასრულებენ ოფისებისა და ინსტიტუციების როლს რომლებიც წმინდა საყდრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ Castel Gandolfo-სა და ბაზილიკების უსაფრთხოებაზე არა იტალიის, არამედ ვატიკანის პოლიციის აგენტები ზრუნავენ. წმინდა პეტრეს მოედანს ჩვეულებრივ ორივე პოლიცია ერთად აკონტროლებს.
ბაღები |
ვატიკანის ბაღები მოქცეულია ვატიკანის ტერიტორიის შიგნით და მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ბაღების განვითარების მთავარი ეტაპები რენესანსისა და ბაროკოს პერიოდები იყო, შესაბამისად ბაღებში მრავლადაა ფანტანები და ქანდაკებები. ბაღების ისტორია შუა საუკუნეებში იწყება, როდესაც ვაშლის ბაღები და ვენახები აპოსტოლური სასახლის ჩრდილოეთით გააფართოვეს. 1279 წელს, პაპმა ნიკოლოზ III-მ ვატიკანის, როგორც პონტიფიკოსის რეზიდენციის, სტატუსი ლატერანის სასახლიდან რეზიდენციის ვატიკანში დაბრუნებით აღადგინა და არემარეს კედლები შემოარტყა. მან განავითარა ხილის ბაღი — pomerium, მწვანე გაზონი — pratellum და ბაღი — viridarium.
სახელმწიფოს მეთაური |
პაპი არის ვატიკანის ex officio სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური. მისი ეს ფუნქციები დამოკიდებულია მის მთავარ როლზე — რომის ეპისკოპოსი. ტერმინი წმინდა საყდარი აღნიშნავს არა ვატიკანს, არამედ იმ სასულიერო და სამწყსო (პასტორალურ) ხელისუფლებას, რაც პაპს გააჩნია და რომელიც რომაული კურიის მეშვეობით ხორციელდება. პაპის ოფიციალური ტიტული, როგორც ვატიკანის ლიდერისა, არის ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს სოვერენი. ვატიკანის რიგით მეორე ოფიციალური პირი არის საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის, რომელიც 1952 წლიდან აღასრულებს იმ ფუნქციებს, რაც უწინ ვატიკანის გუბერნატორს ეკუთვნოდა. 2001 წლიდან, საპონტიფიკოსო კომისიის პრეზიდენტს ასევე აქვს ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტის ტიტული. რომის პაპი ცხოვრობს პაპის აპარტამენტებში, ვატიკანის აპოსტოლური სასახლის მესამე სართულზე, წმინდა პეტრეს მოედანზე. პაპი აქ იღებს სტუმრებს და მუშაობს.
კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, ვატიკანის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ამჟამად არის ფრანცისკე. პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი ვატიკანისათვის კი არის კარდინალი ჯოვანი ლაჯოლო.
პოლიტიკა და ადმინისტრაცია |
ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის არა-მემკვიდრეობითი მონარქიის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი. პაპი არის თეოკრატიული მონარქი და მისი ტიტული არა მემკვიდრეობით, არამედ კარდინალთა კოლეგიის არჩევნის მიხედვით გადაეცემა მომდევნო პონტიფიკოსს. შესაბამისად, ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის ამომრჩევლობითი მონარქია. პაპს აქვს გადამწყვეტი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ვატიკანში. ვატიკანი ამჟამად არის ერთადერთი ფართოდ აღიარებული სახელმწიფო, რომელიც არ შეერთებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წმინდა საყდარს, რომელიც დამოუკიდებელია ვატიკანისაგან, აქვს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ში და სარგებლობს სრული წევრის ყველა უფლებით, გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლების გარდა.
პოლიტიკური სისტემა |
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მთავრობის სტრუქტურა არის უნიკალური. პაპი არის სახელმწიფოს სუვერინი. საკანონმდებლო ძალაუფლება გააჩნია პაპის სახელმწიფო საქმეების ვატიკანის კომისიას — კარდინალთა ინსტიტუცია, რომელსაც პაპი ხუთი წლით ნიშნავს. აღმასრულებელი ძალაუფლება პაპის კომისიის პრეზიდენტს აქვს. კომისიის პრეზიდენტს ამ ძალაუფლების აღსრულებაში ეხმარებიან გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე. ვატიკანის სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარია და დიპლომატიური სამსახურია. ვატიკანს ასევე გააჩნია სპეციალური დეპარტამენტები (სამინისტროები), რომლებიც ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ტელეკომუნიკაციებსა და ა. შ. განაგებენ. ამის მიუხედავად, ვატიკანის ტერიტორიაზე პაპს გააჩნია სრული და აბსოლუტური აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება. რომის პაპი ამჟამად ევროპის ერთადერთი აბსოლუტური მონარქია.
კარდინალი კამერლენგო არის აპოსტოლური პალატის ხელმძღვანელი, რომელსაც ვატიკანის ქონების განკარგვა და პაპის არყოფნის შემთხვევაში წმინდა საყდრის საერო უფლებების დაცვა ევალება. ვატიკანის საერო უფლებების დაცვა პონტიფიკოსის კომისიის ვატიკანისათვის ვალდებულებაა. კარდინალი კამერლენგო მუშაობს სამ სხვა კარდინალთან ერთან, რომელთაგანაც თითოეული კარდინალთა იერარქიის სამივე ჯგუფს (კარდინალ-ეპისკოპოსი, კარდინალ-მღვდელი და კარდინალ-დიაკვანი) წარმოადგენს. სამი კარდინალი ყოველ სამ დღეში ერთხელ იცვლება. პაპის არ ყოფნის შემთხვევაში, კარდინალ კამერლენგო თითქმის ქვეყნის მეთაურის ფუნქციებს ასრულებს. თუმცა, ამ ოთხი კარდინალის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კარდინალთა კოლეგიის მიერ უნდა იქნას დამტკიცებული.
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა, წმინდა საყდარს აძლევს საერო იურისდიქციას მცირე ტერიტორიაზე. თავად ვატიკანი წმინდა საყდრისაგან განსხვავებული და დამოუკიდებელია. შესაბამისად, სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი, თუმცა არა აუცილებელი ინსტრუმენტი წმინდა საყდრის ხელში. თავად წმინდა საყდარი ვატიკანის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე, რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული არსებობდა, როგორც იურიდიული ერთეული და გვიანი ანტიკური ხანიდან მოყოლებული საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი სუვერენული ერთეული. საერთაშორისო აღიარება მაშინაც კი არ შეყვეტილა, როცა წმინდა საყდარს საკუთარი ტერიტორია არ გააჩნდა (მაგალითად 1870-1929 წლებში) წმინდა საყდრის დიპლომატიური სერვისი მსოფლიოს ყველაზე ძველი მუდმივი და აქტიური დიპლომატიური სამსახურია. წმინდა საყდრის პირველი დიპლომატიური მისია ჩვენი წელთაღრიცხვის 325 წელს შედგა, როდესაც მისი წარმომადგენლები ნიკეის კრებაზე იყვნენ წარგზავნილნი. ელჩები უცხო ქვეყნებში წარმოადგენენ არა ვატიკანს, არამედ წმინდა საყდარს.
სამხედრო და პოლიცია |
პაპების მიერ შვეიცარიელ ჯარისკაცთა დაქირავება უკვე რამდენიმე ხნის ტრადიცია იყო 1506 წლამდე, როდესაც პაპმა იულის II-მ პონტიფიკოსის შვეიცარიელთა არმია ოფიციალურად ჩამოაყალიბა. მაშინ, ისევე როგორც დღესდღეობით, შვეიცარიელთა არმიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას პაპის პირადი დაცვის როლი წარმოადგენდა. არმია Annuario Pontificio-ში მოხსენიებულია წმინდა საყდრის და არა როგორც ვატიკანის არმია. 2005 წლის ბოლოს, არმიაში 134 პიროვნება მსახურობდა. არმია ასაქმებს მხოლოდ შვეიცარიელ კათოლიკე მამაკაცებს; დასაქმების საკითხების მოგვარება წმინდა საყდრისა და შვეიცარიის ერთობლივი პრეროგატივაა. 1970 წელს პაპმა პავლე VI-მ პალატინის არმია და კეთილშობილთა არმია დაითხოვა. პალატინის არმიას თავდაპირველად მილიციის სერვისების გატარება ევალებოდა, თუმცა საბოლოოდ პალატინისა და კეთილშობილთა არმიები მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებდნენ.
დღესდღეობით რეალური პოლიციის ფუნქციებს ვატიკანში პაპის ჟანდარმერია ასრულებს. მისი სრული სახელია ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჟანდარმერიის კორპუსი, თუმცა ამ ინსტიტუციას ხშირად იხსენიებენ, როგორც Vigilanza (იტალ. პატრული, მეთვალყურე). პაპის ჟანდარმერია პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის, კანონის გატარების, ხალხის მასისა და ტრანსპორტის კონტროლისა და კრიმინალური გამოძიების საკითხებზე ვატიკანის ტერიტორიაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ვატიკანი ყოველ მხარეს შემოსაზღვრულია იტალიით, და შესაბამისად გეოგრაფიულ ანკლავს წარმოადგენს, ვატიკანის სამხედრო თავდაცვაზე პასუხისმგებელია იტალია და იტალიის შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, ვატიკანს შვეიცარიელთა არმიის გარდა სხვა შეიარაღებული ძალები არ გააჩნია.
ადმინისტრაცია |
ვატიკანში საკანონმდებლო ფუნქცია აკისრია პონტიფიკოსის კომისიას ვატიკანისათვის, რომელიც ერთპალატიანი ორგანოა. კომისია შედგება შვიდი კარდინალისაგან, რომელთაც პაპი ხუთწლიანი ვადით ნიშნავს. წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარიას ეკისრება ყველა აქტის განხილვა და დამტკიცება. ძალაში შესვლამდე, კომისიის მიღებული საკანონმდებლო აქტები უნდა გამოქვეყნდეს სპეციალურ აპენდიქსში — Acta Apostolicae Sedis.
აღმასრულებელი ძალაუფლება ენიჭება ვატიკანის სამმართველოს, რომელიც შედგება პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტისაგან (რომელიც ასევე სარგებლობს ტიტულით — ვატიკანის სამმართველოს პრეზიდენტი), გენერალური მდივნისა და ვიცე-გენერალური მდივნისაგან. სამივე ოფიციალური პირი ინიშნება პაპის მიერ ხუთი წლის ვადით. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს შემოწმებული პონტიფიკოსის კომისიისა და სახელმწიფო კანცელარიის მიერ, რომელიც პაპის სახელით მოქმედებს.
ვატიკანის სამმართველო აღასრულებს ცენტრალურ მმართველობით ფუნქციებს, რამდენიმე დეპარტამენტისა და ოფისის (სამინისტროები) მეშვეობით. ვატიკანის დეპარტამენტების ოფიციალური პირები, მსგავსად ვატიკანის სამკაციანი მთავრობისა, ინიშნებიან ხუთი წლის ვადით. ვატიკანის სამთავრობო ინსტიტუციები ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა სახელმწიფოს ტერიტორიის, ადგილობრივი უშიშროების, ჩანაწერთა წარმოების, ტრანსპორტაციისა და ფინანსების ზედამხედველობა. ვატიკანის სამმართველო ასევე აკონტროლებს პაპის ჟანდარმერიას, ვატიკანის პოლიციას.
დემოგრაფია |
მოსახლეობა — 911 კაცი (2003). სახელმწიფო ენები — ლათინური და იტალიური.
მემკვიდრეობა |
წმინდა პეტრეს მოედანი, წმინდა პეტრეს, წმინდა კარლოს, ბელვედერის სასახლეები.
რესურსები ინტერნეტში |
- ოფიციალური საიტი
- Chief of State and Cabinet Members
- Vatican City at the Open Directory Project
- History of Vatican City: Primary Documents
Agreement Between the Italian Republic and the Holy See, 18 February 1984- Map of Vatican City
- The Vatican as a Free Society by Carlo Lottieri
- Walls of Rome
- World Heritage Site
- Vatican City Live Webcam
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 286 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|
|
|
|
↑ Holy See (Vatican City). CIA—The World Factbook.
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- გასაახლებელი ინფოდაფა
- მსოფლიო მემკვიდრეობა ანბანის მიხედვით
- ვატიკანი
- ევროპის ქვეყნები
- წმინდა ქალაქები
- აბსოლუტური მონარქიები
- სამეფოები
- ანკლავები და ექსკლავები
- ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები
- ჯუჯა სახელმწიფოები
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.728","walltime":"1.004","ppvisitednodes":"value":8223,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":339293,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":211027,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":10,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":113,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 866.211 1 -total"," 44.49% 385.383 6 თარგი:ნავდაფა"," 26.63% 230.676 1 თარგი:ევროპის_ქვეყნები"," 24.51% 212.320 50 თარგი:დროშა"," 10.18% 88.219 1 თარგი:ინფოდაფა_ქვეყანა"," 7.02% 60.780 1 თარგი:მონარქიები"," 6.69% 57.943 1 თარგი:მსოფლიო_მემკვიდრეობის_ძეგლები_იტალიაში"," 4.63% 40.109 1 თარგი:ევროპის_დედაქალაქები"," 3.91% 33.865 1 თარგი:ნავიგაცია_სვეტებით"," 3.37% 29.184 2 თარგი:Spaces"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.009","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":720916,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1331","timestamp":"20190409082717","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d5u10d0u10e2u10d8u10d9u10d0u10dcu10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q237","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q237","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-07-05T08:12:04Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/00/Flag_of_the_Vatican_City.svg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":253,"wgHostname":"mw1332"););