Skip to main content

საქართველოს პარლამენტი სექციების სია ისტორია | სტრუქტურა | შენობა | საინტერესო ცნობები | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუwww.parliament.geრედ.საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტიParliament Georgiaდაივიწყეთ რეფერენდუმი"რეფერენდუმი თუ არა?" საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოქართული ოცნების უმრავლესობა 116 დეპუტატამდე იზრდებასაქართველოს პარლამენტის შენობაtbilisi.gov.geNew Parliament of Georgiaსაქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“რ

აკაკი ზოიძეალექსანდრე ერქვანიაალექსანდრე ქანთარიაანზორ ბოლქვაძეანრი ოხანაშვილიარჩილ თალაკვაძეარჩილ ხაბაძებექა ნაცვლიშვილიბექა ოდიშარიაბიძინა გეგიძეგედევან ფოფხაძეგელა სამხარაულიგენადი მარგველაშვილიგია ბენაშვილიგია ჟორჟოლიანიგიგა ბუკიაგივი ჭიჭინაძეგიორგი ბეგაძეგიორგი გაჩეჩილაძეგიორგი ვოლსკიგიორგი თოთლაძეგიორგი კახიანიგიორგი კოპაძეგიორგი მოსიძეგიორგი ხატიძეგოგა გულორდავაგოგი მეშველიანიგოდერძი ჩანქსელიანიგოჩა ენუქიძეგრიგოლ მიქელაძეგუგული მაღრაძეგურამ მაჭარაშვილიდავით მათიკაშვილიდავით სონღულაშვილიდავით ჭიჭინაძედიმიტრი მხეიძედიმიტრი სამხარაძედიმიტრი ცქიტიშვილიდიმიტრი ხუნდაძეედიშერ თოლორაიაეკა ბესელიაელგუჯა გოცირიძეენზელ მკოიანიენძელა მაჭავარიანიერეკლე ტრიპოლსკივანო ზარდიაშვილივიქტორ ჯაფარიძეზაზა გაბუნიაზაზა პაპუაშვილიზაზა ხუციშვილიზაქარია ქუცნაშვილიზვიად კვაჭანტირაძეზვიად ძიძიგურითამაზ ნავერიანითამარ ხულორდავათამარი ჩუგოშვილითეიმურაზ კოხრეიძეთეიმურაზ ჭკუასელითენგიზი ხუბულურიივლიანე წულაიაილია ნაკაშიძეიოსებ მაკრახიძეირაკლი (დაჩი) ბერაიაირაკლი აბუსერიძეირაკლი ბერაიაირაკლი კობახიძეირაკლი კოვზანაძეირაკლი მეზურნიშვილიირაკლი სესიაშვილიირაკლი შიოლაშვილიირაკლი ხახუბიაირინე ფრუიძეისკო დასენიკარლო კოპალიანიკახაბერ კუჭავაკახაბერ ოქრიაშვილიკობა კობალაძეკობა ლურსმანაშვილიკობა ნაკაიძეკობა ნარჩემაშვილილევან ბეჟანიძელევან გოგიჩაიშვილილევან კობიაშვილილევანი კობერიძელერი ხაბელოვიმამუკა მდინარაძემარიამ ჯაშიმახირ დარზიევიმერაბი ქვარაიამირიანი წიკლაურიმიხეილ ყაველაშვილიმუხრან ვახტანგაძენინო გოგუაძენინო წილოსანიოთარ ჩრდილელიოთარი დანელიაპაატა კვიჟინაძეპაატა მხეიძერატი იონათამიშვილირევაზ არველაძერომან კაკულიარომან მუჩიაშვილირუსლან გაჯიევირუსლან პოღოსიანისავალან მირზოევისამველ მანუკიანისვეტლანა კუდბასიმონ ნოზაძესოფიო კილაძესოფიო ქაცარავასულხან მახათაძეფატი ხალვაშიშალვა კიკნაველიძეშოთა შალელაშვილიშოთა ხაბარელიცოტნე ზურაბიანი


საქართველოს პარლამენტი


საქართველოსმთავრობისსაქართველოს კონსტიტუციისარესპუბლიკის საბჭოსენატისაქართველოს პრეზიდენტსქუთაისი2016 წლის მოწვევის„თავისუფლების დიდი ქარტიის“მეჭურჭლეთუხუცესიყუთლუ-არსლანისშემუშავდაკარავისდარბაზისსაქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში19181919საქართველოს დამფუძნებელ კრებასსაქართველოს კონსტიტუციითსაქართველოს რევკომმა1921193819381990საქართველოს სსრ1992საქართველოს სამხედრო საბჭომსაქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოდშემოდგომის არჩევნების1995საქართველოს კონსტიტუციამ19951999საქართველოს მოქალაქეთა კავშირი2003 წლის საპარლამენტო არჩევნებსვარდების რევოლუციასაქართველოს უზენაესმა სასამართლომპროპორციული წესითმაჟრიტარული წესითიმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზერიგგარეშე არჩევნებიმორიგი არჩევნებიგაერთიანებულმა ოპოზიციამსაკონსტიტუციო ცვლილებებისაპრეზიდენტო არჩევნებისმთავრობისსაპარლამენტი არჩევნები„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ბიძინა ივანიშვილის„ქართული ოცნებასაქართველოს პრეზიდენტისნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე1992–1995ედუარდ შევარდნაძე1995საქართველოს მოქალაქეთა კავშირისზურაბ ჟვანიანინო ბურჯანაძემდავით ბაქრაძედავით უსუფაშვილიირაკლი კობახიძეასაქართველოს ყოფილი სსრრუსთაველის გამზირიდანგ. ლეჟავას










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




საქართველოს პარლამენტი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
















საქართველოს პარლამენტი

მე-9 მოწვევის პარლამენტი

სურათი

ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი
ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება
2016-დან
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნება
2016-დან
თავმჯდომარის მოადგილეები
გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, სერგი კაპანაძე,ირმა ინაშვილი
2016-დან
სტრუქტურა
წევრები
150
პოლიტიკური ჯგუფები
     ქართული ოცნება (107)
     ევროპული საქართველო (21)
     ნაციონალური მოძრაობა (6)
     საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (6)
     მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (1)
     დამოუკიდებელი (8)
საარჩევნო სისტემა
77 პროპორციული
73 მაჟორიტარული
სხდომების ადგილი


რუსთაველის გამზირი №7
თბილისი
საიტი

www.parliament.ge

საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას [1]. ამჟამად საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით და შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისაგან[2]. თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი გახდება ორპალატიანი: ქვედა პალატა - რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა - სენატი. პარლამენტის უფლება-მოვალეობანი და სხვა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავში (მუხლები: 48-68), პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი კი — პარლამენტის რეგლამენტით.


პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა[3]. საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი[შენიშვნა 1]. ამჟამად მოქმედებს 2016 წლის მოწვევის პარლამენტი.




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 სტრუქტურა

    • 2.1 თავმჯდომარე


    • 2.2 ფრაქციები



  • 3 შენობა


  • 4 საინტერესო ცნობები


  • 5 ლიტერატურა

    • 5.1 პერიოდიკა


    • 5.2 წიგნები



  • 6 რესურსები ინტერნეტში


  • 7 სქოლიო

    • 7.1 შენიშვნა


    • 7.2 წყარო





ისტორია |



საქართველო

Greater coat of arms of Georgia.svg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა


პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი

აღმასრულებელი ხელისუფლება

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი : მამუკა ბახტაძე

საკანონმდებლო ხელისუფლება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე : ირაკლი კობახიძე
პარტიები პარლამენტში ფრაქციების მიხედვით:
  • უმრავლესობა:
    • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

    • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

    • საქართველოს კონსერვატიული პარტია

    • საქართველოს მწვანეთა პარტია

    • სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის


  • უმცირესობა:
    • ევროპული საქართველო

  • სხვა:
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

    • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი



პოლიტიკური პარტიები

სასამართლო ხელისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საერთო სასამართლოები

ტერიტორიული მოწყობა

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

  • 83 მუნიციპალიტეტი


დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ცალკეული ავტორების აზრით, პირველი მცდელობა საქართველოში წარმომადგენლობითი ორგანოს შემქნისა მიეწერება XII საუკუნეს, როდესაც ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდგვაროვნებს შორის, სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანის თაოსნობით, შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვისა და პარლამენტის ტიპის ორგანოს - კარავის - შექმნის იდეა. დაპირისპირებაში საბოლოოდ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს, თუმცა მეფე იძულებული გახდა თავისი სათათბირო ორგანოს - დარბაზის როლი და ფუნქციები გაეზარდა.


პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1919 წლებში ჩამოყალიბდა და ეწოდებოდა ეროვნული საბჭო. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა, რაც განსაზღვრულ იქნა კრების მიერვე მიღებული საქართველოს კონსტიტუციით.


საქართველოს პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება და გამოაცხადა საბჭოების ხელისუფლება. 1921-1938 წწ. წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938-1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლება ფორმალურად ეკუთვნოდა, სინამდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომლის საფუძველზე არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 1992 წელს საქართველოს სამხედრო საბჭომ, რომელიც დაპირისპირებული იყო მაშინდელ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან (პრეზიდენტი, უმაღლესი საბჭო) და იმ დროისთვის უკვე ფლობდა ფაქტობრივ ხელისუფლებას, გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა და დანიშნა ახალი არჩევნები, არა უგვიანეს იმავე წლის შემოდგომისა. ცოტა ხანში სამხედრო საბჭო გარდაიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოდ, რომელიც გაცილებით ფართო, წარმომადგენლობითი ორგანო იყო. შემოდგომის არჩევნების საფუძველზე არჩეულ იქნა პირველი პარლამენტი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.


1995 წელს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში:







ვიკიციტატა

„საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“



(საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48)

ამის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1995 და 1999 წლებში. ორივე არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა პარტიამ - საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით ვარდების რევოლუცია ეწოდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გააუქმა: ძალადაკარგულად გამოცხადდა პროპორციული წესით არჩეული მანდატები, თუმცა მანდატები შეუნარჩუნდათ მაჟრიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს. ასევე ძალაში დარჩა იმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება მორიგ არჩევნებში პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ. 2004 წლის მარტში გაიმართა რიგგარეშე არჩევნები.


2008 წლის მაისში გამართული მორიგი არჩევნები ახალი წესის მიხედვით ჩატარდა და აირჩა 150 პარლამენტარი. არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მანდატებზე უარი თქვა. 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას.[4] წინადადება გააკრიტიკეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.[5] 2010 წელს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაში შევა.


ამ დროისთვის უკანასკნელი საპარლამენტი არჩევნები გაიმართა 2012 წლის 1 ოქტომბერს. არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი კოალიცია „ქართული ოცნება" იყო. საქართველოს ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები მმართველმა ძალამ წააგო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% და 85 მანდატი მოიპოვა.



სტრუქტურა |




პარლამენტის სტრუქტურა 2015 წლისთვის


პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთა შორის 77 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლის ვადით.


პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.


პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები.


პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან: თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პარლამენტის მუშაობას.


წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი)


პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.



თავმჯდომარე |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პირველი პარლამენტის — ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.


1992–1995 წლების მოწვევის პარლამენტს თავმდჯომარეობდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც, ამავე დროს, სახელმწიფოს მეთაურადაც იწოდებოდა. საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდგომ, 1995 წელს, პარლამენტის პირველი თავმჯდომარე გახდა მმართველი პარტიის, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის, ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც 2001 წელს ნინო ბურჯანაძემ შეცვალა. 2008-2012 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო დავით ბაქრაძე. 2012-2016 წლებში თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო, ხოლო 2016 წლიდან ირაკლი კობახიძეა.



ფრაქციები |


ამჟამად პარლამენტში შემდეგი ფრაქციები მოქმედებს[6]:


საპარლამენტო უმრავლესობა, 107 წევრი (ლიდერი არჩილ თალაკვაძე)
  • „ქართული ოცნება“

  • „ქართული ოცნება — მწვანეები“

  • „ქართული ოცნება — კონსერვატორები“

  • „ქართული ოცნება — მრეწველები“

  • „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“

  • „ქართული ოცნება — ძლიერი ეკონომიკა“

  • „ქართული ოცნება — ძლიერი საქართველოსთვის“

სხვა
  • „ევროპული საქართველო“

  • „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“

  • „ევროპული საქართველო — რეგიონები“

  • „პატრიოტთა ალიანსი — სოციალ-დემოკრატები“

  • "ნაციონალური მოძრაობა"

8 დეპუტატი არცერთ ფრაქციას არ მიეკუთვნება.



შენობა |




პარლამენტის ყოფილი შენობა


საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებია გამოყენებული, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორსა და მოსაპირკეთებელ მასალაში. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.[7]


2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქ. ქუთაისში, ახალ შენობაში, რომელიც აშენდა 2010-2012 წლებში. პროექტი ეკუთვნის ესპანურ საპროექტო ბიუროს „CMD Ingenieros“ (არქიტექტორები: ალბერტო დომინგო და კარლოს ლაზარო). შენობის კომპოზიცია სივრცით-მოცულობითია და შექმნილია მარტივი ფორმებით: მინის კამარა შუაზე გაყოფილია ბეტონის თეთრი სარტყელით, რომლის ბოლოებიც მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად მიუყვება და შენობაში შესასვლელებს წარმოადგენს. მინის კამარა, რომელიც ფარავს 100×150 კვ.მ ფართობს, წარმოადგენს შენობის გარეთა გარსს, რომლის შიგნითაც განლაგებულია მთავარი ფოიე და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები/სამყოფები. შენობას გარშემო აკრავს ვრცელი გამწვანებული ტერიტორია.[8] 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტმა ქუთაისში ბოლო სესია გამართა და 2019 წლიდან საქმიანობას თბილისში განაგრძობს.



საინტერესო ცნობები |


  • განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო, საქართველოს პარლამენტს ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა[9].


ლიტერატურა |



პერიოდიკა |



  • გიორგი მჭედლიშვილი, ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან : [XII საუკუნეში ქართული პარლამენტის ისტორიული წარმოშობის ანალიზი]. ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ - XX, 2004. გვ.42-56 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენაზე).


  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი : [საქართველოს ეროვნული საბჭო (1918]. ჟურნალი „ერთობა“ N3, 1994. გვ.4-5.

  • ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ : [ეროვნული საბჭოს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა 1918 წლის 1918 წლის 1 იანვრამდე]. ჟურნალი „კლიო“ N26, 2005. გვ.154-163 (რეზიუმე რუსულ ენაზე).


  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი : [საქართველოს ეროვნული საბჭო. 1917 წ. 19-24 ნოემბერს თბილისში ჩატარებული პირველი ეროვნული ყრილობა]. ჟურნალი „მაცნე“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია - N3-4, 1993. გვ.142-173.


  • არჩილ ზანგურაშვილი, 1917-1919 წლების საქართველოს პირველი პარლამენტი (ეროვნული საბჭო). ჟურნალი „პრომეთე“ - სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმ. პედაგოგიური უნივერსიტეტი - N1-2, 2003. გვ.117-122 (რეზიუმე რუს. და ინგლ. ენ.)


  • შოთა ვადაჭკორია, საკანონმდებლო ორგანოების შექმნის საკითხი და ქართული სოციალ-დემოკრატია 1918-1921 წლებში. ჟურნალი „ახალი დროება “: საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხები - N1(7), 2001. გვ.17-24.


  • ლ. თოიძე, მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების პირველი საბჭოები საქართველოში [1921 წ.]. ჟურნალი „მოამბე“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება - N1, 1961. გვ.55-80.


  • თ. დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ორპალატიან წარმომადგენლობით ორგანოდ გარდაქმნის სამართლებრივი ასპექტები. ჟურნალი „ინტელექტუალი“ N1, 2005. გვ. 5361. (რეზიუმე ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე).


  • ქეთევან ერემაძე, ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში : [ორპალატიანი პარლამენტის აუცილებლობის საკითხი საქართველოში]. ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“ N1, 2005. გვ.22-33.


  • ნანა ჭიღლაძე, პარლამენტის საქმიანობის კონსტიტუციური საფუძვლები . ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“ N2, 2005. გვ.14-22 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე).


წიგნები |



  • პაატა სურგულაძე, „ქართული პარლამენტის სათავეებთან“. - თბ.: „ცოდნა“, 1991. - 31 გვ.


  • მალხაზ მაცაბერიძე, „უზენაესი ბატონი ქვეყნისა: როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებელთა აზრით“. [რედ. ოთარ ჯანელიძე]; პოლიტოლ. ინ-ტი. - თბ.: „ახალი აზრი“, 2008. - 108გვ.

  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. [რედ.: ა. აბესაძე]. - თბ.: თბილილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1992 (თბილ. უნ-ტის სტ.). 146გვ. ISBN 5-511-00574-6

  • საქართველოს პარლამენტი : ფუნქციები და სტრუქტურა. [შემდგ.: თინათინ ბოლქვაძე, ნინო ნოზაძე, ერეკლე ნათაძე ; რედ.: ქეთევან იმნაძე]. - თბ. : „სომა პრეს“, 2000. 128გვ.

  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი : მიღებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე. - თბ. : საქ. პარლამენტის აპარატი, 1994. - 64გვ.

  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი : ცვლილებებითა და დამატებებით 2006 წლის 25 აპრილამდე. - თბ. : [ბონა კაუზა], 2006. - 230გვ.


  • ნოდარ ჯანბერიძე, საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა - [თბ.] : ხელოვნება, 1957 - 105გვ. : ნახაზ.; 39ფ. ილ. ; 26სმ. - რეზუმე რუს. ენ. - : 12მ., 2000ც.


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
საქართველოს პარლამენტი



  • საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი


  • Parliament Georgia, საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის საინფორმაციო ვებ პორტალი (ინგლისური). „CMD Ingenieros“, 2011.


სქოლიო |



შენიშვნა |




  1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს კონსტიტუციაში ორჯერ შეიცვალა: თავდაპირველად პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქი თბილისი იყო, 2009 წლის ცვლილებების შემდეგ (24.09.2009 N1674), კონსტიტუციის მიხედვით, ადგილსამყოფელად ქალაქი თბილისი და ქალაქი ქუთაისი განისაზღვრა, თუმცა პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი (14.07.2011 N4985), რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქალაქი ქუთაისია.




წყარო |




  1. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48


  2. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 49


  3. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 50


  4. დაივიწყეთ რეფერენდუმი


  5. "რეფერენდუმი თუ არა?" საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო


  6. ქართული ოცნების უმრავლესობა 116 დეპუტატამდე იზრდება. civi.ge. წაკითხვის თარიღი: 2014-11-12.


  7. საქართველოს პარლამენტის შენობა. news. თბილისის მერია, პორტალი tbilisi.gov.ge (2011). წაკითხვის თარიღი: 2012.


  8. New Parliament of Georgia. Building Works: Singular Buildings. CMD Ingenieros. წაკითხვის თარიღი: 2011.


  9. საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“






(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საქართველოს_პარლამენტი&oldid=3642359“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.388","walltime":"0.486","ppvisitednodes":"value":6402,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":97586,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":59313,"limit":2097152,"expansiondepth":"value":19,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":5649,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 308.728 1 -total"," 39.51% 121.975 1 თარგი:ინფოდაფა_პარლამენტი"," 36.74% 113.413 1 თარგი:ინფოდაფა"," 24.21% 74.734 2 თარგი:სქოლიო"," 16.92% 52.233 165 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 13.50% 41.681 1 თარგი:საქართველოს_მე-9_მოწვევის_პარლამენტის_წევრები"," 11.97% 36.948 1 თარგი:ნავდაფა"," 11.92% 36.802 3 თარგი:Cite_web"," 8.07% 24.914 3 თარგი:ISOdate"," 3.95% 12.182 2 თარგი:ფერი"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":594452,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1332","timestamp":"20190417161149","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e1 u10deu10d0u10e0u10dau10d0u10dbu10d4u10dcu10e2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1417210","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1417210","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-12-29T23:08:22Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f1/Parliament_of_Georgia_in_Kutaisi.jpg","headline":"u10deu10d0u10e0u10dau10d0u10dbu10d4u10dcu10e2u10d8"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":127,"wgHostname":"mw1264"););

Popular posts from this blog

Styletc

Tórshavn Kliima | Partnerstääden | Luke uk diar | Nawigatsjuun62° 1′ N, 6° 46′ W62° 1′ 0″ N, 6° 46′ 0″ WWMOTórshavn