Skip to main content

ფარერის კუნძულები სექციების სია ისტორია | გეოგრაფია | კლიმატი | ფლორა | რეგიონები და მუნიციპალიტეტები | დემოგრაფია | ეკონომიკა | ტრანსპორტი | კულტურა | სპორტი | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ62°00′ ჩ. გ. 06°47′ დ. გ. / 62.000° ჩ. გ. 6.783° დ. გ. / 62.000; -6.783ოფიციალური ტურისტული საიტიFaroeislands.dk — დასახლებული პუნქტებიBrittle tectonism in relation to the Palaeogene evolution of the Thulean/NE Atlantic domain: a study in UlsterMarsh Thistle: Cirsium palustre, GlobalTwitcher, ed. N. Stromberg16434998Statistics Faroe Islands; Labour Market and WagesOil boosts Faroes fight for independenceIceland, Mired in Debt, Blames Britain for Woesრ

სომხეთიჩინეთის სახალხო რესპუბლიკაკვიპროსიისრაელიჩრდილოეთ კორეასამხრეთ კორეა


გასაახლებელი ინფოდაფაფარერის კუნძულებიდანიათვითაღიარებული ქვეყნები


ფარ.ატლანტის ოკეანისშოტლანდიასაისლანდიასდანიის სამეფოს1948გელმაბერებმაგანდეგილებმაძველი ირლანდიური ენისVI საუკუნეშიირლანდიელმაბრენდანმა850ნორვეგიელებმაძველ ნორვეგიულმაფარერულ ენაშიფარერული საგასდუბლინიდანირლანდიის ზღვისშოტლანდიიდანორკნეის კუნძულებიდანჩრდილოეთის კუნძულებიდანგარე გებრიდებიდანშეტლანდის კუნძულებიდანვიკინგებისჰარალდ Iსიგმუნდ ბრესტისონისგაანადგურესკალმარის უნიაშიდანიისპროტესტანტულმა რეფორმაციამ15381814კილის ხელშეკრულებით1856ვაჭრობისმონოპოლიამეთევზეობა1888ფარერული ენისკულტურის1906პოლიტიკურიფარერების პოლიტიკური პარტიების1940ბრიტანეთისმესამე რაიხისნორვეგიის ოპერაციაბრიტანელებმავაგარის აეროპორტი1948ფართე ავტონომიის1973ევროპის ეკონომიკურ ერთობაშიევროპის კავშირი1990-იანებშიჩრდილოეთ ევროპიდანნორვეგიის ზღვასაატლანტის ოკეანესისლანდიიდანნორვეგიიდანშოტლანდიაორკნეისჩრდილოეთის კუნძულებილუიტლა-დუიმუნისლატარატინდურიზღვის დონიდანთოლეიტიკური ბაზალტისლავასპალეოგენურ პერიოდშითულეანის პლატოსკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციისატლანტის ოკეანის1867მუნიციპალიტეტადდასახლებულ პუნქტსრეგიონადნოროიარიესტუროისტრეიმოივოარისანდოისუვუროისისლათინგიფარერელებისსკანდინავიელებიგელებიდნმმოტოხონდრიული დნმშოტლანდიურირლანდიურიდანიელებიგრელანდიელებიისლანდიელებინორვეგიელებიპოლონელებიფარერული ენაგერმანიკული ენებიდანისლანდიურთანძველ სკანდინავიურთანდანიურსაც1990-იანთევზჭერის ინდუსტრიამ199820082009ეკონომიკამეთევზეობასათევზჭერაზეანავთობიდანიიდან2000საინფორმაციო ტექნოლოგიებისტორსჰავნშიBurger Kingფარერის კუნძულების კულტურისისლანდიასლიოგტინგშიევროსრეფერენდუმზევაგარის აეროპორტიდანავიაკომპანიაAtlantic Airwaysინფრასტრუქტურატუნელებითბორანისკულტურისსკანდინავიიდანევროპისფარერული ენაძველი სკანდინავიურისვიკინგების ეპოქაშიისლანდიურინორნიXV საუკუნემდენორვეგიულის1538დანიელებმაXIX საუკუნეშიკუნძულების თამაშებში1989ფარერის კუნძულების ჩემპიონატშიუეფას კოეფიციენტებისუეფასფარერის კუნძულების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატშიფიფასმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებთანპარაოლიმპიურ თამაშებშიოლიმპიურ თამაშებზედანიის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ფარერის კუნძულები




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






























































ფარერის კუნძულები

Føroyar (ფარერული)
Færøerne (დანიური)

ფარერის კუნძულები






ფარერის კუნძულების
დროშა გერბი

ჰიმნი: Tú alfagra land mítt



დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)

ტორსჰავნი
62°00′ ჩ. გ. 06°47′ დ. გ. / 62.000° ჩ. გ. 6.783° დ. გ. / 62.000; -6.783
ოფიციალური ენა
ფარერული, დანიური ენა[1]
მთავრობა
საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში
 -  დედოფალი მარგრეტე II
 -  საგანგებო რწმუნებული დან მ. კნუდსენი
 -  პრემიერ მინისტრი კაი ლეო იოხანსენი
ფართობი
 -  სულ 1,399[2] კმ2 (180-ე)
 -  წყალი (%) 0,5
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 49 267[2] (206-ე)
 -  2007 აღწერა 48 760 
 -  სიმჭიდროვე 35 კაცი/კმ2 (169-ე)

მშპ (მუპ)
2008 შეფასებით
 -  სულ $1.642 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $33 700 

აგი (2006)
0.943 (ძალიან მაღალი) (მე-15)
ვალუტა
ფარერის კრონა (DKK)
დროის სარტყელი
UTC±00:00
 -  ზაფხულის (DST)
UTC+01:00 (UTC)
ქვეყნის კოდი FRO
Internet TLD .fo
სატელეფონო კოდი 298

ფარერის კუნძულები (ფარ. Føroyar, „ცხვრების კუნძულები“) — კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის. კუნძულები დანიის სამეფოს ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენენ. 1948 წლიდან მიიღეს ფართო ავტონომია, რომლის ძალითაც აწარმოებენ დამოუკიდებელ მოღვაწეობას ყველა სფეროში, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის გარდა.




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 გეოგრაფია


  • 3 კლიმატი


  • 4 ფლორა


  • 5 რეგიონები და მუნიციპალიტეტები


  • 6 დემოგრაფია


  • 7 ეკონომიკა


  • 8 ტრანსპორტი


  • 9 კულტურა


  • 10 სპორტი


  • 11 ლიტერატურა


  • 12 რესურსები ინტერნეტში


  • 13 სქოლიო




ისტორია |


გელმა ბერებმა და განდეგილებმა კუძულზე დასახლება და იქ ძველი ირლანდიური ენის შეტანა VI საუკუნეში დაიწყეს. ირლანდიელმა წმინდანმა ბრენდანმა (რომელიც დაახლოებით 484–578 წლებში ცხოვრობდა) კუნძულები რამდენიმეჯერ მოინახულა, მან ორ კუნძულს დაარქვა სახელი: ცხვრების კუნძული და ჩიტების სამოთხის კუნძული.


850 წლიდან ნორვეგიელებმა დაიწყეს კუნძულებზე დასახლება, მათმა ძველ ნორვეგიულმა გავლენა მოახდინა მაცხოვრებლების დიალექტზე და ის დღემდე შემორჩენილია ფარერულ ენაში. იმ პერიოდის ფარერული საგას მთავარი პერსონაჟია ტრონდირ ი გოტუ, რომელიც წარმოშობით დუბლინიდან იყო და იბრძოდა ნორვეგიელების წინააღმდეგ.




ფრანგი ნავიგატორის ივ-ჟოზეფ ტრემარეკ კერგელენის მიერ 1767 წელს ჩახატული ფარერის კუნძულები


ახალმოსახლეები ძირითადად ირლანდიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებიდან გადმოდიოდნენ: შოტლანდიიდან, ორკნეის კუნძულებიდან, ჩრდილოეთის კუნძულებიდან, გარე გებრიდებიდან და შეტლანდის კუნძულებიდან. კუნძულები ძველი გაეული სახელი არის Na Scigirí, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც ჩიტების კუნძული. კუნძულებზე პირველი დასახლებების წარმოქმნის შესახებ არსებობს მხოლოდ თეორიები, თუმცა ვიკინგების შემოსევები დოკუმენტურად დასტურდება,[3] რამაც კუნძულებზე ჩრდილოელი ხლხების კულტურა და ენა შემოიტანა.[4]


ფარეეული საგას მიხედვით კუნძულებზე გადმოვიდნენ ის ნორვეგილი ემიგრანტები, რომელთათვისაც ჰარალდ I-ის მეფობა მიუღებელი იყო. ისინი ფარერებზე დაახლოებით IX-XI საუკუნეებში დასახლდნენ, სიგმუნდ ბრესტისონის კლანი, რომელიც სამხრეთ კუნძულებზე ცხოვრობდა მომხვდურებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს. კუნძულებზე ნორვეგიული მმართველობა 1380 წელს დასრულდა, როდესაც ნორვეგია კალმარის უნიაში შევიდა და კუნძულები დანიის მმართველობაში გადავიდა. პროტესტანტულმა რეფორმაციამ ფარერებზე 1538 წელს მიაღწია. როდესაც 1814 წელს კილის ხელშეკრულებით დანიისა და ნორვეგიის კავშირი დაიშალა დანიამ ფარერის კუნძულებზე კონტროლი შეინარჩუნა.


1856 წელს ფარერის კუნძულებზე ვაჭრობის მონოპოლია გაუქმდა, რის შემდეგაც იქ მეთევზეობა განვითარდა. ეროვნული გამოღვიძება 1888 წლამდე ფარერული ენის და კულტურის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, ხოლო 1906 წლიდან ის გახდა პოლიტიკური და დაიწყო ფარერების პოლიტიკური პარტიების შექმნა.


1940 წლის 12 აპილს ფარერების ოკუპირება მოახდინეს ბრიტანეთის ჯარებმა. რასაც დანიაში მესამე რაიხის შეჭრა მოყვა (ნორვეგიის ოპერაცია). 1942–1943 წლებში ბრიტანელებმა ფარერებზე ააშენეს ვაგარის აეროპორტი. კუნძულები დანიას 1948 წელს ფართე ავტონომიის უფლებით გადაეცა. ფარერებმა 1973 წელს დანიასთან ერთად ევროპის ეკონომიკურ ერთობაში (დღეისთვის ევროპის კავშირი) შესვლაზე უარი განაცხადა. 1990-იანებში სათევზაო ინდუსტრიის რღვევის გამო განიცდიდა ეკონომიკურ სირთულეებს, თუმცა მას შემდეგ ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებაზე დაიწყო ძალისხმევა.



გეოგრაფია |




ფარერის კუნძულების რელიეფული რუკა




ფარერის კუნძულების NASA-ს სატელიტური სურათი


ფარერის კუნძულები არის კუნძულთა ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპიდან დაახლოებით 655 კილომეტრში, ნორვეგიის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს. ის თანაბრადაა დაშორებული ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. მისი უახლოესი მეზობლებია: შოტლანდია, ორკნეის და ჩრდილოეთის კუნძულები.


მისი ფართობია 1399 კმ². მას არ აქვს დიდი ტბები ან მდინარეები. მისი სანაპირო ზოლი შეადგენს 1117 კილომეტრს.[2] ერთადერთი დაუსახლებელი კუნძულია - ლუიტლა-დუიმუნი.


კუნძულები ძირითადად უსწორ მასწორო და კლდოვანია, აქვთ მცირე პიკები. სანაპიროები ძირითადად ციცაბოა. უმაღლესი მწვერვალი სლატარატინდური, რომლის სიმაღლეცაა 882 მეტრი ზღვის დონიდან.


ფარერის კუნძულები ძირითადად წარმოადგენს თოლეიტიკური ბაზალტის ლავას, რომელიც პალეოგენურ პერიოდში თულეანის პლატოს ნაწილი იყო.[5]



კლიმატი |


კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ფარერის კუნძულების კლიმატი კლასიფიცირდება როგორც საზღვაო სუბარქტიული. მის კლიმატზე გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანის გათბობის გლობალური პროცესი. ზამთარი კუნძულებზე შედარებით თბილი (3.0-4.0 °C), ხოლო ზაფხული ცივია (საშუალოდ 9.5-10.5 °C). კუნძულებზე უმეტესად ქარიანი და ნისლიანი ამინდებია, წელიწადში 260 წვიმიანი დღით.


ფარერის კუნძულებზე მეტეოროლოგიური მონაცემების აღრიცხვა იქყება 1867 წლიდან.[6]



ფლორა |


მცენარეულ საფარში ჭარბობს არქტიკული ალპური მცენარეები. დაბლობების უმეტესობა დაფარულია მდელოებით, სადაც დომინანტია Calluna vulgaris და Cirsium palustre.[7]



რეგიონები და მუნიციპალიტეტები |


ადმინისტრაციულად კუნძულები დაყოფილია 30 მუნიციპალიტეტად (kommunur), რომლების მოიცავენ დაახლოებით 120 დასახლებულ პუნქტს.


ტრადიციულად ფარერები იყოფა ექვს რეგიონად (sýslur: ნოროიარი, ესტუროი, სტრეიმოი, ვოარი, სანდოი, სუვუროი). დღეისთვის სისლა ტექნიკური თვალსაზრისით „საპოლიციო ოლქს“ აღნიშნავს, ტერმინი ასევე ფართოდ გამოიყენება გეოგრაფიული რეგიონის აღსანიშნავად. ადრეულ ხანაში ყოველ სისლას ჰყავდა თავისი თინგი (საკრებულო), სადაც იკრიბებოდა ეგრეთ წოდებული - várting (გაზაფხულის კრება).



დემოგრაფია |




ფარერელი ხალხური ცეკვის ანსამბლი ეროვნულ ტანისამოსში


ფარერელების წინაპრების უმეტესობა სკანდინავიელები ან გელები არიან.[8]


დნმ - ის ბოლო ანალიზმა გამოავლინა რომ, Y ქრომოსომა რაც განსაზღვრავს მამაკაცების ხაზს, 87% სკანდინავიიდანაა.[9] ხოლო ქალის სქესის განმსაზღვრელი მოტოხონდრიული დნმ - ის 84 % შოტლანდიურ/ირლანდიური.[10]


ფარერების მოსახლეობა დაახლოებით შეადგენს 48 500 ადამიანს (2004 წლის მიხედვით 16 921 სახლის მფლობელი). მათგან ფარერელები არიან 91,7 %, ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს შეადგენს დანიელები 5,8 %, მათ მოყვებიან გრელანდიელები 0,3 %, ისლანდიელები, ნორვეგიელები და პოლონელები. ფარერებზე 77 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.


ფარერების მთელ ტერიტორიაზე სალაპარაკოდ ფარერული ენა გამოიყენება. გერმანიკული ენებიდან ფარერული ყველაზე მცირედ გავრცელებულია, ის ყველაზე ახლოს ისლანდიურთან და ძველ სკანდინავიურთან დგას. ფარერებზე ოფიციალური სტატუსი ფარერულის გარდა დანიურსაც აქვს.[1]



ეკონომიკა |




ფარერის კუნძულების ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება


ფარერის კუნძულების ეკონომიკას პრობლემები 1990-იან წლებში შეექმნა, როდესაც თევზჭერის ინდუსტრიამ დაცემა დაიწყო. 90-იანების შუა პერიოდისთვის უმუშევრობა 15 %-მდე გაიზარდა.[11] უმუშევრობის დონის შემცირება 6 %-მდე მხოლოდ 1998 წლის ბოლოსთვის მოხერხდა.[11]2008 წლისთვის უმუშევრობის დონის 1,1 %-მდე დაწევა მოხერხდა, თუმცა 2009 წლისთვის ის ისევ გაიზარდა 3,4 %-მდე.[11]


მიუხედავად დაბალი უმუშევრობისა, ის ფაქტი რომ ეკონომიკა მთლიანად მეთევზეობასა და თევზჭერაზეა დამოკიდებული მას ადვილად მოწყვლადს ხდის. ფარერების სიახლოვეს აღმოჩენილი ნავთობი სამომავლოდ ეკონომიკის დივერსიფიკაციის და გაჯანსაღბის იმედს იძლევა.[12]


ფარერების ბიუჯეტის 11,7 %-ს დანიიდან მიღებული დახმარება შეადგენს, რაც წარმოადგენს მთლიანი ხარჯების 18 %-ს.[13]


2000 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო ფარერებზე ახალი ინვესტიციების მოზიდვას. ტორსჰავნში Burger King-ის გახსნამ ხელი შეუწყო ფარერის კუნძულების კულტურის გლობალიზაციას. 2008 წელს, საბანკო კრიზისის ფონზე ფარერებმა ისლანდიას გამოუყო $52 მილიონის სესხი.[14]


2009 წლის 5 აგვისტოს ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ლიოგტინგში (ფარერის კუნძულების პარლამენტი) წარადგინა კანონპროექტი, ევროს ეროვნულ ვალუტად გამოცხადების რეფერენდუმზე გატანასთან დაკავშირებით.[15]



ტრანსპორტი |




გზა სკიპანესიდან სიორუგოტასკენ, კუნძული ეისტუროი.





ბორანი MS Smyril კრამბატანგის პორტში, კუნძული სუოუროი, 2005 წელი.


ვაგარის აეროპორტიდან სრულდება რეგულარული ფრენები. ფარერის კუნძულების უდიდესი ავიაკომპანია არის Atlantic Airways.


კლდოვანი და მცირე ზომის კუნძულების გამო ფარერების სატრანსპორტო სისტემა არ იყო საუკეთესო, თუმცა სიტუაცია იცვლება და ინფრასტრუქტურა ინტენსიურად ვითარდება. მოსახლეობის 80 % ერთმანეთს ტუნელებით ხიდებით და დამბებით უკავშირდება. ფარერის კუნძულებზე კარგადაა განვითარებული ბორანის სისტემა.



კულტურა |




XIX საუკუნის ლინგვისტის და თეოლოგის ვენსესლაუს ულრიკუს ჰამერშაიმბის სახელობის საფოსტო მარკა


ფარერის კუნძულების კულტურის ფესვები სკანდინავიიდან მოდის. ფარერის კუნძულები დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყო იმ კულტური მოვლენებიდან რომელთც ადგილი ჰქონდათ ევროპის კონტინენტურ ნაწილზე. ამის გამო ტრადიციული კულტურამ დღევანდელობამდე თითქმის უცვლელად მოაღწია. ფარერული ენა არის ერთ-ერთი იმ სამი ენიდან რომლებიც ძველი სკანდინავიურის მემკვიდრედ ითვლებიან და ვიკინგების ეპოქაში გამოიყენებოდა, დანარჩენი ორია ისლანდიური და ნორნი. XV საუკუნემდე ფარერულში ისლანდიურის და ნორვეგიულის მსგავსი დამწერლობა ჰქონდა. 1538 წლის რეფორმაციის შემდეგ, დანიელებმა ის კანონგარეშე გამოაცხადეს. ემდგომი 300 წელი ენა დამწერლობის გარეშე არსებობდა. ხალხმა ძველი პოემები და ისტორიები ზეპირსიტყვიერად შემოინახა. დამწერლობა მხოლოდ XIX საუკუნეში აღსდგა.



სპორტი |


ფარერები მონაწილეობს კუნძულების თამაშებში, რომელიც 1989 წლიდან ტარდება. ფეხბურთის გუნდები მონაწილეობენ ფარერის კუნძულების ჩემპიონატში, რომელიც უეფას კოეფიციენტების მიხედვით 51-ეა. ფარერის კუნძულები არის უეფას სრულუფლებიანი წევრი და ფარერის კუნძულების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში. ის ასევე ფიფას წევრია და მონაწილეობს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში. ფარერის საფეხბურთო ნაკრებმა პირველ გამარჯვებას ოფიციალური მატჩში 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებთან მიაღწია, რომელსაც 1-0 მოუგო. ფარერები მონაწილეობს პარაოლიმპიურ თამაშებში, თუმცა არასოდეს მოხვედრილა ოლიმპიურ თამაშებზე სადაც ის დანიის შემადგენლობაში გამოდის.



ლიტერატურა |


  • Irvine, David Edward Guthrie. 1982. Seaweed of the Faroes 1: The flora. Bull. Br. Mus. nat. Hist. (Bot.) 10(3): 109–131.

  • Tittley, I., Farnham, W.F. and Gray, P.W.G. 1982. Seaweeds of the Faroes 2: Sheltered fjords and sounds. Bull. Br. Mus. nat. Hist. (Bot.) 10: 133–151.

  • Alexander Wachter: Färöer selbst entdecken. Edition Elch, Offenbach am Main 2002. ISBN 3-85862-155-2. (German Travel Guide Book about the islands.)


რესურსები ინტერნეტში |


  • ოფიციალური ტურისტული საიტი

  • Faroeislands.dk — დასახლებული პუნქტები


სქოლიო |



  1. 1.01.1Statistical Facts about the Faroe Islands, http://www.tinganes.fo/Default.aspx?ID=219, The Prime Minister's Office, accessed 13 July 2011

  2. 2.02.12.2https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/fo.html CIA - The World Factbook, accessed 13 July 2011


  3. [1] Randburg.com website


  4. [2] Website of The Prime Minister's Office


  5. Brittle tectonism in relation to the Palaeogene evolution of the Thulean/NE Atlantic domain: a study in Ulster, accessed 10 November 2007


  6. http://rdgs.dk/djg/pdfs/101/1/06.pdf Plant production on a Faeroese farm 1813-1892, related to climatic fluctuations


  7. C. Michael Hogan. 2009 Marsh Thistle: Cirsium palustre, GlobalTwitcher, ed. N. Stromberg


  8. Als, Thomas D.; Jorgensen, Tove H.; Børglum, Anders D.; Petersen, Peter A.; Mors, Ole (2006). "Highly discrepant proportions of female and male Scandinavian and British Isles ancestry within the isolated population of the Faroe Islands". European Journal of Human Genetics 14 (4): 497–504. . PMID 16434998.


  9. Jorgensen, Tove H.; Buttenschön, Henriette N.; Wang, August G.; Als, Thomas D.; Børglum, Anders D. (2004). "The origin of the isolated population of the Faroe Islands investigated using Y chromosomal markers". Human Genetics 115 (1): 19–28. .


  10. Wang, C. August. 2006. Ílegur og Føroya Søga. In: Frøði pp. 20-23

  11. 11.011.111.2Statistics Faroe Islands; Labour Market and Wages, accessed 4 August 2009


  12. Sherwell, Philip. “Oil boosts Faroes fight for independence“, 20 May 2001. 


  13. http://www.fmr.fo//Index.asp?pID=1D580A05-61C2-4CA7-8687-989EA0D511E9


  14. Lyall, Sarah. “Iceland, Mired in Debt, Blames Britain for Woes“, New York Times, 1 November 2008, გვ. A6. წაკითხვის თარიღი: 1 November 2008. 


  15. [3] Logting.fo




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფარერის_კუნძულები&oldid=3495748“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.316","walltime":"0.427","ppvisitednodes":"value":3548,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":71521,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":24170,"limit":2097152,"expansiondepth":"value":16,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":6,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":8639,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 238.015 1 -total"," 46.28% 110.142 1 თარგი:სქოლიო"," 33.28% 79.220 1 თარგი:ქვეყანა"," 27.64% 65.788 2 თარგი:Cite_journal"," 23.45% 55.803 2 თარგი:Citation/core"," 16.74% 39.840 1 თარგი:თვითაღიარებული_ქვეყნები"," 14.78% 35.182 3 თარგი:ნავდაფა"," 9.20% 21.901 3 თარგი:Citation/identifier"," 8.03% 19.107 1 თარგი:Br_separated_entries"," 5.20% 12.373 1 თარგი:Coord"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.007","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":787587,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1254","timestamp":"20190415153117","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e4u10d0u10e0u10d4u10e0u10d8u10e1 u10d9u10e3u10dcu10ebu10e3u10dau10d4u10d1u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q4628","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q4628","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-08-15T15:03:54Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3c/Flag_of_the_Faroe_Islands.svg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":147,"wgHostname":"mw1271"););

Popular posts from this blog

Styletc

Tórshavn Kliima | Partnerstääden | Luke uk diar | Nawigatsjuun62° 1′ N, 6° 46′ W62° 1′ 0″ N, 6° 46′ 0″ WWMOTórshavn