Skip to main content

ინკების იმპერია კუსკოს სამეფო ექსპანსია იხილეთ აგრეთვე

კეჩუაკოლუმბამდელი ამერიკისიმპერიაკუსკოშიპერუინკების ცივილიზაციაპერუსომებისაასიმილაციისსამხრეთ ამერიკაშიეკვადორიპერუბოლივიაარგენტინაჩილეკოლუმბიაკეჩუაენადიალექტიინკებიინტირელიგიაინკების რწმენასკუსკოსმანკო კაპაკისქალაქი-სახელმწიფოკუსკოსაპა ინკასტუპაკ ინკა იუპანკისანდებისპერუეკვადორიპაჩაკუტისტუპაკმაჩიმორიუაინა კაპაკმაეკვადორისპერუბოლივიაეკვადორისაჩილესინტისრელიგიასახელმწიფოსმსოფლიოში






მთავარი მენიუს გახსნა



ვიკიპედია












ინკების იმპერია











function mfTempOpenSection(id)var block=document.getElementById("mf-section-"+id);block.className+=" open-block";block.previousSibling.className+=" open-block";


ინკების იმპერია (კეჩუა Tawantinsuyu; ტაუანტინსუიუ) — კოლუმბამდელი ამერიკის უმსხვილესი იმპერია. იმპერიის ადმნინისტრაციული, პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი მდებარეობდა კუსკოში (დღევანდელი პერუ). ინკების ცივილიზაცია აღმოცენდა პერუს მაღალმთიან რეგიონში XIII ს. დასაწყისში. იმპერიამ, დაპყრობითი ომებისა თუ მშვიდობიანი ასიმილაციის შედეგად შეძლო გაეერთიანებინა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთ სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩრდილოეთ-დასავლეთი არგენტინა, ჩრდილოეთ ჩილე და სამხრეთ კოლუმბია).



























ინკების იმპერია
Tawantinsuyu

იმპერია







Flag of None.svg

1438 — 1533 წწ.

Flag of Cross of Burgundy.svg









Banner of the Inca Empire (center).svg



დროშა


Inca Empire.svg
ინკების იმპერია

დედაქალაქი

კუსკო

ენა

კეჩუა (ძირითადი), აიმარა
პუკინა, მოჩიკა

რელიგია

ინკების რელიგია

ფართობი
800 000 კმ2 (1438)
2 000 000 კმ2 (1527)

მოსახლეობა
12 000 000 ად. (1438)
20 000 000 ად. (1527)

მმართველობის ფორმა

მონარქია (სხვა ცნობებით დიარქია)

დინასტია

ანანის დინასტია

ინკა
 - 1438 - 1471

პაჩაკუტი (პირველი მეფე)
 - 1471 - 1493

ტუპაკ ინკა იუპანკი
 - 1493–1527

უაინა კაპაკი
 - 1527–1532

უასკარი
 - 1527–1533

ატაჰუალპა

იმპერიის ოფიციალური ენა იყო კეჩუა, მაგრამ გავრცელებული იყო აგრეთვე ასობით ადგილობრივი ენა და დიალექტი. ინკები თავიანთ იმპერიას უწოდებდნენ ტაუანტინსუიუს, რაც აღნიშნავს სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს. იმპერია ოთხ ნაწილად იყოფოდა, ესენია: ჩინჩასუიო, ანტისუიო, კონტისუიო და კოლასუიო.


ინკების უმთავრესი ღვთება იყო ინტი — მზის ღმერთი. მიუხედავად ამისა, იმპერიაში შემავალ ყველა ტომს, სამეფოს და ქალაქს უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციული რელიგია, თუ უპირატესად აღიარებდნენ ინკების რწმენას.





კუსკოს სამეფო



ინკების ტომი პირველად კუსკოს მიდამოებში გამოჩნდა XII ს. დასაწყისში. მანკო კაპაკის მეთაურობით ინკებმა დააარსეს ქალაქი-სახელმწიფო კუსკო. საპა ინკას ხელმძღვანელობით ინკებმა დაიწყეს თავიანთი გავლენის გაფართოება და ტუპაკ ინკა იუპანკის მეფობის დროს უკვე აკონტროლებდნენ ანდების მთების უმეტეს ნაწილს (დღევანდელი პერუ და ეკვადორი).





ექსპანსია




 

უაინა კაპაკი


ინკების ტრადიციის თანახმად, ჯარს სათავეში ედგა მეფის შვილი. პაჩაკუტის შვილმა ტუპაკმა 1463 წ. დაიპყრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები, შემდეგ კი ჩიმორი — ინკების უმთავრესი მეტოქე პერუს სანაპიროზე. ტუპაკის შვილმა უაინა კაპაკმა შემოიერთა დღევანდელი ეკვადორის ნაწილი. ამ პერიოდისთვის, ინკების იმპერიაში შედიოდა ვრცელი ტერიტორიები: დღევანდელი პერუ, ბოლივია, ეკვადორისა და ჩილეს უმეტესი ნაწილი.


ინკების იმპერიაში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ენისა და კულტურის მქონე ტომები. ინკები საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჯერ აფრთხილებდნენ მოწინააღმდეგეს ნებაყოფლობით შემოერთებოდა იმპერიას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იყენებდნენ თავიანთ ძლიერ და მრავალრიცხოვან ჯარს. დაპყრობილ ტომებს ინკები აიძულებდნენ თავიანთი ენის შესწავლას და მზის ღმერთის — ინტის აუცილებელ თაყვანისცემას, მაგრამ, ამავე დროს უფლებას აძლევდნენ შეენარჩუნებინათ ტრადიციული რელიგია და ცხოვრების სტილი, განსაკუთრებით კი ხელსაქმე და ჩაცმულობა, რითაც უადვილდებოდათ დაპყრობილთა წარმომავლობის და სოციალური სტატუსის გარჩევა.


ინკების ეკონომიკა ძირითადად გაცვლაზე და გადასახადებზე იყო დაფუძნებული. განვითარების ზენიტში მყოფი იმპერია 12 მილიონამდე ადამიანს აერთიანებდა და შესაბამისად, ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფოს წარმოადგენდა იმჟამინდელ მსოფლიოში.





იხილეთ აგრეთვე



  • ინკების ცივილიზაცია


(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ინკების_იმპერია&oldid=3634123“-დან







ვიკიპედია


შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0 პირობებით (თუ სხვა არ არის მითითებული).








(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.304","walltime":"0.367","ppvisitednodes":"value":3085,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":157531,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":96327,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":3,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":63,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 169.779 1 -total"," 66.56% 113.001 3 თარგი:ნავდაფა"," 37.42% 63.534 1 თარგი:პერუს_თემები"," 29.02% 49.276 1 თარგი:ინკები"," 16.45% 27.923 1 თარგი:ინფოდაფა_ყოფილი_ქვეყანა"," 11.01% 18.688 3 თარგი:ფერი"," 10.08% 17.108 1 თარგი:იმპერიები"," 9.91% 16.832 1 თარგი:დროშანიშანი"," 6.68% 11.336 1 თარგი:წყარო"," 6.14% 10.424 3 თარგი:Tnavbar"],"cachereport":"origin":"mw1274","timestamp":"20190311002326","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d8u10dcu10d9u10d4u10d1u10d8u10e1 u10d8u10dbu10deu10d4u10e0u10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q28573","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q28573","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-09-25T06:57:23Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/e/e1/Banner_of_the_Inca_Empire_%28center%29.svg"(window.NORLQ=window.NORLQ||[]).push(function()var ns,i,p,img;ns=document.getElementsByTagName('noscript');for(i=0;i-1)img=document.createElement('img');img.setAttribute('src',p.getAttribute('data-src'));img.setAttribute('width',p.getAttribute('data-width'));img.setAttribute('height',p.getAttribute('data-height'));img.setAttribute('alt',p.getAttribute('data-alt'));p.parentNode.replaceChild(img,p);});(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":142,"wgHostname":"mw1265"););

Popular posts from this blog

Styletc

Tórshavn Kliima | Partnerstääden | Luke uk diar | Nawigatsjuun62° 1′ N, 6° 46′ W62° 1′ 0″ N, 6° 46′ 0″ WWMOTórshavn